ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სამი ტესტი მსოფლიომდე - ორი თბილისში და ერთი ედინბურგში

სამი ტესტი მსოფლიომდე - ორი თბილისში და ერთი ედინბურგში

2023 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე საქართველო სამ გასახურებელ ტესტ-მატჩს გამართავს – ორს თბილისში და ერთსაც ედინბურგში.

შოტლანდიაში და მერე საფრანგეთში, მიჯრით მეექვსე მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე ქართველ ქომაგს "ბორჯღალოსნების" გაცილების ორი შანსი ექნება: მზადების დასკვნით ეტაპზე ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას 12 აგვისტოს ასევე მსოფლიო თასის მონაწილე რუმინეთთან გამართავს; 19 აგვისტოს აშშ გვეწვევა, რომელთანაც ბოლო 6 წელია არ გვითამაშია; 26 აგვისტოს კი ტიერ1-ის გუნდ შოტლანდიასთან, ედინბურგში, დასკვნით რეპეტიციას გავივლით.

საფრანგეთის მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსნები" პირველ მატჩს 9 სექტემბერს, პარიზში ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც ორი კვირა დაისვენებს და 23-ში პორტუგალიას ტულუზში ერკინება. 30 სექტემბერს ბორდოში მისი მეტოქე ფიჯი იქნება, ჯგუფურ ეტაპს კი 7 ოქტომბერს უელსთან, ნანტში დაასრულებს.

„საქართველოსთვის ზედიზედ მეექვსე მსოფლიო თასის დაწყებამდე რამდენიმე თვეღა დარჩა და "ბორჯღალოსნები" აქტიურად ემზადება. უკვე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ საფრანგეთში გამგზავრებამდე აგვისტოში სამ გასახურებელ თამაშს გავმართავთ. სასიხარული ამბავი გვაქვს ქართველი გულშემატკივრისთვის, რადგან პირველი ორი თამაში თბილისში გაიმართება. ყველამ კარგად იცის, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი მორაგბეებისთვის გულშემატკივრის მხარდაჭერა და მსოფლიო თასზე ამ მუხტით გაცილება. ასევე დარწმუნებული ვარ, "ბორჯღალოსნებს" მხარდაჭერა არც საფრანგეთში მოაკლდებათ როგორც ქართველი, ასევე ადგილობრივი ქომაგისაგან“.

„პირველი გასახურებელი შეხვედრა რუმინეთთან გვაქვს, რომელიც თავად მსოფლიო თასის მონაწილეა და ეს თამაში ორივე გუნდისთვის საინტერესო იქნება. ერთი კვირის თავზე აშშ გვეწვევა, რომელსაც მსოფლიო თასზე გასასვლელად სულ ცოტა დააკლდა და და საკუთარი სიძლიერის დასამტკიცებლად ორმაგად მოტივირებული ჩამოვა. მათთან დიდი ხანია აღარ გვითამაშია. განვლილ შეხვედრებს თუ გავიხსენებთ, „არწივები“ ყოველთვის მებრძოლი გუნდი იყო და გამარჯვებულის ბედი ხშირად დასკვნით წუთებში ირკვეოდა“.

„და ბოლოს, 26 აგვისტოს შოტლანდიას ედინბურგში ვერკინებით, რომელთანაც ბოლო წლებში არაერთი თამაში გვქონდა. ჩვენთვის პატივია, რომ უკვე მეორედ მსოფლიო თასის წინ შოტლანდია დასკვნითი რეპეტიციისთვის მეტოქედ საქართველოს ირჩევს. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რომ საფრანგეთში გამგზავრებამდე ტიერ1-ის წარმომადგენელთან ერთი შეხვედრა გვქონოდა და ამ მხრივ ყველაფერი კარგად დალაგდა“.

„ზოგადად, მსოფლიო თასის წინ ძალიან რთულია კარგი ტესტ-მატჩების მოძიება. გასულ წლებში მოსამზადებელ ეტაპზე ხშირად გვიწევდა კლუბებთან თამაში, ახლა კი მსოფლიო თასის ორ მონაწილესთან და აშშ-ის საინტერესო გუნდთან გვექნება სპარინგები. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენ გუნდს იმ გრძელ გზაზე, რასაც მსოფლიო თასისთვის მზადება ჰქვია“, – განაცხადა რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა.

გასახურებელ მატჩებში რუმინეთი ჩვენთვის ყველაზე კარგად ნაცნობი მეტოქეა. საქართველოს მასთან 25 წლის განმავლობაში 27-ჯერ უთამაშია (17 მოგება, 1 ფრე), აქედან ერთხელ 2011 წლის მსოფლიო თასზე ახალ ზელანდიაში.

აშშ-ს 2009-17 წლებში 6-ჯერ შევხვდით და თანაბარი ბალანსი გვაქვს – 3-3 მოგება. მეტოქემ წარმატებას 2009 (დენვერში 31:13), 2012 (გლენდეილში 36:20) და 2013 (რუსთავში 25:23) მიაღწია, საქართველომ კი გამარჯვებები 2010 (თბილისში 19:17) და 2017 წლებში (ატლანტაში 21:17 და თბილისში 21:20) მოიპოვა.

ხუთჯერ ვეთამაშეთ შოტლანდიას და ჯერჯერობით „ნარშავები“ სრულ უპირატესობას ფლობენ.

„მსოფლიო თასზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოგვიწია და რადგან წამყვანი გუნდების უმეტესობას დიდი ხნით ადრე ჰქონდა გაწერილი გრაფიკი, ამ პერიოდისთვის ძალიან რთული იყო ხარისხიანი ტესტ-მატჩების მოძიება. მოლაპარაკებას ვაწარმოებდით რამდენიმე ნაკრებთან და კლუბთან. შოტლანდიამ თავად გამოთქვა ჩვენთან თამაშის სურვილი და რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდით. რუმინეთს, რომელიც მსოფლიო თასზე ასევე რაგბი ევროპიდან მოხვდა, ჩვენ შევთავაზეთ გასახურებელი შეხვედრის გამართვა. ეს თამაში ორივე გუნდს ძალიან სჭირდებოდა და შეთანხმებაც შედგა. მსოფლიო რაგბის დახმარებით მოხდა შეთანხმება აშშ-ის რაგბის კავშირთან“.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საფრანგეთში გამგზავრებამდე საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გვეთამაშა. კარგად დალაგდა თამაშები მეტოქეთა სიძლიერის გათვალისწინებით. მთლიანობაში, გასახურებელი მატჩებით კმაყოფილი ვართ. შოტლანდიასთან შეხვედრის შემდეგ ედინბურგში სამი დღე დავრჩებით და პირდაპირ იქიდან ჩავალთ საფრანგეთში“ – აღნიშნა "ბორჯღალოსნების" მენეჯერმა ვასილ აბაშიძემ.

Rugby.ge

• გიორგი

Tier-1, ანუ უმაღლესი სარაგბო დონის გუნდია შოტლანდია. ჩვენ ტიერ-2 ვართ.

• simartle

აშშ-სთან სხვა დარგში ვითანამშრომლოთ თორემ რაგბში აზრზე ვერ მოვიდნენ კიდევ. ამას გარდა მათი რაგბის ფედერაცია გაკოტრდა. მეიჯორ ლიგის გუნდები, რომელთაც უმარავი კუნძძულელი, სამხრეთ აფრიკელი, ახალ ზელანდიელიც და ზოგი ევროპელიც ყავთ დაკომპლექტებული ისეთ საშინელ რაგბს თამამაშობენ რომ 80-იანი წლების საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის დონეზე არიან. იმედია შოტლანდიას არ ვარბენინებთ აქეთ იქეთ და პინგ პონგონ თამაშში არ შევეჯიბრებით განსაკუთრებით თუ 10 ნომერზე ფინ რასსელია. იმედია ჩვენ დავსჯით ფეხის რახუნს თუ დაიწყებს იმის მაგოვრად რომ უკან გადავუგდოთ. ღუმინთს ეხლა ვეთამაშეთ და ვერაფერი გააწყეს ჩვენთან, იმედია ცოტა კიდევ მომჯობინდებიან ზაფხულამდე. ჯობდა კუნძულელებთან ფიჯისთან სავარჯიშოდ მაგრამ ალბათ იმათაც უჭირთ ფრენა. ვინმემ იქნებ მანამდე პუტინიც მოიშოროს თავისი ამალით, თორემ თუ კიდევ უარესზე წავიდა საქმე შეიძლება არაფერი ჩატარდეს დე მესამე მსოფლიოში გაეხვეს ყველა. Iმედია მოუღებს ვინემ ბოლოს მაგნაგავს, და ლავროვს, მედვედევს და უმეტესობას მაგ შანტრაპიდან საკადრისს მიძღვავენ

• გიო

მადლობა რეზო ბატონო

• რეზო

ტიერ ერთი არის პირველი დონის გუნდების პირობითი დასახელება: 4 ერი: ავსტარალია, ზელანდია, აფრიკა, არგენტინა. 6 ერი: ინგლისი ირლანდია საფრანგეთი უელსი შოტლანდია იტალია. ეს 10. 2019 ში ითქვა, რომ იაპონია და ფიჯიც ოფიციალურად გახდნენ ტიერ 1 ს გუნდები, თუმცა იმის მერე ამაზე აღარ გამიგია არსად. ამ შემთხევაში იგულისხმეს, რომ ე.წ. პირველი ეშელონის გუნდს, შოტლანდიას ეთამაშებით და დანარჩენ 2ს ჩვენი მეორე ეშელონის გუნდებთან ვითამაშებთ

• გიო

ეს ტიერ1 თი როგორ გავიგო ანუ პირველი ძირითადი ნაკრებია შოტლანდიის? გამანათლეთ გასაგებ ენაზე)) წინასწარ მადლობა.

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა

"ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია" - ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ

"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?

ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა

[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს

[VIDEO] აი, გუნდი - პსჟ-მ ლიდერების გარეშეც კი მოუგო სტუმრად "ბარსელონას"!

[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა

[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!

ეს მოხდა ბაქოში - "ყარაბაღმა" ისევ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ლიდერებშია

ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა

This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?

"რეალთან" 0:5-ის შემდეგ "კაირატის" მეკარე ავტომობილით დააჯილდოეს

ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა

"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"

როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა

ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება