ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ნაპოლი" "მილანს" შეხვდება - 12 აპრილს სტუმრად და 18 აპრილს სახლში, იქამდე კი 2 აპრილს იტალიის ჩემპიონატზე უმასპინძლებს. მომავალი დაპირისპირებების შესახებ კომენტარი ნეპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა:

"მერვედფინალში "აინტრახტს" ვძლიეთ, რთული მატჩები გვქონდა, მრავალი წყალქვეშა დინებებით, რადგან როდესაც ყველა ამბობს, რომ ფავორიტი ხარ, ეს შენზე დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს. გამარჯვებამ სიხარული მოგვანიჭა, რამეთუ ისტორიულ შედეგს მივაღწიეთ. ისიც ჭეშმარიტებაა, რომ ბედნიერება შემდეგ რაუნდამდე გრძელდება და ეს ქალაქი მეტ სიხარულს იმსახურებს.

ვინ არის ახლა ფავორიტი? იტალიურ გუნდებთან შეხვედრა არ მსურდა. მხოლოდ არაკომპეტენტური ადამიანები ამბობენ, რომ წილისყრისას გაგვიმართლა. ეს ტურნირი "მილანზე" მეტჯერ მხოლოდ "რეალმა" მოიგო. ისტორია ყველაფერზე მეტყველებს. საერთაშორისო არენაზე გამოცდილებას ძირითადი მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ "მილანი" ფავორიტია. მათ ძლიერი "ტოტენჰემი" გამოაგდეს.

ვინ თქვა, რომ ადვილი შეხვედრები გველის? შეფასებებში თავშეკავებული უნდა იყო. ამით შედეგს ვერ მიაღწევ. "მილანი" მუდვიმად პროგრესირებს, რთული პერიოდი უკან მოიტოვა და თავისი თამაში იპოვნა. მათთან მოკლე პერიოდში სამი შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს და ის გაიმარჯვებს, რომელიც უკეთეს ფორმაში იქნება. "მილანი" ძალიან ძლიერი მეტოქეა".

სვანსკი
სპალეტის წუწუნი კარგად აქვს დაცდილი
სოსო
რა თქმა უნდა მართალი ხარ!უბრალოდ ის ვიგულისხმე,რომ ნაპოლის ჰყავს სხვა ფეხბურთელებიც,რომლებსაც ასევე აუცილებლად სჭირდებათ სათამაშო დრო.მათი დატვირთვით,ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი დაისვენებს და მხოლოდ შეცვლაზე შემოვა.არც ფორმას დაკარგავენ და სულსაც მოითქვამენ ,სათადარიგოები კი,ფორმაში დარჩებიან.სხვანაირად,ორ ფრონტზე,შეიძლება ძალები არც ეყოთ.ჩემპიონატში მცირე დანაკარგები,ვერაფერს დააკლებთ,აი ლიგაზე კი,ერთი ფეხის დაცდენა,შესაძლოა საბედისწერო გამოდგეს.
რა მაფიაა?
სპალეტიც ხვდება ცხადია რო კაი ვარიანტი იყო წილისყრის, მარა აჟიოტაჟი და ასე გარანტირებულია ფინალი განწყობით განწირულია ნაპოლი, ამიტომ რაღაც პონტში ძლიერი გუნდი ერჩივნოს შეიძლება რო უპირატესობა მათ ქონოდათ, და ობიექტურად ყველა გუნდის დამარცხების რესურსი აქვს ნაპოლის, რა განწყობით და მოტივაციით იქნება გუნდი გააჩნია... ასე რომ სპალეტი 100% იანია ამ განცხადებების თქმის დროს...
ღმერთი ჩვენსკენ
იმხელა ფსონი დევს სასწორზე მეშინია ჩემპიონატის თამაშში მილანმა შეგნებულად მწყობრიდან არ გამოიყვანონ ოსიმენი ან ხვიჩა.
არტ
გაუმართლა ნაპოლის? რა თქმა უნდა გაუმართლა - საერთოდ არ უნდა ესმოდეს ფეხბურთი ადამიანს რომ ვერ მიხვდეს ვისთან თამაში სჯობს- მილანითან თუ სიტი, ბაიერნ, რეალთან. გარანტირებული აქვს რამე მილანთან? არა რა თქმა უნდა და ამაში სპალეტი მართალია. ჩემპიონთა ლიგა სხვა რამეა, საერთოდ სათასო თამაშები საჩემპიონატოსაგან ძალინ განსხვავდება. მილანს კი ნაპოლიზე გაცილებით დიდი ისტორია უმაგრებს ზყრგს.ნაპოლის დღევანდელი ფორმიდან გამომდინარე მას აქვს უპრატესობა და ის უნდა გამოიყენოსრადგან ასეთი შანსი გუნდს კიდევ დიდხანს არ მიეცემა ალბათ.გაისად ყვლა წამყვანი გუნდი გალძლიერდება - ამის მატერიალური საშუალება მათ აქვთ, ნაპოლის მხრიდან მოულოდნელობის ეფექტიც შემცირდება ბუნებრივად და მომავალი სეზონი მისთვის უფრო რთული იქნება, ასე რომ ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ
პატრიოტი
სპალეტის არ უყვარს წინასწარ გამარჯვების მოლოდინის აღნიშვნა, ჩემპიონობაზეც მოზომილად ლაპარაკობს არ უნდა რომ დაითარსოს, რაც შეეხება ხვიჩას, ჩვენც ვიყოთ მოზომილები, სულ გოლებს რომ ვითხოვთ, ისიც ზოგჯერ ჩქარობს, თორემ აინტრახტთან ორი გოლი უნდა გაეტანა, პირველად პაუზა იყო საჭირო, მეორედ -ბურთის თავზე გდაგდება (მეკრისთვის), ან ოსიმენისთვის უნდა მიეცა პასი, ზედმეტმა სურვილმა და სიჩქარემ შეუშალა ხელი
ჰაჰა
როდესაც წარმატების ტალღაზე ხარ, როგორც კი თავს დასვენების საშუალებას მისცემ, იქ იწყება შენი დასასრული. პატივისცემით.
ამაშია საქმე
რომელ დღევანდელ მილანის ფეხბურთელს ააქვს გამოცდილება 20 წელი გავიდა რაც მილანი ჩ.ლ-ზე წარმატებით გამოდიოდა.თუ კარგ ფორმაში იყვნენ მაგარი კაცური წყვილი ხვიჩა-ოსიმენი მილანს შანსი არა აქვს.
ზურა
სერია ა-ს ცხრილიდან გამომდინარე ჩემპიონთა ლიგაზე პროგნოზის გაკეთება არ არის მთლად მართებული. კი ბატონო, ყველაზე სასურველი მეტოქე შეხვდა შეიძლება, მაგრამ ადვილი თამაშები არ იქნება. პირველი თამაშიც მილანში ბრძოლა იყო და ისე მოიგო ნაპოლიმ და ზოგადად ამ გუნდებს შორის ურთიერთ შეხვედრებს თუ გადავავლებთ თვალს იოლი თამაში თითქმის არ არის. ამას ემატება ჩემპიონთა ლიგის წნეხიც. მოკლედ საკმაოდ რთული თამაშები გამოვა ასე მგონია, მარტივად მილანი არაფერს დათმობს.
zaza
ვიღაც რეზო წერს ფინალი განაღდებული გვაქვსო.ვიღაც გიზო კვერს უკრავს მილანს სამივე თამაშს მოვუგებთო.ცხოვრებაში ფეხბურთისათვის არ გიყურებიათ? რა განაღდებული?რა უეჭველი? მართლა სექტათ ჩამოყალიბდით თქვე უბედურებო ატყობთ? ხვიჩას კი წარმატებებს ვუსურვებ პირველ რიგში ნაკრებში და შემდეგ ნაპოლიში.
გიო
რანაირადაა ბენფიკა საფრთხე, როცა ინტერმა მოუგო ნაპოლის ამ სეზონში. ფაქტია, რომ ნაპოლის ყველაზე მეტად ჩაკეტილი ფეხბურთის წინააღმდეგ უჭირს თამაში. გავიხსენოთ იგივე ლაციო და ფიორენტინა
მურთო
ეს ღადაობს ხოო??? ისეთი ბადე შეხვდა უკეთესს რომ ვერ ინატრებდა! ვინ უნდოდა აბა? ბაიერნი, რეალი, თუ სიტი? იდეალური ბადე შეხვდა და მიხედოს ეხლა საქმეს.
Rezo
ნუ ტირიხარ ლუჩანოო....აბა რეალი და სიტი გინდოდა...ხვიჩაააა ფინალი გარანტირებული გაქვს კარგო კაცო
სოსო
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სუსტი გუნდის გასვლა,გამორიცხულია.ყველამ ბრძოლით დაიმსახურა ის ადგილი.მილანს შესაძლოა მეტი გამოცდილება აქვს,მაგრამ სხვა გუნდებსაც არანაკლები გამოცდილება აქვთ და თანაც ბოლო წლებში.ნაპოლი კი,მილანს და ინტერს,სხვებზე უკეთ იცნობს.ასე რომ შესაძლოა ნაპოლისთვის,უკეთესიც კი იყოს,მილანთან შეხვედრა.ძალიან კარგად ათამაშდა მილანი,მაგრამ ნაპოლიც კარგად თამაშობს და მათ წინააღმდეგ,ნაკლები კომპლექსები ექნებათ,გამოუცდელობის გამო.ნაპოლის პრაქტიკულად განაღდებული აქვს ჩემპიონობა და მილანისაგან განსხვავებით,შეუძლია ლიგის მატჩების წინ,ჩემპიონატის თამაშებში, თავს დასვენების საშუალება მისცეს.მილანს კი,არც ამ ფრონტზე ექნება მოდუნების უფლება.ესეც პლიუსია.
პეტროსი
მე მგონი ყველას ეკაიფება...
zura222
აბა ვინ გინდოდა ? რეალი ბავარია თუ სიტი ? PP
L.J .
Ase abuchad nu igdebt milans.....istoria aq araper shuashia mxolod milanze qiliki napolis(xvichas da ara napolis)qomagebisgsn ubralod araetikuria...
მეგრელი
გეთანხმები 100% ით, ფაქტიურად მსოფლიოს 8 საუკეთესო გუნდია, რომელ გამართლებაზეა საუბარი, ყველაფერს რომ თავი დაანებო და მხოლოდ მილანის ისტორიას გადახედო, საკმარისია.
ფეხბურთის ძველი გულშემარკივარი, ავთო ჭკუასელის დროიდან.
მეც ასე ვფიქრობ, ნაპოლისთვის ამჟამად ყველაზე სასურველი მოწინააღმდეგე.
დავით 67
ყველაზე მეტი საფრთხე ბაიერნი და სიტი იყო
დათო
მილანი ყველაზე სასურველი მეტოქეა. ზოგს რომ კითხო მილანი თურმე გამოცდილებით მოუგებს ნაპოლის. ამ 8 გუნდში მილანი, ინტერი და ჩელსი ყველაზე სუსტები არიან. იმას არ ვამბობ რომ შანსები არ აქვთ, მაგრამ ნაპოლი ბევრად ძლიერია, ამას ემატება ის რომ მილანი ხასიათის გუნდია ძალიან არასტაბილური. ნაპოლის თუ თამაში წაუვიდა იუვენტუსი მონაგონი იქნება. მთავარია ინტერმა ბენფიკა აგვარიდოს. დამიჯერეთ ნაპოლისთვის ყველაზე მეტ საფრთხეს ბენფიკა წარმოადგენს.
გიო
ადვილად მოუგებენ მილანს ორივე თამაშს თვითონაც კარგად იცის ეს სპალეტიმ, ესე იმიტომ ლაპარაკობს ფსიქოლოგიურად ამზადებს ნაპოლის რო არ მოდუნდნენ.
კაპიტან გარდენბურგი
ბარემ ისიც გეთქვა ტოტენჰემი რომ გამოაგდო :)
nika
არადა მართალს ამბობს. მილანთან საკმაოდ გაუჭირდათ სერიაში, ინტერთან და ლაციოსთან საერთოდ წააგეს, რომაც მაგრად ეჭიდავა და იტალიურ გუნდებს ვერავინ ვერ იტანს, მაგ თამაშის მოკვლისა და ჩაკეტვის გამო. მაგრამ მილანი ცოტა სხვანაირად თამაშობს და ისევ შეჩვეული ჯობია კიდევ რეალზე, ბაიერნსა და სიტიზე ფიქრს. ერთი ეგაა, რომ სამი შეხვედრა ახლო-ახლოს ნერვების ბრძოლაც იქნება.
Talo
ტურნირის ამ ეტაპზე საერთოდ აზრს მოკლებულია რამე გამართლებაზე საუბარი...
მარმალისი.
გეთანხმებით, რომ ძალიან რთული მოწინააღმდეგე იქნება, მაგრამ სადღაც მცირე უპირატესობა გვაქვს. აქ უკვე მთავარია, სპალეტის ვაჟკაცობა.
მამუკა
სპალეტი პირად საუბრებში ამბობდა ნეტავ ბაიერნი ან სიტი შემხვდესო და ოღონდ იტალიური გუნდები არაო))))
ქართველი
საერთოდ არ ვთვლი რომ ნაპოლის გაუმართლა. ვინც ამას ფიქრობს როგორც მინიმუმ ფეხბურთის სიღრმეებში ვერ ერკვევა. მილანი სერია ა ში როგორც არის იმისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. 7 ლიგააქ მაგგუნდს მოგებული და გენებშიაქვთ ეგტურნირი
Levani
ეს ისეთი კომენტარია- ფულს რო გაჩუქებენ,თან რო მაგრა გიხარია და თან ამბობ "რა საჭირო იყო ახლა ეს ა?"
[VIDEO] "იბერია 1999" ბრატისლავაში "სლოვანს" ფრედ ეთამაშა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება
[VIDEO] ორი გაუქმებული გოლი, არდანიშნული პენალტი - "სლოვანმა" "იბერია 1999"-ს უფრო გამოცდილების ხარჯზე მოუგო
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
"იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი მის გამო არ აღვნიშნე" - ოსიმენის დასაფასებელი ჟესტი
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
ლუკასთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - მოდრიჩი "მილანშიც" რჩება და ბილიჩთან ერთად ხორვატიის ნაკრებშიც იქნება
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ლუკაკუს "ნაპოლის" დატოვება და კარიერის MLS-ში გაგრძელება სურს
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
"ბავშვობაში მიცავდი, როცა კაცად ვყალიბდებოდი, შთამაგონებდი" - მალდინი ბარეზის ემოციური წერილით დაემშვიდობა
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?
ოფიციალურად - ალეგრი "ნაპოლის" მწვრთნელია
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა