რატომ არის მერაბ დვალიშვილის გამარჯვება ქართულ MMA-სთვის ყველაზე დიდი მიღწევა? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს...

პოლიტიკურ-ისტორიული

მერაბმა დაამარცხა რუსებს შორის ყველაზე რუსი მებრძოლი. მოგეხსენებათ, UFC-ში ბევრი რუსია, მათ შორის, ჩრდილოკავკასიელები, თუმცა ტიპურ რუსებსა და კავკასიელ რუსებს შორის მაინც დიდი სხვაობაა. პიოტრ იანი ტიპური რუსივით, მობოროტო, ბულერი, ცივსისხლიანი, უზრდელი, გამომწვევი და იმპერიალისტური განწყობების მატარებელი ადამიანია. მთელი ამ წლების განმავლობაში, მერაბის თქმის არ იყოს, ყველას ზემოდან უყურებდა. არავის ანგარიშს არ უწევდა და მიუხედავად ორი მარცხისა, რომელიც, კი ბატონო, შესაძლოა, ახლო გადაწყვეტილებებით იყო, დასკვნები მაინც არ გამოჰქონდა. სიტუაციას კიდევ უფრო განწყობები ამძაფრებდა. მაგალითად, იანი აფხაზეთში დასეირნობდა და ერთი გასეირნებაც კი საზიზღარ პოსტად გამოაცხო. მან ოკუპირებულ აფხაზეთს "რუსეთის მეზობელი რესპუბლიკა" უწოდა. ჯერ ერთი, სამაჩაბლო-აფხაზეთის საკითხი რუსეთსა და საქართველოში აქტუალურია და მარტო მაქედან მაინც იცოდა ან ზოგადი წარმოდგენა ექნებოდა, რას ნიშნავდა ქართველისთვის ეს სიტყვები. მეორეც, საბრძოლო სამყარო საკმაოდ მჭიდროა. მებრძოლებს ხშირად აქვთ ერთმანეთთან გადაკვეთა და ინფორმაციები მათ შორის ზიარდება. მებრძოლები არ არიან რობოტები და სპორტის მიღმა საუბარი შეუძლიათ. გამორიცხულია, იანისთვის ვიღაცას მაინც არ ეთქვა, რომ მსგავსი მიდგომა გამომწვევი იქნებოდა რიგი გულშემატკივრისთვის. თანაც, "მეზობელი რესპუბლიკა" - უკვე პროვოკაციულია. რამდენი ადამიანი მოიძებნება, ვინც სამოგზაუროდ მიდის და წერს, რესპუბლიკა ტაილანდი, რესპუბლიკა იტალია, რესპუბლიკა ბელგია და ასე შემდეგ. ანუ სპეციალურად დაწერილი ტექსტი იყო. ამას სხვა არავინ იზამდა, თუ არა იანისნაირი ტიპური იმპერიალისტური განწყობის ადამიანი. სწორედ იმიტომ, რომ ასეთი გამოკვეთილი რუსული ხასიათის ადამიანია, მერაბსაც შესაბამისად პირადული "მუღამი" ჰქონდა, ვიდრე მხოლოდ წმინდა სპორტული. თორემ დღეს უმარ ნურმაგომედოვი და ისლამ მახაჩევიც გადაეკვეთნენ და საკმაოდ თბილი, ურთიერთპატივსაცემი შეხვედრა ჰქონდათ.

სპორტული

UFC-ის ქართული ისტორია ლევან მაყაშვილით იწყება. "ბიზკმა" სადებიუტო შეხვედრა 2015 წელს ჩაატარა. იმის შემდეგ 8 წელიწადი გავიდა და ეს დრო იყო იმისთვის საჭირო, რომ კონკრეტულ დივიზიონში ქართველი მებრძოლი რეიტინგის #1 მებრძოლი ყოფილიყო. 8 წელი შესაძლოა ვინმესთვის უზარმაზარი და ძალიან ხანგრძლივია, თუმცა ადამიანისთვის, რომელიც თან მშენებლობებზე მუშაობდა და თან ვარჯიშობდა, საკმაოდ ხანმოკლე პერიოდია. UFC-ის პირველობა იმ პირობების გათვალისწინებით, რასაც ქართველი მებრძოლები გადიან, დაახლოებით თბილისის "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ან ფინალში მოხვედრაა. ხომ წარმოუდგენლად ჟღერს? ჰოდა, აი, ამ კალიბრის მებრძოლია დვალიშვილი. მსოფლიოს ელიტარული ორგანიზაციის, ელიტარულ მებრძოლებს შორის პირველ ადგილზეა. გახდება თუ არა ჩემპიონი, მხოლოდ მემკვიდრეობის საკითხს გაუმყარებს, თუმცა უკვე ამ შედეგით სიამაყე უსასრულოდ შეგვიძლია.

ჩემთვის დღეს მერაბ დვალიშვილმა ტიტულზე მეტი მოიგო. ამ დღის მერე ტიტულის და ტიტულების მოგებას ვიზეიმებთ, თუმცა კონკრეტულად ეს გამარჯვება ყოველთვის მაღლა იდგება, ვიდრე UFC-ის ოქრო.

წყარო: ოქტაგონი

ppp
რუსები ხომ სხვა რამით ირჩენენ თავს
რონი
შე მართლა კომბლე რა კარგად შეგირჩევია სახელი!!!
რატი
სამწუხაროდ დღეს თვითონ ნაცისტ-ფაშისტ-რაშისტებისგან სხვებისთვის, განსაკუთრებით ქართველებისთვის ნაცისტების დაძახება თვითგამართლების და ,,გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩება" პრინციპის საქმე გახდა. ვაი თქვენს პატრონს, უბედურს......
დათო
სამწუხაროდ დღეს საქართველოში ბევრისთვის ეროვნული პტინციპით სეგრეგაცია (ანუ ნაციზმი) ნორმა და მეტიც - მისასალმებელო საქმე გახდა... ვაი თქვენს პატრონს, უბედურს...
zura222
არადა წარმოსობით რუსი კი არა ჩინელი მანჯურიელი თუ რაღაცა ხუნ-ხუზია DD (ხუნ-ხუზები ჩინეთ-მონღოლეთ-რუსეთის საზღვრებში ცხოვრობენ მთელი ისტორიის მანძილზე იმით ცხოვრობდნენ რომ მეზობლებს ესხმოდნენ ძარცვავდნენ და იტაცებდნენ)
გიორგი
ჩვეულებრივი რუსი ღორია. ჰოდა გაასია ცემით ჩვენმა ბიჭმა ეგეც და რუსეთუმეებიც.
კომბლეს
ვის რა პასუხი უნდა მოსთხოვო? დედა გყავს მამა თუ რუსი ეს შენი ტრაგედიაა. და პუტინის სიყვარული დღეს შენს ჯანმრთელობის პრობლემაზე მეტყველებს.
კ ო მ ბ ლ ე
ტიპიური რუსი მობოროტო, სულელი, ცივსისხლიანი და გამომწვევი ადამიანია. ვააა, ეგ არ ვიცოდი, აქამდე არც დავფიქრებულვარ; მართლა ეგეთები არიან? აუუხ, აბა მაგათ ამერიკელებს ვერც შეადარებ ხო? ინგლისელებზე გამიგია, ეგენი და მანგლისელები ერთი ხალხიაო. ამერიკანცუზები კი, კამანჩებივით გულღია მხიარული და კეთილ მოაწონი ხალხი ყოფილან.. ხოოოო? ნაციის ესე დახასიატება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ზაკაზად გაწერინებენ, ან თავად ხარ ნაცისტი. არ შეიძლება, ახლოს რომ მყავდე სტატიის ავტორო, ვფიცავ იუპიტერს ტყ,ში გაგირღვევდი მაგ ლაშებს და ყანყრატოს. მადლობა თქვი რომ ვერ გხედავ და ხელის გარტყმაც არ შემიძლია. ვთქვათ და დედა მყავდეს რუსი, ან მამა. სულაც რომ არავინ მყავდეს და მოგტხოვო შენ საქციელზე საკადრისი.. რა პასუხს გამცემ?. რითი იმართლებ თავს, დამავალესო? ერთ შეცდომას მეორეს მიაყოლებდი?
"ცარუკიანსაც ვერ დაამარცხებს" - გეიჯიმ "მატადორზე" ისაუბრა
"ამჯერად ჩემს თავს ვითამაშებ" - დვალიშვილი იანთან რემატჩის წინ
[VIDEO] სასტიკი ნოკაუტი - ცარუკიანმა ზედიზედ მეოთხე ბრძოლა მოიგო
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ცხვირს გაგიტეხ!" - მესამე ბრძოლის წინ იანი დვალიშვილს დაემუქრა
"მე არ მძულს რუსი ხალხი, მძულს რუსული პოლიტიკა და რუსეთის მთავრობა" - დვალიშვილმა მახაჩევის განცხადებას უპასუხა
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
"ეს სიგიჟეა, მახაჩევისთვის ამის უფლება არ უნდა მიეცათ" - მერაბ დვალიშვილი
"ამჯერად ჩემს თავს ვითამაშებ" - დვალიშვილი იანთან რემატჩის წინ
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა