"ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მეტოქის ("მილანი") შესახებ შეიტყო და ფიქრები აპრილის მიმართ საკმაოდ გაიზარდა. მომავალ თვეში ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები მილანურ გრანდს, რომელსაც უეფას ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი 7-ჯერ აქვს მოპოვებული, სამჯერ (ერთხელ სერია "ა"-ში) დაუპირისპირდებიან. მანამდე სანაკრებო პაუზა იქნება, უფრო ადრე კი, დღეს, 19 მარტს, თბილისის დროით 18:00 საათზე, ნეაპოლელები "ტორინოს" ესტუმრებიან და ჩემპიონატის დასრულებამდე 11 ტურით ადრე ტიტულთან, რაც მხოლოდ დროის ამბავია (ტურის წინ 18-ქულიანი უპირატესობა), კიდევ უფრო მიახლოებას ეცდებიან.

იტალიის პირველობას ასეთი მძლავრი ლიდერი არ ახსოვს. ნეაპოლლები უახლოეს მდევარს ახლოსაც არ იკარებენ. ლუჩანო სპალეტისთვის ახლა მთავარია, გუნდს ეს ენთუზიაზმი და მოტივაცია შეუნარჩუნოს, თანაც ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ბრძოლაც საკმაოდ რეალურია. საინტერესოა, გადატვირთული დღეების შემდეგ, როტაციას რამდენად ვნახავთ. ბოლო დროს სპალეტი ფაქტობრივად, გამოკვეთილი თერთმეტეულით თამაშობს. რაც ნამდვილად მოსალოდნელია, დისკვალიფიკაციის შემდეგ, მარიო რუი შიდა ასპარეზზეც ითამაშებს. დიდია შანსი, მატეო პოლიტანო ირვინგ ლოსანომ შეცვალოს. გამოვა, რომ გერმანელებთან დაპირისპირების შემდეგ ძირითადში მხოლოდ ერთ ახალ ფეხბურთელს ვნახავთ.

ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ ტურში შედევრი შემოგვთავაზა. ის გოლი გონებიდან არ ამოდის. ჩვენებურს სერია "ა"-ში 11 შედეგიანი დარტყმა და 9 საგოლე პასი აქვს. პირველ წრეში, საკუთარ მოედანზე, "ნაპოლიმ" "ტორინო" ანგისას დუბლითა და "კვარას" გოლით (3:1) დაამარცხა. ჩვენებურის როლი ძალიან დიდი იყო. ამონარიდი მაშინდელი სტატიიდან:

"ნაპოლის" პირველი გოლი - კლასიკური ნიშანი იმისა, როგორ უნდა გამოიყენოს გუნდმა, როცა კვარაცხელიას განსაკუთრებით მეურვეობენ. კოტდივუარელი ცენტრალური მცველი ჯიჯი ხვიჩას ისე "გადაჰყვა", დაცვაში სივრცეები დატოვა, უკანახაზელებსაც გადაწყობა მოუწიათ და ამით ანგისამ ისარგებლა.

მეორე გოლი - როგორც მოწინააღმდეგის მცველები, ასევე თანაგუნდელები და გულშემატკივრები ელიან, რომ შეტევა კვარაცხელიაზე გაგრძელდება. ხვიჩა ძალიან სწორად მოძრაობს, ერთი მხრივ, მცველების ყურადღებას იქცევს, რათა ანგისას მეტი სივრცე დარჩეს, ამავდროულად კი მზადაა, პასი მიიღოს და დააგვირგვინოს. მართალია, ამ დროს ტურინელთა მცველი კამერუნელს ზანტად მისდევს, თუმცა "ტორინოს" ფეხბურთელები სათანადოდ დაზღვევას ვერ ახერხებენ - ქართველი შემტევი ხომ საჯარიმოშია.

მესამე გოლი - ტურინელებმა თითქოს მთავარი მიზანი შეასრულეს, კვარაცხელიას ბურთი საკუთარი კარიდან რაც შეიძლება შორს მიაღებინეს, საიდანაც იერიშის გოლით დაგვირგვინება რთული იქნებოდა, მაგრამ ერთხელაც გამოჩნდა, "კვარა" როგორც უნდა "ჩაკეტო", მას მაინც შეუძლია "გაგექცეს". უკვე წარმოუდგენელი ამბავია..."

ვიქტორ ოსიმენს ჩემპიონატში უკვე ორი ტურია, არ გაუტანია, მე-20 გოლის მოლოდინშია და წარმოგვიდგენია, როგორი მოტივირებული იქნება. ამასობაში, გადატვირთული აპრილის პირობებში, ჯოვანი სიმეონეს სათამაშო დრო უნდა გაიზარდოს. ტურინელთა მთავარი გამტანი პარაგვაელი ანტონიო სანაბრიაა, რომლის ანგარიშზეც 7 გოლია.

"ტორინოს" ნეაპოლელებთან ძალიან უჭირს და ბოლოს 2015 წელს დაამარცხეს. ხორვატი იურიჩის შეგირდებმა მიმდინარე წელს მხოლოდ "მილანთან" და "იუვენტუსთან" წააგეს, სატურნირო ცხრილში კი მე-8 ადგილზე არიან. ევროტურნირებზე მოხვედრა უფრო ოცნებას ჰგავს.

შეხვედრას მატეო მარკეტი განსჯის. ის ფეხბურთელებს ნაკლებად ინდობს, გასულ სეზონში კი იმ სკანდალური მატჩის არბიტრი იყო, სადაც "უდინეზეს" "მილანთან" ხელით გატანილი გოლი ჩაუთვალეს. მაშინ ყველაფერი ეს მილანელთა უახლოესი მდევრის, "ნაპოლის" სასარგებლოდ იყო, თუმცა სპალეტის გუნდმა ჩემპიონობა მაინც ვერ შეძლო. მარკეტი მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა შეხვედის მთავარი არბიტრი (მე-4 სათადარიგო იყო) არ ყოფილა.

სოსო
შენ პირს შაქარი!
გეთანხმები
წარმატებები ქართველ სპორტსმენებს შინ და გარეთ, წარმატებები საქართველოს არჩეულ ხელისუფლებას და წარმატებები ქართულ სახელმწიფოს!!
გულშემატკივარი
წარმატებები ჩვენს ხვიჩას!!! უფალი ფარავდეს❤️

პრემიერს ნუ ეკეკლუცები, მოგძვრა კუდი ქიცინით :დდდ თუ ღადაობ მაგარი კაცი ხარ:დ
ალუდას
ავადმყოფი ხარ
irakli81
გვარიდან გამომდინარე, ალბათ ღადაობ:) თორე პრემიერად წოდებული და ღირსება ერთად როგორ მოიხსენიე?
რა მაფიაა?
მეორე დისლაიქიც არ მყოფნის და კიდევ დავფიქსირდები მესამე დისლაიქით
რა მაფიაა?
ერთი დისლაიქი არყოფნის და აქაც დავაფიქსირებ უბრალოდ ზიზღს მსგავსი კომენტარის გამო, მეტს არაფერს ვიტყვი
ლაშა
ნაპოლის წარმატებები, მაგრამ აი ხვიჩას საქართველოს ნაკრები მოიგებს და ამის შესახებ 28 მარტს დავაკომენტარებ. სიამოვნებით ვნახავ პრემიერლიგის ლომების პრაიდის დამფრთხალ სახეებს!
ბათუმელი ექსპერტი
გულთგონთახართ? რა ნაცები, რა პრემიერი, რა პოლიტიკა? ფეხბურთი და ფეხბურთელი. მართლა მომაბეზრებელიავეს ნაქები, ქოცები, პუტინი, ივანიშვილი. გეყოთ რაა.. ევროპა ჩვენი არჩევანია!
ალუდა კეკლუცაური
წარმატებები ხვიჩა, წარმატებები ჩვენს ღირსეულ პრემიერს ნაცების გულის გასახეთქად. და კიდევ ხვიჩა თმა შეიჭერი და წვერი მოიშორე გთხოოვ!!!

ფრთხილად უნდა იყოს
გია პაპა
მდევარი არის არა ინტერი, არამედ იუვენტუსი, რომელსაც პოტენციურად 15 ქულით ნაკლები აქვს. სავარაუდოდ დაუბრუნებენ ჩამორთმეულ ქულებს.
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება