ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართული ფეხბურთის მარგალიტი - ბევრი იბრძოლა, უფრო მეტი გოლი გაიტანა, კერპის მაისური მიიღო, თუმცა წინ მაინც დიდი მიზნებია...

ქართული ფეხბურთის მარგალიტი - ბევრი იბრძოლა, უფრო მეტი გოლი გაიტანა, კერპის მაისური მიიღო, თუმცა წინ მაინც დიდი მიზნებია...

გასულ ზაფხულს ბათუმის "დინამოდან" "ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ ევროპული ფეხბურთისთვის ნაკლებად ცნობილმა ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი მსოფლიო საკუთარი საფეხბურთო სტილით აღაფრთოვანა, სადებიუტო სეზონში ლუჩანო სპალეტის სამწვრთნელო ხედვებში იდეალურად ჩაჯდა და საკუთარ გუნდს ნანატრი სკუდეტოსკენ ვიქტორ ოსიმენთან ერთად გაუძღვა.

ხშირად ხვიჩას სხვადასხვა ლეგენდარულ ფეხბურთელს ადარებენ, როგორებიც არიან დიეგო არმანდო მარადონა, ახალგაზრდა კრიშტიანო რონალდო და სხვა გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული სპორტსმენები, თუმცა პირადად მე ყველაზე მეტად კარავაჯო მომწონს, რადგან ფეხბურთი გარკვეულწილად ხელოვნებას ჰგავს, შემმოქმედი ადამიანები გადაწყვეტილებებს ექსპრომტად იღებენ, რითაც ქმნიან "ხელოვნებისთვის დაუვიწყარ ნიმუშებს", განსხვავება კი მცირედია: ერთს საკუთარი ნიჭი ტილოზე გადააქვს, მეორეს კი - მწვანე მინდორზე.

ხვიჩამ ნეაპოლელ გულშემატკივარს ქალაქი "მის მიერვე გამოგონილი ფერებით გაულამაზა", ხელოვნების პირად მუზეუმში სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა გამოფინა და ისტორიის გადაწერა გადაწყვიტა, მიზანი დაისახა, რომ გახდებოდა ჩემპიონი და ჩვენდა საბედნიეროდ, "კვარა" გამარჯვებულის მენტალიტეტითაა დაჯილდოებული.

ინსინიეს შემცვლელად საფეხბურთო რუკაზე ჩრდილში მყოფი ქვეყნიდან მოსულ ბიჭს, რომლის სანაცვლოდაც დე ლაურენტისმა 10 მილიონი გადაიხადა, თავდაპირველად დიდი კრიტიკა დახვდა... ობიექტურად რომ ვთქვათ, პრეზიდენტს და არა კვარაცხელიას; იწერებოდა გამოხმაურებები, როგორებიცაა:

- "ეს მხოლოდ "ნაპოლის" შეუძლია";

- "ეს ვინღაა" ;

- "სკუდეტოს "ინტერი" მოიგებს, ჩვენ დრის მერტენსიც ვერ შევინარჩუნეთ".

თუმცა ხვიჩამ კრიტიკოსებს გაკვეთილის ჩატარება საკუთარი სახელისა და გვარის გამოთქმით დაუწყო, რადგან უახლოეს წლებში მისი გამეორება ხშირად მოუწევდათ. ალბათ ხდებით, რამხელა სიამაყეა, როდესაც მორცხვი, მორიდებული და მომავალზე კონცენტრირებული შემტევი ლეგენდარული არგენტინელის სახელობის მოედანზე ფეხბურთზე გაგიჟებულ ნეაპოლელებს ბოლო ხმაზე საკუთარ სახელსა და გვარს აყვირებს.

Video

ხვიჩა კვარაცხელია #1

რა მოჰყვა ამას? დღეს, არცთუ უსაფუძვლოდ, კვარაცხელიასთვის იმ 10-ნომრიანი მაისურის გადაცემას მოითხოვენ, რომელიც დიეგოს შემდეგ არც არავის ჩაუცვამს, თუმცა ამაზე ჩემი აზრი მაქვს, სჯობს 77 ნომერი დაიტოვოს და ამ ნომერზე პირველი გულშემატკივრებს ხვიჩა გაახსენდეთ. რაც შეეხება სახელს, ხვიჩას შეუძლია ამ ქალაქს ის დაუვიწყარი სიყვარული აჩუქოს, რაც მარადონას შემდეგ არავის უჩუქებია...

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც "კვარას" კერპი გუტი პირდაპირ ეთერში დაჰპირდა, რომ მის მიერ ხელმოწერილ მაისურს გაუგზავნიდა. ხვიჩამ ეს საჩუქარი უკვე მიიღო და საკუთარ სახლში ყველაზე გამოსაჩენ ადგილსაც მარტივად მოუძებნის. წარმოიდგინეთ, ბავშვობაში თეთრ მაისურზე დაწერილი კერპის სახელისა და ნომრის შემდეგ იღებ ნამდვილს... ის შენი გულშემატკივარი ხდება და გეპატიჟება ოცნების გუნდ მადრიდის "რეალში"... ხვიჩამ ბევრს მიაღწია, თუმცა გაჩერებას არ აპირებს, "ოქროს ბურთის" ათეულში ხვდება, მაგრამ მიზანი გამარჯვებაა და ეს არცთუ ისე შორსაა...

"ნაპოლი" სკუდეტოს დამაჯერებლად ლიდერობს, ქალაქი სრული ანშლაგისთვის ემზადება. როგორც ქართველი ინფლუენსერები ამბობენ, სიგიჟემდე შეყვარებული არიან ხვიჩაზე, ქართულ დროშასთან სურათის გადაღებას ითხოვენ და გვაამაყებენ იმით, რომ შორეულ იტალიაში საქართველო ბევრ ქართველზე მეტად უყვართ.

ამ თემაზე Geo Team-ის დამფუძნებელმა საბა საპანაძემ საკუთარი ემოციები გაგვიზიარა:

"აქ ხვიჩაზე გიჟდებიან, 10 კაციდან 8-ს ხვიჩას მაისური აცვია, 1-ს - მარადონასი და ერთსაც - ოსიმენის. ასე მასიურად ვიღაცის მაისური ეცვათ, უცნაურია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან, ტურისტები, ადგილობრივები, ნეაპოლელებისთვის "ნაპოლი" ერთი დიდი სიყვარულია. რომ გითხრათ, ხვიჩასა და გუტის ამბავი გაუხარდათ-მეთქი, მოგატყუებთ, რადგან ნერვიულობენ, არ წავიდეს ზაფხულში. პირადად მე ესპანელ ჟურნალისტს შევხვდი, ინტერვიუც ჩავწერე, ვიდეოს მალე შემოგთავაზებთ, გვითხრა, რომ გუტი ხვიჩას მისდამი დამოკიდებულებით ძალიან ბედნიერია, მისთვის ეს მოულოდნელი იყო და მაშინვე გაუგზავნა მაისური. ვიცით, რომ "კვარას" ოცნებაა "რეალში" თამაში. ახლა ამ ეტაპზე, პირველ რიგში, სკუდეტოსა და ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად შორს წასვლაზე უნდა იფიქროს, ნაკრებთან ერთად უახლოეს პერიოდში მაგარ ფორმაში უნდა იყოს, ხვიჩაც სწორედ ამაზეა კონცენტრირებული, რადგან ფიქრებმა ხელი არ შეუშალოს".

"პარტენოპეი" ჩემპიონთა ლიგაზე 1/8-ფინალშია, სტუმრად გერმანიაში 2:0 გაიმარჯვა და დღეს, 15 მარტს, 23:59 წუთზე, ფრანკფურტის "აინტრახტს" ამჯერად საკუთარ კედლებში მიიღებს, რა შედეგს ველით? როგორც ყოველთვის, ლუჩანო სპალეტის გუნდის გამანადგურებელ თამაშს, დაახლოებით ისე, როგორც "ლივერპულთან" (4:1) და "იუვენტუსთან" (5:1).

სულ მალე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყება. საქართველოს ნაკრები G ჯგუფში კვიპროსთან, შოტლანდიასთან, ესპანეთთან და ნორვეგიასთან მოხვდა, პირველ მატჩს 28 მარტს სკანდინავიელებთან ჩაატარებს. ყველამ კარგად იცის, როგორ ფორმაშია ნორვეგიელთა ორი ლიდერი, ერლინ ჰოლანი და მარტინ ოდეგორი, თუმცა ჩვენ, ჩვენის იმედი გვაქვს, ქართველი ფეხბურთელები ვილი სანიოლის მოსვლის შემდეგ მშვენიერ შეხვედრებს ატარებენ და გამარჯვებულის მენტალიტეტსაც ავლენენ, რისთვისაც წლების განმავლობაში ვიბრძოდით.

Video

საქართველოს ნაკრები

წინ დიდი მიზნებია, ხვიჩა სწორ გზაზეა, კარგ ხელშია და ოცნებები აუცილებლად ახდება...

ქართული ფეხბურთის წინსვლა გარდაუვალი ჩანს. ზოგადად თქმულა, ფეხბურთში წარმატებისთვის კარგი მეკარე და გოლის გამტანი გინდაო. გიორგისა და ხვიჩას სახით ორივე მათგანი სახეზეა, სხვები? სხვები თავიანთ უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებენ და ჩვენი, ქართველი ერის ოცნება ახდება, სწორედ მაშინ გაერთიანდება ხალხი, როცა ევრო ან მსოფლიო სარბიელზე ქართული დროშები აფრიალდება და სტადიონზე დამსწრე მცირედი თუ მრავალრიცხოვანი ჯვაროსანი არმია ერთხმად იმღერებს ეროვნულ ჰიმნს.

წინ დიდი გზაა... ზღაპრის ბოლო კეთილია...

• გიორგი ვარშავიდან

ძალიან გულისამაჩუყებელი სტატიაა და დროული, მხოლოდ ერთს დავამატებ , ვერ დავიჯერებ იმას რომ იტალიელს ქართველზე მეტად უყვარს საქართველო , ან ხვიჩა კვარაცხელია !

• გიორგი

ხვიჩამ ბევრს შეუცვალა ზოგადი აზრი საფეხბურთო ვარსკვლავებთან დაკავშირებით აქ განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა მის პირად თვისებებს, თავმდაბლობას, შრომისმოყვარეობას, ურთიერთობას გუნდელებთან და გულშემატკივრებთან. ამით ის ძალიან განახვავდება ყოფილი ქართველი "ვარსკვლავებისგან" . მისაბაძია მისი ქცევა მომავალი თაობებისთვის დიდი მადლობა მას ასეთი დადებითი ემოციებისთვის და გახარებისთვის!

• ლაშა

აღიარება საქართველოს ნაკრების დაბალი რეიტინგიდან გამომდინარე უჭირთ, მაგრამ არაუშავს ყველაფერი წინაა. ხვიჩა ლოკომოტივი იქნება ქართული ფეხბურთის! ანუ იცი როგორი ვარიანტია, ვთქვათ საშუალო ევროპული ქვეყნიდან რომ გამოჩნდეს სუპერვარსკვლავი, ერთი მხრივ დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია!

• ქ. გ.

ხვიჩა დღეს უკვე არის მსოფლიოს უძლიერესი ფეხბურთელი. მაგრამ უმრავლესობას ჯერ უჭირს ამის დაჯერება და აღიარება.

• ქ. გ.

ვინმე ბრაზილიელი ან არგენტინელი რომ აკეთებდეს იმას, რასაც ხვიჩა აკეთებს, ყველა იტყოდა, რომ სხვა ასეთი ძლიერი ფეხბურთელი ჯერ არ დაბადებულა.

• ვაჟა მასწავლებელი

გიორგი. ორჯერ წავიკითხე შენი სტატია ისე მომეწონა, რადგან რასაც და რაზედაც წერ ჩვენთვის ეს ყველაფერი ცნობილია, მაგრამ მოწოდების დრო და ფორმა იდეალურია. თვალწინ გაირბინა კვარას თამაშის ამ ბოლო პერიოდმა. ყოჩაღ გიორგი - დაღვინებულხაღ!!!!!

• ლაშა

შვედეთის შემდეგ ნორვეგია უნდა დამარცხდეს!

• ბარაბანი

მადლობა ავტორს, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.

ჩუბინიძემ "ბორნმუთთან" პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა

ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა

"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს

"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ

"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა

"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა

20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან

ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა

20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა

პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა

აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე

მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება

"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე

პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა

[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა

[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა

საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა

[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...

აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია

ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა

"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს

დუბლიორი თუ კონკურენტი კვარაცხელიასთვის - პსჟ ნიდერლანდების ნაკრების გარემარბის დამატებას გეგმავს

მამარდაშვილთან მიდის თუ კვარაცხელიასთან - დიომანდეს მომავალი თითქმის გაირკვა

იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია

"ეს მატჩები არ გვჭირდება, რატომ ღელავთ ამ გუნდებზე?!" - რიოლო, რომელიც კვარაცხელიას აკრიტიკებდა, ახლა მუნდიალითაა უკმაყოფილო

"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა

"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია