ევროპული სერიის ტურნირები კოპენჰაგენში დასრულდა და ახლა ყველა ჩოგბურთელმა ამერიკის კონტინენტისკენ აიღო გეზი

ევროპული სერიის ტურნირები კოპენჰაგენში დასრულდა და ახლა ყველა ჩოგბურთელმა ამერიკის კონტინენტისკენ აიღო გეზი, სადაც სულ მალე სეზონში "დიდი სლემის" მეოთხე ტურნირი - აშშ-ის ღია პირველობა დაიწყება. მანამდე კი ვნახოთ, როგორ განვითარდა გასულ კვირას მოვლენები დანიის დედაქალაქში.

კოპენჰაგენში WTA-ის ტურნირის ჩატარება ისტორიული მოვლენაა დანიისთვის, რადგან აქამდე ამ ქვეყანაში ასეთი რანგის შეჯიბრი არ გამართულა. დღეს იქ ქალთა ჩოგბურთის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა, რაც კაროლინ ვოზნიაცკის დამსახურებაა. სწორედ მისი წარმატებების წყალობით მოხვდა კოპენჰაგენი WTA-ის კალენდარში. თუმცა მომავალი სეზონისთვის ამ ტურნირის პერსპექტივები ბუნდოვანია - 2011 წლის წინასწარ კალენდარში ის როლან გაროსის შემდეგ, ბალახის სეზონში ჩასვეს და იმ პერიოდში ბევრი არ მოინდომებს დარბაზში ჰარდის კორტზე თამაშს.

წელს კი ტურნირმა საკმაოდ კარგი შემადგენლობა შეკრიბა. თითქმის ყველა განთესილი რეიტინგის საუკეთესო ორმოცდაათეულში შედიოდა, აქვე იყო ტოპათეულის ორი წარმომადგენელი - ჩინელი ნა ლი და მასპინძელი კაროლინ ვოზნიაცკი.

სწორედ ეს უკანასკნელი მიიჩნეოდა მთავარ ფავორიტად, თუმცა დანიელ ვარსკვლავს მთავარ პრიზამდე რთული გზის გავლა მოუწია. იოლი მატჩი მას მხოლოდ პირველ წრეში პეტრა მარტიჩთან (6:3, 6:2) ჰქონდა. მეორე რაუნდში ჩეხ ივეტა ბენეშოვას შეხვდა. დანიელმა პირველ პარტიაში ყველა საკუთარი გეიმი წააგო, ამ მხრივ ბენეშოვაც ბევრს სცოდავდა, მაგრამ მან ერთხელ შეინარჩუნა თავისი გეიმი და სეტი 6:4 მოიგო. მაგრამ ამის შემდეგ ვოზნიაცკიმ საკუთარ მოწოდებაზე დაალაგა თამაში და თუ მეორე სეტში ჩეხს ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მესამეში მიღებაზე სულ ორი ქულა აიღო და 2:6, 0:6 დამარცხდა. ასევე წააგო პირველი სეტი მასპინძელმა 21 წლის გერმანელ იულია გორჯესთან. სამაგიეროდ, მეორე პარტია "მშრალი" ანგარიშით მოიგო, მესამეში კი სასწაულებრივ გადაურჩა წაგებას. გერმანელი მთელი სეტი ლიდერობდა, მატჩზე აწვდიდა და ორი ქულა აცილებდა გამარჯვებამდე, როცა დანიელი გონს მოეგო და ანგარიშის გათანარების შემდეგ ტაი-ბრეიკზე დაასრულა საქმე.

კაროლინს ყველაზე დიდი გამოცდა ნახევარფინალში რუს ანა ჩაკვეტაძესთან ელოდა, რომელიც ნელნელა გამოდის კრიზისიდან, რასაც ორი კვირის წინ სლოვენიურ პორტოროჟში მოგებული ტიტულიც ამტკიცებს. თუმცა პირველ სეტში ბრძოლა არ ყოფილა. სეტის დასაწყისში რუსმა ოდნავ გაიბრძოლა, რის შემდეგაც მასპინძელმა მესამე გეიმში ბრეიკი გააკეთა და მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - 6:1.

თუმცა ჩაკვეტაძე დანებებას არ აპირებდა და მეორე სეტში თამაშში გარდატეხა შეიტანა. ამაში მას მეტოქეც დაეხმარა, რომელმაც უამრავი შეცდომა დაუშვა. სეტის შუაში ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგაც ანამ ზედიზედ სამი გეიმი აიღო - 6:2. მესამე სეტი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული გამოდგა. მეტოქეეიბი ყველა ქულისთვის იბრძოდნენ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში უკეთ ვოზნიაცკი მოქმედებდა. მან სწრაფად გააკეთა ბრეიკი, რომელიც ჩაკვეტაძემ მერვე გეიმში დაიბრუნა, თუმცა იქვე კიდევ ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება და მასპინძელსაც აღარ გასჭირვებია გამარჯვების მოპოვება. დანიელის მეტოქე ფინალში მოულოდნელად კლარა ზაკოპალოვა გახდა, რომელმაც სამ სეტში დაამარცხა ნა ლი.

ჩეხს კარიერაში ორი ტიტული ჰქონდა მოგებული - ორივე 2005 წელს. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ფინალისტებმა ერთადერთი მატჩი 2007 წელს ითამაშეს და დანიელმა მესამე სეტის ტაი-ბრეიკში გატეხა ზაკოპალოვას წინაღმდეგობა. ამჯერად, ვოზნიაცკიმ გაცილებით იოლად მოიპოვა კარიერაში მერვე ტიტული. პირველი სეტის მოსაგებად მასპინძელს ნახევარი საათიც არ დასჭირვებია, თანაც ჩეხს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია. მეორეში ზაკოპალოვამ გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და ბრეიკით დაწინაურდა. მას მეორედაც ჰქონდა მეტოქის მოწოდების აღების შანსი, მაგრამ 0:30-დან მისცა კაროლინს სიტუაციის გამოსწორების შანსი და იქვე თავისი მოწოდებაც წააგო. მეტოქეებმა ბრძოლაში ტაი-ბრეიკს მიაღწიეს, სადაც მოვლენები საინტერესოდ განვითარდა. ვოზნიაცკიმ ხუთი მატჩბოლი მიიღო და პირველი ოთხი ვერ გამოიყენა. მხოლოდ მეხუთე ცდაზე გაახარა მან საკუთარი პუბლიკა.

სან დიეგოს ტურნირის ფინალი რუსი სვეტლანა კუზნეცოვას მოსალოდნელი ტრიუმფით დასრულდა. "დიდი სლემის" ტურნირების ორგზის გამარჯვებულმა ხელიდან არ გაუშვა რეიტინგის საუკეთესო ოცეული დაბრუნების შანსი, საიდანაც ამ სეზონში ნაჩვენები სუსტი შედეგების გამო გავარდა. სეზონის პირველ ნაწილში კუზნეცოვას ჩავარდნის მიზეზი არასტაბილური თამაში იყო, დაახლოებით ისეთი, როგორიც მან გუშინ, აგნიეშკა რადვანსკას წინააღმდეგ ფინალურ მატჩში აჩვენა.

კუზნეცოვამ სტარტიდანვე მოიპოვა უპირატესობა და ისეთი ტემპით თამაშობდა, რომ რადვანსკა მეტოქისთვის პასუხის გაცემას ვერ ასწრებდა. მალე რუსი 5:1 დაწინაურდა, რის შემდეგაც დაიწყო ის არასტაბილური თამაში, რომელიც ზემოთ აღვნიშნეთ. გაიზარდა შეცდომების რაოდენობა და რადვანსკაც სულ მალე მიუახლოვდა მოწინააღმდეგეს - 5:4. მაგრამ რუსმა საჭირო მომენტში ნერვები მოთოკა და მეორე ჩაწოდება სეტზე წარმატებული გამოუვიდა - 6:4.

მეორე სეტის წინ რადვანსკამ სამედიცინო ტაიმ-აუტი აიღო, რადგან მარცხენა ფეხის ტერფი აწუხებდა. ამის გამო, კუზნეცოვა თამაშის ყველა კომპონენტში სჯობდა ოპონენტს და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ რუსს ორ სეტში უნდა მოემთავრებინა საქმე. ბრეიკით დაწინაურებულმა კუზნეცოვამ საკუთარ გეიმებზე დამაჯერებლად ითამაშა და მატჩზე ჩასაწოდებლად გაემზადა. და როგორც კი ეს მნიშვნელოვანი მომენტი დადგა, რუსმა ისევ უკლო თამაშს. საბოლოოდ, სეტი ტაი-ბრეკამდე მივიდა, სადაც სვეტლანას თავიდანვე სოლიდური უპირატესობა ჰქონდა, რაც სამმაგ მატჩბოლში გამოიხატა. პირველ შემთხვევაში კუზნეცოვამ ორმაგი შეცდომა დაუშვა, ორჯერ კი ბექჰენდი არ გამოუვიდა. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ აგნიეშკამ ორმაგი შეცდომით მეოთხე მატჩბოლი აჩუქა მეტოქეს და რუსმა ისევ ვერ შეირგო საჩუქარი - კვლავ ორმაგი შეცდომა. რადვანსკამ გადაწყვიტა, რომ საჩუქრების დარიგების დრო დამთავრდა და ზედიზედ ორი ქულის აღებით მე-13 გეიმი 9:7 მოიგო.

წაგებული მატჩის შემოტრიალებით ფსიქოლოგიური უპირატესობა აგნიეშკას მხარეს გადავიდა. კუზნეცოვამ სეტის წინ დასაწყნარებლად რამდენიმე წუთი პაუზა აიღო, მაგრამ გადამწყვეტ პარტიაში თავიდან პოლონელის უპირატესობა იგრძნობოდა - სწორედ აგნიეშკა გავიდა წინ ბრეიკით. მაგრამ შემდეგ გადამწყვეტი სიტყვა თქვა არამარტო კუზნეცოვას გამოცდილებამ, არამედ მისმა უკეთესმა ფიზიკურმა მომზადებამ. ყველაფერი გადაწყვიტა ზედიზედ ოთხმა მოგებულმა გეიმმა. მართალია, პირველ ჯერზე რუსმა მატჩზე ვერ ჩააწოდა და ისევ აანერვიულა საკუთარი გულშემატკვირები, სამაგიეროდ, მეორედ "მშრალი" ანგარიშით აიღო გეიმი - 6:3 და კარიერაში მე-13 ტიტული გაიფორმა.

WTA

Mercury Insurance Open

სან დიეგო (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 700 000 დოლარი

ფინალი

სვეტლანა კუზნეცოვა (რუს)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4) 6:4, 6:7 (7:9), 6:3.

Sony Ericsson Open

კოპენჰაგენი (დანია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 200 000 დოლარი

ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ, 7) 6:2, 7:6(5).

ლელო

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"ეს "პიჟონები", ეს ზაბარნები, ეს ციგანკოვები გაძვრნენ ევროპაში - უკრაინა ფეხებზე არ უნდა დაიკიდოთ" - აღშფოთებულია კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა