РБ СПОРТ- იტყობინება, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი სპორტული მოქალაქეობის შეცვლას და საქართველოს ნაკრებში თამაშს აპირებს.

გამოცემის მტკიცებით, მარადიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხი დასკვნით სტადიაზეა.

23 წლის მარადიშვილი რუსეთის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, თუმცა ეროვნულ გუნდში არ უთამაშია და სპორტული მოქალაქეობის უპრობლემოდ შეცვლა შეუძლია. მან ამ სეზონში კლუბში ყველა ტურნირზე 20 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

გავრცელებული ინფორმაცია უარყო ფეხბურთელის მამამ, კობა მარადიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღებას არ გეგმავს.

შეგახსენებთ, მოსკოვის "დინამოს" მცველი საბა საზონოვი საქართველოს მოქალაქე გახდა და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მარტში ჩასატარებელი მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოიძახა. ცნობისათვის, ამას წინათ მარადიშვილის თანაგუნდელმა ნაირ ტინგიზიანმა სომხეთის მოქალაქეობა მიიღო.

ნუგზარი
ვინც წინააღმდეგია, მათი აზრი მაინტერესებს- დაუშვათ გადაწყდა და ევროპიას ჩემპიონატზე გასავლელ გადამწყვეტ მატჩში გოლი გაიტანა, გაგიხარდებათ თუ გეწყინებათ?!!!!
irakli81
ბიჭო, აქეტ უნდა ცდილობდეს ნაკრებში თამაშს და ჩვენ იქეთ ვეხვეწებით? მამამისმა უარყო ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეობის მიღების თაობაზე და ამის შემდეგ განხილვაც კი არ უნდა იყოს მაგის ნაკრებში თამაშის თაობაზე.
G.LA
გვარით ქართველი სულით რუსი ნაკრებში რა საჭიროა? დარჩეს იქ სადაც არის. წარმოიდგინეთ ეს და კვარაცხელია ერთ ნაკრებში, ვისაც გულის ჯიბით (მუხლების დასაცავად) დააქვს რამის, ყველა თამაში საქართველოს დროშა. მაგისთვის ძალიან ძალიან მეტია ასეთი პატივი. დარჩეს ჯიქიასთან ერთად.
xmali
ნაკრებს რომ არ სჭირდებოდეს - არავინ მოიწვევდა - ქართველია - ითამაშოს, ნადირობაა ტალანტებზე და მათ ფესვებზე - მაგ. არგენტინელი გარნაჩო და ესპანეთი და ა.შ. რა ვიშვიში ატეხეთ აქ საშუალოზე დაბალი დონის ნაკრები გვყავს ბოლო-ბოლო თუ ვინმე გააძლიერებს, ძალიან კარგი
gionat
ვერ ვხვდები მიზესზს თუ რატომ არის აქ ხალხი წინააღმდეგი, შეიცვალოს მოქალაქეობა გამოვცადოთ ნაკრებში თუ კარგად ითამაშა ხომ ძალიან კარგი(ნახევარდაცვაში საკმაო პრობლემები გვაქვს), თუ ვერ ან არ ითამაშა კარგად აღარ გამოიძახებენ და ეგ არის. აგერ საბა საზონონოვის სახით მემგონი ძალიან კარგი მცველი დაგვემატა. ეს სპორტული მოქალაქობა რამე ახალი ტერმინია?!
ქ. გ.
არ გვინდა რუსები საქართველოს ნაკრებში.
გიო
კაით რა ხალხნო! მოაცილეთ აქედან! ევროპაში თამაში მოუნდათ ბიჭებს და გააქტიურდნენ, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყველა იხვეწება მოქალაქეობას თავიანთ ქვეყნებში, ნეტა იცოდეთ რა დღეში არიან ვინც ეთნიკურად რუსი არაა, ეხლა გაგახსენდათ თქვენი ფესვები? პატრიოტები გვჭირდება.
svani
კარგად გადაავლეთ თვალი ჩვენს ქვეყანას, ცოტა გვყავს კომფორმისტები?! მან თავისი პოზიცია დააფიქსირა და რა ჯანდაბა უნდა ჩვენს ნაკრებში?! მოუწევს ყირგიზეთთან თამაში
goga
რეალურად რომ ვთქვათ ეს ბიჭი რა პოზიციაზეც თამაშობს სამწუხაროდ ყველაზე მეტი პრობლემა ნაკრებში მაგ პოზიციაზე გვაქვს ფაქტიურად სტაბილური კარგი დონის ფეხბურთელი ჩვენ მაგ პოზიციაზე არ გყავს და მარადიშვილი ნამდვილად არის ძალიან ნიჭიერი და დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელი რომელიც ნამდვილად გაძლიერებს ნაკრებს კი უნდა ეცადო რომ ასეთი ფეხბურთელი ჩამოიყვანო მაგრამ კაცს თუ არ უნდა არ უნდა ეხვეწო საქართველოს ნაკრებში ითამაშეო ვის უნდა ეხვეწო აქეთ უნდა იყოს დაინტერესებული და მონდომებული და გახარებული რომ ნაკრებში ეძახიან.
bejo
არ გვინდა უმაგისოდაც ვიზამთ რამეს ... არც ისე კაი ფეხბურთელია ლოკონოტივის ბოლო 30 მატჩიდან 21 ში მიიღო მონაწილეობა აქედან 3 თამაში ითამაშა მხოლოდ 90 წუთი დანარჩენი ძირითადად შეცვლაზე შედის თან ძალიან პატარა სათამაშო დროით ... ბოლო 30 მატჩიდან 1 გოლი გაიტანა ... ბოლო 5 ოფიციალურ მატჩში 26 წუთი აქვს ნათამაშები ამ ბოლო ხუთი შეხვედრიდან 3 ში სკამზე დატოვეს ... ანუ ისეთი მაგარიც ვერაა როგორც ქვევით კომენტარებში ვნახე ... ))) დაუღალავიი მფრინავიი )))

სად ცალია მაგას ჩვენთვის შუა აზიის თასზე სამეულისთვის აქვს საბრძოლი ძალით ქართველები გაყვნენ რუსულ გემს...
ნუკრი
რუსეთუმეების ადგილი არ არის საქართველოს ნაკრებში. მოაშორეთ ეს რუსი.
ირაკლი
ნაკრები კლუბი არ არის, მასში პატრიოტები უნდა თამაშობდნენ და არა მედროვეები. ვისაც არ უნდა კარგად ოყოს!
ირაკლი
MARGALONA თუ ხუმრობ, მაგრა უკბილოდ
Vasili
რატო გიყვართ ეს ხვეწნა და მუდარა ამ ჟურნალისტებს, რას ეძებთ რა გინდათ? თქვენია ეს ნაკრები თუვრა გინდათ ბოლობოლო? კაცმა თავი დაიფასა და ასჯერ შესთავაზეს თან უკვე, და ვის რაში ჭირდება ეგეთი ფეხბურთელი ნაკრებში, არ ირბენს და ტყუოილად უნდა გვქგინებინოს თავი, ეს ნაკრები ზოგს მართლა სივისთვის ჭირდება და ეგრე არააა! ჩვენ გულშემატკივარს გვჭირდება გულანთებული ბიჭები!!! აგერ საზონოვს დაუძახეს და ახალგაზრდულში და არ დაუწყია , იგი ბიჯო რქ ქვია, და რაღაცეეები, ადგა და ჩამოვიდა ეგრევე! ეხვეწე ეხლა და ემუდარე ამათ, კარგად მახსოვს რას იძახდა ვაჩიბერიძე და რამხელაზე დაიფასა თავი, უკრაინის ნაკრებზე აბოდებდა , გეგონება ბრაზილიის ნაკრები ყოფილიყო./ როგორც წავიდა მაგის კარიერა კი გამოჩნდა, ამიტომაც არ ღირს ხვეწნა
gogig
აქამდე, რატომ არ უნდოდა?
დავით
არ უნდა და განებეთ თავი ეგდოს სადაც არი
კახა ქ.
არადა დაგვხატავდა.უნივერსალი ფეხბურთელია,ბევრ ადგილას შეუძლია თამაში,თან მაღალ დონეზე
არა რუსეთს
ხოდა იტამასოს ტაჯიკებტან ჩვენი ბიჭები კი ევროპის საუკეტესო გუნდებტან ითამაშებს.

გაიტანეთ, ვითომ ქართველი არ გვჭირდება
ჯუჯი
მიკვირს კიდევ მარადიშვილზე,რომ საუბრობთ.მას ლოკომოტივში არ ათამაშებენ,შეცვლაზე შეხყავთ ხანდახან.
მაროკო
ანუ შენი აზრით ამ ომმა ჩვენთვის სპორტის მხრივ რაღაც კარგი მაინც გააკეთა ხო? შე....ცი ეგეთი მოქალაქეობის მსურველს ვინც გინდა იყოს. მაგას იცი რა ქვია თავის თავზე ფიქრი(აქ სხვა სიტყვა რომ დავწერო ვიცი დაბლოკავენ, შეიძლება ეხლაც დაბლოკონ) მეტი არაფერი. თორემ სულ ფეხებზე ეკიდა საქართველოს ნაკრები აქამდე და ეხლა გახდა პატრიოტი?
მეგრელი
ხალხო რა აქვს ნათქვამი მაგას ნუ აქცევთ ყურადღებას, გამოგვადგება? წამოიყვანე. მთავარია შედეგი დავდოთ, და ხალხმა იბედნიეროს, ყველა გიორგი სააკაძე ვერ იქნება.
MARGALONA
ჯიქიაც იტრავმო ფეხბურთელია,დავუძახოთ მასაც,თუმცა რა და უძახოთ,ის მეგრელია კაცო
აბუბეკრ ისმაილ იბნ ალ აშარი
კაცმა თქვა მე არ ვარ ქართველი, მამა მყავს ქართველიო, ჯიქიას არ უკადრია და ეს რუსეთის ჰიმნს ბოლო ხმაზე მღერის ხოლმე. ან რას ეხვეწებით, ან რომც გამოთქვას სურვილი რატო უნდა მოიწვიო ეგეთი კაცი ნაკრებში? რად გვინდა?
ლაშა
უძლიერესი საყრდენია და ნამდვილად არ გვაქვს ფუფუნება მისნაირი ძლიერი ფეხბურთელებისა სამწუხაროდ. ის აპირებს საქართველოს ნაკრების ტრამპლინად გამოყენებას და ძალიან კარგი, ღმერთმა ხელი მოუმართოს უძლიერეს კლუბში კარიერის გასაგრძელებლად! ძალიან სასიახარულო ამბავია ნამდვილად დაუღალავი ნახევარმცველის დამატება, მომავალი ლობოტკაა! მაგარი მოთამაშეა, ჯანიანი, ტრავმიანობისკენ არაა მიდრეკილი და ძალიან პერსპექტიულია! ლაიქები არ დაიშუროთ...
ლაშა
მიმდინარე სეზონში 23 წლის ნახევარმცველმა 20 მატჩში მოსკოვის „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში 2 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს გუნდმა მის ტრანსფერში 7 მილიონი ევრო გადაიხადა. ასე რომ, ნამდვილად საჭრო ფეხბურთელია, რადგან ნიჭიერია და დიდი მომავალი აქვს!
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
კიდევ ერთი რუსი პსჟ-ში უკრაინელი ზაბარნის "გასახარებლად"?
ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
რუსი ნახევარმცველი პსჟ-ს უახლოვდება - კამპუში მოსალაპარაკებლად მოსკოვში გაფრინდება
ფიქრობს თუ არა კვლავ საქართველოს ნაკრებში თამაშზე - მარადიშვილმა ამ კითხვას უპასუხა
დედის გინება რუსულ ტელეარხზე - ქუთათელაძე და მარადიშვილი კომენტატორმა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია
მარადიშვილი და საქართველოს ნაკრები დიდი ხნით გამოირიცხა - ფეხბურთელის ტრავმა სერიოზულია
ახრიკ ცვეიბა: არაფერია კრიმინალური, მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში უნდა წავიდეს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ჩაკვეტაძის თანაგუნდელი შეიძლება რუსულ კლუბში გადავიდეს
მარადიშვილი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, მძიმე ტრავმის შემდეგ ახალ გუნდში გადავიდა
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
მოსკოვის "ლოკომოტივმა" მარადიშვილი იჯარით გაუშვა
კიდევ ერთი რუსი პსჟ-ში? - პარიზული გუნდის წარმომადგენელი შესაძლოა, მოსკოვში ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად ჩავიდეს
ბატრაკოვის შემდეგ პსჟ კიდევ ერთი რუსი ფეხბურთელითაა დაინტერესებული
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე
"ჯვაროსნების" მეტოქეს იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს