ტურნირში ჩრდ.ირლანდიის, ისრაელის, აშშ-ს, დანიისა და მექსიკის 19-წლამდე ნაკრები გუნდები მონაწილეობენ

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გუნდი ჩრდ.ირლანდიაში, "Milk Cup"-ის გათამაშებაზე მიემგზავრება. ტურნირში ჩრდ.ირლანდიის, ისრაელის, აშშ-ს, დანიისა და მექსიკის 19-წლამდე ნაკრები გუნდები მონაწილეობენ.

გიორგი დევდარიანის გუნდმა საწვრთნელი შეკრება 17 ივლისს დაიწყო და დღეს, 23 ივლისს დაასრულა. 19-წლამდელთა დამრიგებელმა, ბოლო ვარჯიში საგურამოს ბაზაზე, დღეს დილით გამართა. ხვალ გამთენიას კი, გუნდი უკვე ირლანდიაში გაემგზავრება.

გიორგი დევდარიანის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები იქნებიან:

მეკარეები: დავით ლეგაშვილი ("სასკო"), რობერტ იმერლიშვილი ("ზესტაფონი")

მცველები: გიორგი კალანდია ("ვიტ ჯორჯია"), ნიკა სანდოხაძე ("დინამო" თბილისი), არჩილ ტვილდიანი ("დინამო" თბილისი), მალხაზ გაგოშიძე ("ზესტაფონი"), ოთარ დოლიძე ("დინამო" თბილისი), თედო კაკულია ("დინამო" თბილისი), ნოდარ კიკნაველიძე ("ზესტაფონი"), თორნიკე გრიგალაშვილი ("ზესტაფონი")

ნახევარმცველები: მერაბ გიგაური ("ტორპედო" ქუთაისი), ალექსანდრე რეხვიაშვილი ("დინამო" თბილისი), ლაშა შინდაგორიძე ("ორჰუსი", დანია), ლაშა პარუნაშვილი ("დინამო" თბილისი), ვარლამ კილასონია ("სპარტაკი", ცხინვალი), გიორგი პაპავა ("დინამო" თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია ("სასკო"), ბუბა რუხაძე ("დინამო" თბილისი)

აქვე, შეგახსენებთ საქართველოს 19-წლამდელთა თამაშების გრაფიკს ირლანდიურ ტურნირზე.

25 ივლისი

საქართველო ვს მექსიკა

27 ივლისი

საქართველო ვს ჩრდ.ირლანდია

29 ივლისი

ფლეი-ოფები და ფინალური მატჩი

ტურნირის მიმდინარეობისას, საშუალება გექნებათ გაეცნოთ 19-წლამდელების ასპარეზობასთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს სფფ-ის ოფიციალურ საიტზე.

სფფ-ის პრესსამსახური

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა