19 წლის ქართველ მცველს, რომელმაც "რუბინის" პირველი გუნდის მაისურა ახლახან მოირგო, პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა

22 ივლისს რუსული პრემიერლიგა "ტერეკისა" და "რუბინის" მატჩით განახლდა. ამ შეხვედრაში საჩემპიონატო დებიუტი ჰქონდა ყაზანელთა 19 წლის მცველ სოლომონ (საბა) კვირკველიას, რომელმაც ახლახან "რუბინის" პირველი გუნდის მაისურა თასზეც მოირგო.

კვირკველია აქამდე სამჯერ მოხვდა ჩემპიონატის განაცხადში, ახლა კი ყურბან ბერდიევმა დებიუტანტი ეგრევე სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და არც ინანა - "რუბინმა" 1:0 მოიგო, საბამ კი 90 წუთი ითამაშა. მასპინძელთაგან 63 წუთი გაისარჯა ლევან გვაზავა.

გუშინვე საბა მკითხველს "სპორტს.რუ"-მ საკმაოდ ვრცელი წერილით გააცნო, რომელიც ასე დაასათაურა: "მეფე სოლომონი". კვირკველიას "რუბინის" ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტებში მე-6 ადგილი უკავია, გუშინ ის 19 წლისა და 166 დღისა შესრულდა. "რუბინი" 30 ქულით მე-2 ადგილზეა.

საფრანგეთში საფეხბურთო სეზონი ლიგის თასით დაიწყო. გიორგი მაკარიძის "ლე მანმა" 1:0 მოუგო ლიგა 1-იდან გავარდნილ "არლ ავინიონს", ქართველი მეკარე თამაშობდა, ხოლო მისი შემცვლელი დიდიე ოვონო იყო. მაკარიძემ კარი "მშრალად" შეინახა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი ბოლო 15 წუთი 10 კაცით თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"