ელიფ ელმასმა "ნაპოლი" დატოვა და კარიერას გერმანულ "ლაიპციგში" გააგრძელებს. Sportall.ge მკითხველებს "ნაპოლის" ფეხბურთელებს უკეთ აცნობს, ამ გუნდის თითოეული წევრი ხომ ქართველი გულშემატკივრებისთვის ძალიან ახლობელი გახდა. კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, სადაც ჩრდილომაკედონიელ ელმასზე ვისაუბრეთ.

რთული ბავშვობა

ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ ომის პერიოდში ისეთი ფეხბურთელი დაიბადა, როგორიც ელიფ ელმასია და შემდეგ, ურთულეს დროში, ასეთ "ბრილიანტად" ჩამოყალიბდა.

სკოპიეს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მხარეში, კაირის მრავალეთნიკურ დასახლებაში, სადაც

ჩრდილომაკედონიელები, ალბანელები, თურქები და ბოშები ერთად ცხოვრობენ, ელიფი ქვეყნიერებას 1999 წლის 24 სექტემბერს, თურქების ოჯახში მოევლინა.

უფროსი ელმასი, ჯევიტი, ტკბილეულის მაღაზიის მფლობელი იყო. იმ არაპროგნოზირებად და რთულ წლებში "ნაპოლის" უკვე ექსნახევარმცველი ფეხბურთის სიყვარულით იზრდებოდა. მას სწამდა, რომ ყველაფერი გამოუვიდოდა. ელიფს ორი ალტერნატივა ჰქონდა - ან გაჰყოლოდა ოჯახურ ბიზნესს, ან დიდი ფეხბურთელი გამხდარიყო. ფეხბურთმა გაიმარჯვა!..

პირველი ნაბიჯები და თურქეთი

ელმასის პირველი პროფესიული გუნდი 2015-16 წლებში მაკედონიური "რაბოტნიჩკი" იყო. ის აქ 2 სეზონის განმავლობაში თამაშობდა და 46 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ ჩვენი წერილის გმირი თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი გრანდის, "ფენერბაჰჩეს" რიგებში ვიხილეთ. ის აქაც ორი სეზონით დარჩა. ელმასს სტატიკური მაჩვენებლები დიდად არ გაუუმჯობესებია, თუმცა მასში სამხრეთამერიკული ფეხბურთის ელემენტებს ხედავდნენ - ბურთის გრძნობა და მისი გაკონტროლების უნარი, ბრძოლისუნარიანობა, სპორტული აგრესია. ელიფი შორიდან დარტყმითაც გამოირჩევა.

როგორ აირჩიეს "ნაპოლი"?

ელმასმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძალიან მაგრად ითამაშა და მსურველების რიგი დაუდგა. მისი შეძენა "მანჩესტერ სიტის" და დორტმუნდის "ბორუსიას" სურდათ, თუმცა მილანის "ინტერთან" გარკვეული დეტალები შეთანხმებული იყო და ჩრდილომაკედონიელი თითქოს სწორედ ამ გუნდში უნდა გვენახა.

ელიფის საფეხბურთო მენეჯერი იხსენებს: "სტამბოლში ვისხედით და ვარიანტებს განვიხილავდით. ამ დროს, მოულოდნელად, ზარი გაისმა და "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ფეხბურთელთან პირადად გასაუბრებას ითხოვდა. შემდეგ ელიფმა თქვა, რომ ის ნეაპოლში მიდიოდა!.."

სანაკრებო წარმატებები

ელმასისთვის პირველი დილემა მაშინ იყო, როცა ფათიჰ თერიმმა თურქეთის ნაკრებში თამაში შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. ელიფის პერიოდს ჩრდილომაკედონიის ნაკრების აღზევება დაერთო. ეს თემა ჩვენთვის მტკივნეულია, მათ ხომ ევროპირველობის საგზური თბილისში გამარჯვებით მოიპოვეს. ჩვენი ქვეყნის ნაკრებები ბოლო დროს ერთმანეთს საკმაოდ ხშირად უპირისპირდებიან.

ჩრდილომაკედონიელების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გერმანიის ნაკრების (2:1) დამარცხებაა. "ნაპოლის" უკვე ყოფილმა მე-7 ნომერმა იქ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ნაკრების ყოფილი თავკაცი ანგელოვსკი ამბობდა: "ელმასში საოცარი მაგია და ენერგიაა. მისი თამაში ყველას იზიდავს - თითოეულ ეპიზოდს შესანიშნავად კითხულობს, პასების ოსტატია და დამამთავრებელ ეპიზოდებში - ცივსისხლიანი".

როცა სასტარტოსთვის ემზადები...

ნეაპოლურ კლუბში 2022 წლის ზაფხულში დიდი ცვლილებები მოხდა და 24 წლის ფეხბურთელი დარწმუნებული იყო, რომ ინსინიეს წასვლას ის შეავსებდა. ამ დროს გუნდში ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობი მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია მიდის. ქართველი გარემარბი საყვარელი 7-ნომრიანი მაისურის არჩევას ვერ ახერხებს, რადგან ის ელიფს აცვია და ორ შვიდიანს (77) ირგებს.

სეზონის დასაწყისში, დაახლოებით მე-60 წუთისთვის, ელიფ ელმასის სათადარიგოთა სკამთან გამოჩენა იმას ნიშნავდა, რომ მოედანი "კვარას" უნდა დაეტოვებინა. შემდეგ ჩრდილომაკედონიელის შემოსვლის დრომ გადაიწია. ლუჩანო სპალეტი ელიფს სხვადასხვა პოზიციაზე განიხილავდა, მინდვრის ცენტრშიც და მარჯვენა ფლანგზეც. ელმასი ბევრ დროს ვერ იღებდა, მაგრამ შედეგიანად შემოდიოდა. მას და ხვიჩას, კონკურენციის მიუხედავად, მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.

ელიფს და-ძმა ჰყავს. ის დაოჯახებული არაა და არც მისი მეგობარი გოგოს შესახებ გავრცელებულა ინფორმაცია, როგორც ჩანს, პირადი ცხოვრების გასაჯაროება არ ხიბლავს. მისი ცხოვრება 24 წლის ასაკისთვის საკმაოდ დატვირთული და საინტერესოა, რომელსაც სკუდეტოს მოპოვებაც დაემატა.

zura222
აბა რაა 77 უკვე ბრენდია ნაპოლის და მთელი ნეაპოლის ! 7 ნომერი ლობოტკას მისცენ ან ის ახალი რომ ყავთ კაიუსტეა თუ კაჟუსტი P
ტიტე
არ უნდოდა ხვიჩას ჩრდილში ყოფნა ეტყობა
77
ხვიჩას ადგილზე 77 არ შევცვლიდი. პირიქით, ყველა გუნდში ეგ ნომერი მექნებოდა.
ნიკო
7 ნომერი გათავისუფლდა?
დროში დაკარგულ ტოტიკოლებს
ტოტი-კოლა, ეს მაროკოს კომენტარი 15 მარტს არის დაწერილი, დღეს კი არა.
დავით 67
ძველი სტატიაა! მაშინ არსად არ მიდიოდა
toti
სტატიის სათაურს მაინც არ კითხულობ?))
კოლა
და ხომ წერია სტატიაში, რომ ელმასმა ნაპოლი დატოვაო?
ლაშა
ხვიჩას და ელმასს რომ ვხედავ მოედანზე, ძალიან სასიამოვნო ფეხბურთს თამაშობენ. საკმაოდ უფანტაზიო ნახევარდაცვაში აშკარად გამოირჩევა მისი თამაშიც და კონკურენციაზე მეტად თანამშრომლობაა საჭირო. დიდი ალბათობით ლაიპციგში ძაან კარგად აეწყობა.
მაროკო
აი რასპადორიც რომ გამოკეთდება მერე ელმასი ძირითადში უნდა დააყენოს. ხვიჩამ და ელმასმა უნდა ცვალონ პოზიციები ცენტრში და ფლანგზე და ზამენაზე რასპადორი ეყოლებათ ისიც მაგარია თუ ფორმას აკრიფავს. ზელინსკი მაინც გაქცევაზეა და დასვან სკამზე.
Levani
ზელინსკი მაგრა მუშაობს მაგრამ უფანტაზიო ხისფეხა ფეხბურთელია,როცა ხვიჩა და ელმასი ორივე ერთადაა მოედანზე მაშინ ნაპოლი უკეთესად უტევს,ოღონდ სპალეტიმ იცის რო თავქუდმოგლეჯილი შეტევით ვერ ითამაშებს გუნდი მთელ სეზონს,შემტევი გუნდი მეტ ენერგიას ხარჯავს და ამიტომ ელმასს იტოვებს აბოიმაში, ისე მე მგონი სპალეტიმ ფეხბურთი ჩემზე უჯეთესად იცის.
გიორგი
რათქმაუნდა მეგობარი და რათქმაუნდა წარმატება და ბედნიერება
გიორგი
ელმასი რატომღაც ზილენსკის მირჩევნია ეგ ხვიჩას კონკურენტი არაფრით არაა ეგ როა მოედანზე ხვიჩა და ელმასი ერთმანეთს პასებს აძლევენ ზილენსკი კი თითქოს არ იმჩნევს ხვიჩას მე მაგრა მომწონს ელმასი
მიშა
კარგად მახსოვს ელმასის რეაქცია ხვიჩას გოლზე იუვენტუსის კარში. ლამის, ხვიჩაზე მეტად გაეხარდა.
გიო
წარმატებები ჩვენი ხვიჩას მეგობარ ელმაზს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ნაპოლი" ელმასის დაბრუნებას ცდილობს
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ელმასს "ნაპოლის" დატოვება ისევ მოუწევს
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნებასთანაა ახლოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
გახსოვთ კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ელმასი? - მისი შეძენის სურვილი "რომას" აქვს
კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი "ატალანტაში" გაანათხოვრეს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა