ესპანური Okdario იტყობინება, რომ "ბარსელონას" მწვრთნელი ხავი "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას მოითხოვს.

ხავი კვარაცხელიას შეძენას მოითხოვს

"ხავი უკვე მომავალს გეგმავს და მისთვის პრიორიტეტული მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ სენსაციასთან, "ნაპოლის" ქართველ ლეგიონერ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაფორმებაა, რომელმაც შთამბეჭდავი თამაშით ყველა ევროპული გრანდის ყურადღება მიიპყრო. გარემარბი თავისი გუნდის სერია A-ში გალიდერებით საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა.

"ბარსასთვის" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის შეძენისას, კონკურენტების გარდა, დიდი პრობლემა ის იქნება, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ვიქტორ ოსიმენთან ერთად გუნდის მარგალიტის გასხვისების სურვილი არ აქვს. ნიგერიელის ხელში ჩაგდება ნახევარ ევროპას უნდა. "ნაპოლიმ" უახლოესი კონკურენტი "ინტერი" 15 ქულით ჩამოიტოვა, ჩემპიონის ტიტული, პრაქტიკულად, გაინაღდა და დე ლაურენტისი სახალხოდ აცხადებს, რომ თავის ვარსკვლავებს ვერ შეელევა და მათი სამსახურით დაინტერესებულ კლუბებს არანაირი თანხის სანაცვლოდ არ დაუთმობს.

სახელფასო განაკვეთის ზღვარი

თუმცა ხავი დანებებას არ აპირებს, რამეთუ თვლის, რომ კვარაცხელიას შეუძლია ის ვარსკვლავი გახდეს, რომელიც "ბარსას" ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლისთვის საჭირო მუხტს შესძენს. კატალონიელებს ლა ლიგის მოგება თითქმის გარანტირებული აქვთ და ხავის აზრით, არაუხო-პედრი-დემბელე-ლევანდოვსკის კვარტეტის შენარჩუნება ევროპაში კონკურენციისათვის საკმარისი არ იქნება. სპეციალისტი ირწმუნება, რომ ისეთ არაორდინარულ მოთამაშეს, როგორიც კვარაცხელიაა, შეუძლია "ბარსას" ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ გასაბრწყინებლად ბიძგი მისცეს.

რა თქმა უნდა, არა მარტო კვარაცხელიას, არამედ გუნდის გასაძლიერებლად ნებისმიერი ფეხბურთელის "კამპ ნოუზე" მისაყვანად რამდენიმე მოთამაშესთან დამშვიდობება მოუწევთ. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ტრანსფერებზე თითქმის 160 მილიონი დახარჯეს, ეს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ასპარეზობისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ბუსკეტსის, ხორდი ალბას და თვით დე იონგის წასვლამ შეიძლება "ბარსელონას" სახელფასო განაკვეთის შემცირების საშუალება მისცეს და გარკვეულწილად მოქმედების თავისუფლება მიანიჭოს".

ი.ნ.
რა მაგარი იქნება კვარა ბარსაში!
ქუთაისელი
ABCABC - ს, ხვიჩა გადავიდეს ასეთ სუპერ კლუბში და ერთი ჩვენი @#$|%!! :დ
დინამოელი
აუ, დაგვხოცე სიცილით, ძალიან მაგრა ღადაობ, მართლა. იუმორინა ეძებს ტალანტებს
ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი
ხავი მორენო ეს ინჩ დე პლქსტიკქტი ელი დე პქსქრელქ ხოხ დორენო კოჩი
ნაცი.
გადაწყვეტილია, აფრიკის გუნდში გადავა კვარა!
ABCABC
ბარსას ფანებიც მაგარ გასაჭირში ვართ, რეალში რო წავიდეს მერე რას ვშვებით, თან რეალის ფანია, ელ კლასიკოზე ვისი მხარე ავირჩიოთ :დდდ
ქუთაისელი
კვარა ყველა შემტევ გუნდს მოუხდება, ბარსა, ბაიერნი, სიტი, რეალი. მაგრამ როგორც რეალის ფანი არ ვისურვებდი კვარას ბარსაში გადასვლას. სერიოზული გამოცდა იქნება ყველა რელის ფანისთვის.:დ
დინამოელი
ან კვესი))
T.k
აი ეს ნახეთ https://mobile.twitter.com/elchiringuitotv/status/1633976653490601984/mediaViewer?currentTweet=1633976653490601984¤tTweetUser=elchiringuitotv
ბარსას ბულკი რეალი!!!
ყველაზე მეტად იმაზე ვერთობი რეალის ფანებს რო სალაპარაკო მიეცემათ ბარსაზე და რო გამოლაგდებიან ხოლმე. მაშინ სად ხართ ბარსა რო რეალს უგებს ხოლმე? ინტერნეტი გეთშებათ?
barca
რა კარგად ხარ ჩახედული ფეხბურთში.დ.დ. ტრანსფერები კი არ აქვთ აკრძალული სახელფასო ფონდის შემცირება ჭირდებათ ტრანსფერების გასაკეთებლად. განათხოვრებულ ფეხბურთელებს, ნიკოს, აბდეს, ლენგლეს, უმტიტს, ტრინკაუს ისევ ბარსა უხდის ხელფასებს, ზაფხულში ამ ფეხბურთელებს გაყიდიან, დიდი ალბათობით ფერან ტორესსაც ალბას ხელფასს დაუკლებენ ბუსკეცს დაბალ ხელფასზე გაუხანგრძლივებენ კონტრაქტს და 1/4 წესიდან 1/5 წესზე გადაინაცვლებენ რაც სახელფასო ლიმიტში ჩაჯდომას ნიშნავს. რო წერენ ბარსას ფული არ აქვსო ზოგი პირდაპირი გაგებით იგებს რო მართლა არ აქვთ და ხელფასებს ვერ იხდიან. ფული როგორ არ აქვთ ბარსა ამხელა ბრენდია ფულის საჭრელი მანქანა, უბრალოდ ესპანურ გუნდებს გარდა უეფას ფიერ ფლეისა ლა ლიგის ფიერ ფლეიც აქვთ და მაგიტომაც არის რო ბარსა და რეალი ვეღარ ახერხებს ბოლო წლებში დიდ ტრანსფერებს და იმიტო უნდათ სუპერ ლიგა რო მეტი ფული შეუვიდეთ და უფრო კონკურენტუნარიანები იყონ.
მამუკა
არა და ამ პოსტის ავტორი თვითონ არის ნაცი და ცდილობს რომ ხვიჩას ჩირქი მოსცხოს, თან 41-ც რომ დაუწერია სახელად, მეტი ფანტაზია რომ აღარ გაქვთ ნაცებს მართლა საცოდავები ხართ
ვაჟა მასწავლებელი
მერე რა, თუ ბარსაში გადაიყვანენ კვარადონა არ დაიკარგება, გახდება კვარალდინიო!
MARGALONA
ხვიჩაც ეთნიკური მარგალი არის და კატალონიაში არ გაუჭირდება
zaza
შეეეშვით რა ამ ზღაპრებს.ბარსელონას ზაფხულში და მომავალ ზამთარში აკრძალული აქვთ ტრანსფერების განხორციელება და როდის აპირებს ხავი კვარას შეძენას? ამ სექტას კიდევ ყველაფერი სჯერავს რა. იმედია არ დაბლოკავთ პატივცემულო რედაქციავ.
ლაშა
ეგ ჩვენთან მემგონი პირიქითაა:-)
მეგრელი
ბარსაში ევროპა ლიგაზე გაიბრწყინებს მაგრად )))))
ლაშა
ისე რომ იცოდეთ, ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს კატალონიელი სეპარატისტები სტვენით ხვდებიან, ამიტომ ხვიჩა თუ გადავა, უკიდურეს შემთხვევაში რეალში გადავა!
მეგრელი
ევროპაში მართლა მაგარი გასაქანი აქვს ბარსას. ლიგაზე მაგრა გააქანეს და მერე უეფაზე გამოაქანეს მაგრად. ბოლო 8 წელია ევროპაში არაფერი არ მოუგია, რაზე საუბრობთ?
41
ვის რად უნდა ეს ნაცი ყველგან გააფუჭებს საქმეს როჰორც ნაცებს სჩვევიათ..
რაბუ
ხვიჩა არ შეცდე რა ბარსა
კარლ მარქსი
დააყენეთ ეს კაცი თავი ადგილას. სადაც არი კარგად არი.
Jango
ამხელა ტყუილს როგორ წერთ არ გრცხვენიათ? არა აქვს ბარსას ტრანსფერის უფლება ზაფხულში, მხოლოდ თავისუფალი აგენტი!
ლაშა
სეპარატისტულ ბარსაში გადასვლას რეალი სჯობია!...
გიო
მართალია ხვიჩას ოცნება მადრიდის რეალში თამაშია, მაგრამ ცხოვრებაში ხშირად ისე არ ხდება ყველაფერი, როგორც ჩვენ ვგეგმავთ. ჩემი აზრით ხვიჩა, არ უნდა ჩაიციკლოს მადრიდის რეალზე, რადგან რაც გვინდა ის შეიძლება სულაც არ გვჭირდებოდეს. სტილისტურადაც ის ბარსელონას უფრო მოუხდება და ამ კლუბს უფრო მეტად სჭირდება ის. რეალს ჰყავს მის პოზიციაზე ვინიციუსი, რომელსაც პირდაპირი მნიშვნელობით გადაყვნენ და ლოგიკურად სკამზე არავინ დასვამს. ზოგადად, ისიც უცნაურია, რომ ხვიჩა რონალდუს ფანია, როდესაც პიროვნულად საერთოდ არ ჰგავს მას. აი მესის კიდე პირიქით, ძალიან ჰგავს თავისი სიმშვიდით, თავმდაბლობით, პატიოსნებით და ასე შემდეგ. ცოტა უცნაური კი არის, მაგრამ ხვიჩა ბარსელონას ბევრად უფრო მოუხდება თამაშის სტილითაც და მენტალობითაც ვიდრე რეალს. ზოგადად, არც ბარსას ფანი ვარ და არც რეალის, არც მესის და არც რონალდოს, ამიტომ ამ ყველაფერს სრული ობიექტურობით ვწერ. ერთადერთი რაც მინდა ისაა, რომ ხვიჩას ყველაზე ნათელი მომავალი ჰქონდეს და მწვერვალები დაიპროს. წარმატებები ხვიჩა.
მამუკა
ჭირი იქა, ლხინი აქა
მწრთვნელი
ეს თუ სიმართლეა დაუფიქრებლად უნდა გადავიდეს! ხავი სპალეტიზე ნაკლები არაფრით არ არის და ბარსელონას, რომ გასაქანი აქვს ევროპაში ამას რა ლაპარაკი უნდა!
ალიკა
ჭორი მგონია,ასეც რო არ იყოს ის სახალხოდ გამოუტყდა რეალს სიყვარულში და ამას კამპ ნოუზე ადვილად არ შეეგუებიან, თუმცა სადაც რეალიდან ბარსაში და პირიქით გადასული ფეხბურთელები გაუღმერთებიათ ადგილობრივ პუბლიკას მაშინ არც კვარას შემთხვევაში უნდა იყოს პრობლემა,სიამოვნებისგან მაჟორჟალებს მე ბარსას ფანს კვარას ბარსას ფორმაში წარმოდგენა
zura222
ალბათ კარგი იქნება ბარსა მაგრამ ის ფულისტი ლაურენტისი მოუთხრის მინიმუმ 150 მილიონს და თვითონ ხვიჩაც არ მოინდომებს იქ გადასვლას !
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
ხავისთან ერთადაც იმუშავებს - ნისტელროი ნიდერლანდების ნაკრებში დარჩა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ხავიმ შესაძლოა, იტალიური გრანდი ჩაიბაროს
ხავი სამწვრთნელო კარიერის განახლებას ივნისში აპირებს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ვიდრე "მანჩესტერს" ჩაიბარებს, ხავიმ კვარაცხელიას შეძენა მოითხოვა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ბარსელონას" ახალი ერა ჰანსი ფლიკს არ დაუწყია" - ტიერი ანრიმ "ბლაუგრანაზე" ისაუბრა
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
მორიგი უარი “მილანს” - “როსონერის” ჩაბარება არც ხავიმ ისურვა
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს