გუშინდელმა “პარიზიენმა” “რომადან” ჟერემი მენეზის “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლა ამცნო მსოფლიოს
გუშინდელმა “პარიზიენმა” “რომადან” ჟერემი მენეზის “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლა ამცნო მსოფლიოს. “ჯალოროსი” თავდაპირველად 24 წლის განაპირა თავდამსხმელში 17 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა შემდეგ რომაელები მიხვდნენ, რომ ამ თანხას არავინ გადაიხდიდა და პარიზელთა მიერ შეთავაზებულ 8,5 მილიონს დასჯერდნენ.

მთავარი პრეტენზია, რაც “რომას” ხელმძღვანელობას ფეხბურთელთან ჰქონდა, ეს დაბალი შედეგიანობა იყო. 2008 წლის შემდეგ ფეხბურთელს სერია ა-ში სულ რაღაც 7 გოლი ჰქონდა გატანილი. პლუს, მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა კლუბის “ულტრასებთანაც”.

მენეზის გადაბირების შემდეგ ალბათ აღარავის გაუკვირდება, თუკი გაცნობებთ, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” საბოლოოდ უთხრა უარი ლუდოვიკ ჟიულის თუნდაც ერთწლიან კონტრაქტზე. 35 წლის ფეხბურთელი შარშან “ლურჯ-წითლების” ძირითადის წევრი იყო, თუმცა ძველებურად ვეღარ ბრწყინავდა. “ევროსპორტის” ინფორმაციით, ფეხბურთელმა გუშინვე დაიწყო “მონაკოსთან” ერთად ვარჯიში და სავარაუდოდ კარიერასაც იქვე გააგრძელებს.

ლუდოვიკს კარიერის საუკეთესო პერიოდი 1998/04 წლებში სწორედ “მონაკოში” აქვს გატარებული, ვისთან ერთადაც ის ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც კი გავიდა. ამას გარდა ის “ბარსელონაში” (2006 წელს “ბლაუგრანასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო), “ლიონსა” და “რომაშიც” თამაშობდა.

გუშინ “ბრესტმა” თავის ოფიციალურ საიტზე პსჟ-დან 21 წლის მარცხენა მცველის ტრიპი მაკონდას გადაბირების ფაქტი დაადასტურა. მხარეთა შორის 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. შარშან ფეხბურთელი პარიზელთა შემადგენლობაში მხოლოდ ხანდახან თუ ხვდებოდა ხოლმე. სულ კი მის ანგარიშზე 17 შეხვედრა იყო. პრესა წერს, რომ “ბრესტს” ფეხბურთელის შეძენა სულ რაღაც 500 ათასი ევრო დაუჯდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა