ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ჩვენთვის ყველაზე საინტერესო დღე დადგა. "ნაპოლი" ფრანკფურტის "აინტრახტს" საკუთარ მოედანზე დაუხვდება და გერმანიაში მიღებული უპირატესობის (2:0) დაცვა/განმტკიცებას შეეცდება. შეხვედრა 15 მარტს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.

ნეაპოლელთა მთავარი მიზანი სკუდეტოს კი უკავშირდება, თუმცა საშინაო არენაზე მათ სოლიდური (18-ქულიანი) უპირატესობა აქვთ, რაც ძალების მეტად გადანაწილების, ჩემპიონთა ლიგაზეც უფრო შორს გასვლისა და სტამბოლში გასამართი ფინალისთვის შედარებით თამამად ფიქრის საშუალებასაც იძლევა. ლუჩანო სპალეტის ფეხბურთელებს ხომ წელს თითქოს ყველაფერი გამოსდით.

ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი საკუთარ მოედანზე ბოლო დროს წარმატებით თამაშობს და აქ მათი დამარცხება რთულია. მიმდინარე სეზონში მათ სამივე შეხვედრაში გაიმარჯვეს და ყველგან, მინიმუმ, 3 გოლი გაიტანეს. "ნაპოლის" მეოთხედფინალში გასვლის შანსი პირველად აქვს. ეს მარადონას ეპოქაშიც ვერ შეძლეს და ისტორიულ შედეგთან ახლოს არის. ამ ქალაქში მართლაც უბედნიერესი განწყობაა.

გერმანელებმა შინ კი წააგეს, თუმცა ევროპა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა ევროტურნირებზე ბოლო 20 შეხვედრიდან 10 მოიგო. რაც შეეხება გასვლით მატჩებს, წლევანდელი სეზონის ჯგუფურ ეტაპზე სამიდან ორში გაიმარჯვეს. ასე რომ, "აინტრახტი" ბოლომდე იბრძოლებს!..

"კვარადონამ" პირველ დაპირისპირებაში თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, თუმცა შეხვედრის ბოლოს წარმოუდგენელი სილამაზის საგოლე პასი (სეზონში მეოთხე) შემოგვთავაზა. ჩვენებურმა იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში ისეთი გაიტანა, მთელი ევროპა აალაპარაკა. ფრანკფურტელებს, მინიმუმ, ორი გოლი სჭირდებათ, რის გამოც იძულებული იქნებიან, შეუტიონ. თუკი პირველ დაპირისპირებაში ხვიჩამ მეტოქის მარჯვენა ფლანგი მისი მეურვეობის გამო შეტევაში მთლიანად "გათიშა", ახლა ქართველმა მეტი სივრცე უნდა იპოვოს, რაც შესაძლოა, გერმანელებისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს.

მნიშვნელოვანია, მეკარე ალექს მერეტი და ცენტრალური მცველი კი მინ ჯე სრულად მომჯობინდნენ და თამაში შეძლონ. ირვინ ლოსანოც თავს უკეთ გრძნობს. ნეაპოლელთა ერთადერთი დანაკლისი ჯაკომო რასპადორის უკავშირდება. ვიქტორ ოსიმენს ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი გაუცდა და შედეგიანობის გაზრდას ძალიან მოინდომებს, თანაც, მან უკანასკნელ ორ ტურში ვერ გაიტანა. საშინაო დისკვალიფიკაციის შემდეგ მარიო რუი სასტარტო შემადგენლობას უნდა დაუბრუნდეს.

საინტერესოა, რომ უკანასკნელი 5 შეხვედრიდან ოთხი ნეაპოლელებმა ერთანაირი ანგარიშით (2:0) მოიგეს, 29 იანვრის შემდეგ კი საკუთარ კარში გოლი არ მიუღიათ.

"აინტრახტს" თავისი ლიდერი, რანდალ კოლო მუანი დააკლდება, რომელიც პირველ მატჩში ზამბო ანგისასთან უხეშობისთვის გააძევეს. შეხვედრას ინგლისელი ენტონი ტეილორი განსჯის.

სს
თუ შეიძლება ლინკი დადეთ სად შეიძლება უყურო დღეს თამაშს
სოსო
ოორი!ორი გოლი მინდა,ხვედელიძე!/ფეოლა/
გულშემატკივარი
წარმატებები და მორიგი გაბრწყინება ჩვენს ვარსკვლავს დღევანდელ მატჩში!!! უფალი ფარავდეს❤️
Gia
Xvichas hetrikis dro movida mgoni
irakli
დღეს გაიტანს და საგოლეს გააკეთებს
ზაზა
ხვიჩა გაიგე ალბათ გერმანელებს მოგება სდომებიათ,თანაც 3 ბურთის გატანას გეგმავენ,მიარჭე მაგათ ეგ 3 გოლი!პატივისცემით შენი გულშემატკივარი თელავიდან!!!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა