ფრანგული le10sport-ი ირწმუნება, რომ პსჟ მზადაა "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაში წარმოუდგენელი თანხა, 180 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ეს დადასტურებულია - პსჟ 180-მილიონევროიან ტრანსფერს ამზადებს

"ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ხვიჩა კვარაცხელია ახლა ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი სენსაციაა. საქართველოს ნაკრების წევრმა გასული წლის ზაფხულში ნეაპოლში ჩასვლისთანავე მოახდინა შთაბეჭდილება, როდესაც კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გაუფორმეს. მისმა თამაშმა პსჟ მოხიბლა და ტრანსფერის ზაფხულში გაჩარხვითაა დაინტერესებული.

ბათუმის "დინამოსგან" 10 მილიონად შეძენილი კვარაცხელიას ფასმა მკვეთრად მოიმატა, რამეთუ ქართველი მაღალ დონეზე და შედეგიანად თამაშობს - ამ სეზონში ყველა ტურნირზე 13 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლის" კვარაცხელიას გასხვისება არ უნდა, მომავალი სატრანსფერო ფანჯრისას მისი შენარჩუნება ძნელი იქნება. როგორც ახლახან "მარკას" ჟურნალისტმა ირატი პრატმა განაცხადა, იტალიურ კლუბს 180-მილიონიან შეთავაზებაზე უარის თქმა გაუჭირდება, 100 ან 120 მილიონად კი ვერ შეელევა.

იმ დროს, როდესაც გუნდში ნეიმარისა და ლეო მესის მომავალი გაურკვეველია, პსჟ შეიძლება კვარაცხელიას გადაბირებას შეეცადოს. ჟურნალისტ ეკრემ კონურის მტკიცებით, პარიზული კლუბი ნამდვილად დაინტერესებულია 22 წლის ქართველით".

სანდრო
აქ ბევრი კომენტარების ავტორებს არასდროს არც ფეხბურთი უთამაშია,არც ამდენი შრომა და ოფლი აქვს ჩადებული რაიმის მისაღწევად,არც წერა-კითხვის ელემენტარული ცოდნა არ გააჩნიათ, მაგრამ მაინც აქეთ იქით ისე აღფრთოვანებით ფეხებზე ჰკიდიათ სხვისი 10,20 და 150 მილიონი, თითქოს თვითონ 2 ლარი ედოს ჯიბეში ტოტალიზატორში დასადებად. თუ გადაუხდიან 180 მილიონს,გაყიდის,აბა რას იზამს. თუ კი ხვიჩას წელიწადში დაუნიშნეს 8-10 მილიონი,უნდა წავიდეს აბა რა უნდა გააკეთოს? მე ყოფილი სპორტსმენი ვარ და ვიცი რა მოჰყვება შემთხვევით ტრამვას ანდა უბრალოდ ფორმის დაკარგვას, როცა გადაღლილი ხარ,გარეთ წვიმს,ქარია და შენ თბილი გასახდელიდან უნდა გახვიდე მოედანზე და 90 წუთი გაიხარჯო. მოკლედ, დაანებეთ თავი უაზრო რეკომენდაციებს, უნდა წავიდეს პსჟ-ში თუ ჩიხურაში სჯობია.
გიორგის
შენმა მზემ, იტალიის გუნდები არ არიან არა, ფულის მახეები? მაგათზე დიდი მაფიოზები არსად არ არიან. ცოტა ხანსი ხვიჩასაც გაეხსნება ფულის მადა.
გიორგი
ყოელ შემთხვევაში მაგ გუნდში არა. ცარიელი პიარია უკვე რამდენი წელია. მსოფლიოს ნაკრები ჰყავთ და შედეგი რა არის?
გიორგი
მაგ ფულის მახეში არ უნდა წავიდეს. ფეხბურთი უნდა ითანაშოს.
papaias
ძალიან ბევრი მესის გამო ვუყურებთ! შენ რა გადარდებს? გაიარე რა?
ემიგრანტას.
ემიგრანტ! მაგრად გიქრის, აი თავში რა?
ბათუმი
არავითარ შემთხვევაში პარიზში არ უნდა გადავიდეს... საფრანგეთის ჩემპიონატით საკლუბო დონეზე მბაპე, მესიმ და ნეიმარმა ვერ მოიგეს დიდი ვერაფერი. საფრანგეთს ისევ იტალია ჯობია ბევრად-ჩემპიონატი მაინც არის კარგი
ემიგრანტი
ცოტა ცოტა... არ გაყიდის იმიტომ რომ კვარა რომ გაყიდოს ნაპოლმა პრეზიდენტს სერიოზულ ჯოჯოხეთს მოუწყობენ ნეაპოლელები ასე რომ წელს ნაპოლში ისიამოვნებს და კიდევ ერთი წელი მინიმუმ ნაპოლში დარჩება წელს ლიგას და სერიას იზეიმებს და ოქროს ბურთსაც მიიღებს აი მერე ათიანზე საუბარი უფრო გაღმავდება წარმატებები კვარა გვაბედნიერებ
gurgenidze
თუ გაზრდა უნდა საფრანგეთში და არაბეთში ჯერ არ უნდა წავიდეს. სიბერეში შეიძლება.

ეს საინფორმაციო აჟიოტაჟო მხოლოდ და მხოლოდ სატრანსფერო ფასის ასაწევად არის, ჯერ გასაწყვეტილია ნაპოლიში რჩებაო, ახლა პსჟ 180 ამზადებსო ... რეალური მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად ემზადება დე ლაურენტისი ისეთ გუნდებთან,მართლა ტალანტი რომ ჭირდებათ და ფეხბურთის თამაშის უნარში იხდიან ფულს.
Bio
ხვიჩა მიქაუტაძის წინააგმდეგ. კარგი ამბავია
mirosan
პსჟ-ში არა ოღონდაც.... ეგ ოცნებების სასაფლაო გუნდი...
papai
ეს იქნება კატასტროფა, ყველაზე უსახური ლიგა ტოპ 5-ში, ვინმე საერთოდ უყურებთ ამ ფერმერების ლიგის თამაშებს? არ უნდა გაყიდოს ნაპოლიმ თუ კი წინ წარმატებული წლები უნდათ.. მერე კი ან რეალი ან პრემიერლიგა
არტ
სისულელეს გააკეთებს თუ იქ გადავა. რა იქნება ხვალ არ ვიცი, მაგრამ დღევანდელი პსჟ გუნდი არ არის. თან უკვე წლებია რაც არ არის. ეს არის უბრალიდ 11 ფეხბირთელი მინდორზე, რომელთაც არაფერი აერთიანებთ. და უმრავლესობა წასვლაზე ფიქრობს. თანაც საფრანგეთის ჩემპიონატი თავისი ძალიან ფიზიკურად ძლიერი და უხეში მცველებით და ტრავმების საშიშროებით. ხვიჩას იქ მისვლა კი არა , იმას ვფიქრობდი დროზე გავარდნილიყო პსჟ რომ გაისად მესი სხვაგან გადასულიყო და მისიცთამაშიდან სიამოვნების მიღების საშუალება გვქონიდა მისი კარიერის დასასრულს. ხოდა ახლა საერთოდ ხვიჩას იქ გადასვლაზეა ლაპარაკი! იმედია მაგ შეცდომას არ დაუშვებს!
las
და რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს . ეს ტერმინები. შეეშვით ამ ბიჭს, აცადეთ თამაში, ჟურნალისტები ცუდ სამსახურს უწევენ :) მოკლედ თავი გამოყავთ კვარაცხელიას ყველაზე დიდ მოამაგედ და ვითომ სხვა ჩვენ მტრები ვიყოთ :) ჟურნალისტის მოვალეობა არის გააშუქოს მოვლენები და იმფორმაცია მიაწოდოს მკითხველს
las
ოო, ძალიან დიდი თანხაა, გაუჭირდება ნაპოლის ამაზე უარის თქმა როცა სახლეფასო ჭერი კლუბს აქვს 50 მილიონი. და 1 მოთამაშეში აძლევენ ფაქტიურად 4 წლის ბიუჯეტს, რგორ გინდა უარი თქვა. მოკლედ ნაპოლის ყავს საუკეთესო მენეჯმენტის მქონე კლუბი. არაჩვეულებრივი სელექციით. 50 მილიონად ხდება სერია ა-ს ჩემპიონი და დიდი შანსია ჩემპიონთა ლიგის ფინალიც ითამაშოს :) მასი როცა გრანდების სახლეფასო ბიუჯეტი ალბათ 500 მილიონს უკაკუნებს :)
pepe
გვაპატიე ქეც ქარტველებს მალე გვავიწყდება კარგის ქმნელი წარმატებები ჯიგარ
kaka
ჯობს გვიან ვიდრე არასდროს ქეც გილოცავ დაბადების დგეს ყველაზე მაგარო წარმატებები წარმატებები დიდება უფალს
bidzia
მბაპეს თავში ტვინი აქ გგონია ან მის პატრონს
Bidzia.
არ უნდა წახვიდე ისეთ გუნდებში რომლებსაც დებილი მეპატრონეები ყავთ. მაგათ მწვრთნელებიც დებილები და შეუსაბამოები ეყოლებათ და ა.შ. მწვრთნელებიც უფრო მნიშვნელოვანია მეპატრონე და ხელმძღვანელობა იმიტომ რომ მწვრთნელებიც მაგათ მოყავთ და ფეხბურთელებიც. დღეს მთელს ევროპაში მგონი მხოლოდ 2 გუნდს ყავს ღირსეული პატრონი ესენი არიან ნაპოლი და ლივერპული. გენიოსი დე ლაურენტისი და ჯონ ჰენრი, იმედია ხვიჩასაც ერთმანეთში მოილაპარაკებენ როცა დრო იქნება და გადავა ლივერპულში წყნარად და წესივრად. დანარჩენები მოაშორე შეიხები დებილები და აშ. არც უნდა გააკარო საერთოდ. ერთადერთი "გამონაკლისია" რეალი მანდ ყოველთვის ღირს თამაში, ისიც მაშინ თუ მწვრთნელი ყავთ და შენც უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვლავი იქნები.
დავით 67
აქ როგორც ვატყობ ვინ რომელ გუნდს გულშემატკივრობს იქ უნდათ ხვიჩას გადასვლა. და თქვენ ( ჩვენ)რომ არავინ გვეკითხება? ძალიან კარგ გუნდშია და არსად არ მინდა წავიდეს. ეს ჩემი პირადი აზრია. თვითონ გადაწყვეტს სად წავა. ასე რომ ჟურნალისტებმა წერეთ და იკითხეთ
Mr.kostaia
ჟურნალისტები ძალიან ცუდ სამსახურს უწევთ ამ ბავშვს. ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა მავნებელია ახალგაზრდა სპორტსმენისთვის.ვფიქრობ,რომ ეს ყველაფერი გამიზნულად კეთდება. წარმატებებს ვუსურვებ და მეტ შრომას.
დათო
უცხოურ სპორტულ ამბებში უკვე ბევრგან შემხვდა დღეს, არაა გამორიცხული სიმართლე იყოს. მინუსი ისაა რომ პსჟ-დან თავის დაღწევა რთულია, ასევე ძალიან უხეში ლიგაა. პლიუსი ისაა რომ თუ მბაპე დარჩა უძლიერეს დუეტს შექმნიან წლების მანძილზე, მათი შემჩერებელი გუნდი არ იქნება, ან მბაპე იქნება ცენტრში ან ხვიჩა, თუ გაუმართლა და ერთი წელი კიდევ დარჩნენ გუნდში მესი, რამოსი და ნეიმარი უდიდედს გამოცდილებას მიიღებს მათთან თამაშით. დღევანდელ პსჟ-ს რომ ხვიჩა ყოლოდა ლიგას დადებდნენ. ბაიერნთან ზუსტად ასეთი ფეხბურთელი აკლდათ. სადაც არუნდა წავიდეს კვარა ყველგან გაქაჩავს, უბრალოდ საფრანგეთი მაინც არ მგონია კარგი ვარიანტი. წარმატებები ხვიჩას.
გიგა
პსჟ-ში იმ შემთხვევაში უნდა გადავიდეს, თუ მესის წლიური ხელფასის ნახევარზე ცოტა მეტი მაინც ექნება.ლაურენტისი ტრაბახობს ხელშეკრულებების დადება კარგად მეხერხებაო.მას მტაცებლობა და დაუფასებლობა უფრო კარგად გამოსდის და ეს ხვიჩას მაგალითზეც კარგად ჩანს.ხვიჩა, ნაპოლიში ახალ ისტორიას წერს,გუნდში ანაზღაურების მხრივ კი ლიდერების შემდეგ მიჩანჩალებს. ეს სამართლიანია? ატყუებს ნეაპოლელებს,სინამდვილეში კი ზაფხულისთვის ხვიჩას გასხვისებას გეგმავს.იმდენად ძუნწია, ახალი წლიდან ხელფასიც კი არ გაუორმაგა ხვიჩას.მალე, ალბათ იტყვის,ხვიჩა საწყალი ბიჭიაო.მან მთავარი ვერ გამოიცნო,ხვიჩა ისეთ პენალტს დაურტყამს ბადეში გაახვევს მაგ ლორს.ქართული "ფილოსოფია" ხვიჩა ფულზე არ ფიქრობსო,მართლა საწყლად და დარდიმანდულად გამოიყურება.ღირსებაა მთავარი,სამართლიანობის დრო დადგა.ხვიჩა რა ანაზღაურებასაც იმსახურებს ის უნდა მიიღოს.მაშინ კი ლორი ლაურენტისიც მიხვდება რომ ქართველებს ვერ წაეკაიფება...
MARADONA
იმედია ეს სიმართლე არ იქნება, სადაც ხვიჩას წასვლა არ მემეტება ეს პირველ რიგში პსჟ, შემდეგ ჩელსი და ასევე მისი რეალია. უბრალოდ არ შეიძლება იმ გუნდში გადასვლა, სადაც დიდი მიზნებისათვის შეკრული ერთიანი გუნდური სული არ არის და მწვრთნელზე დიდი პრივილეგიები ერთ ფეხბურთელს აქვს. დიახ სადაც მბაპე იქნება, იქ ხვიჩას ადგილი არ არის, რადგან მას იქ ყოველთვის მეორეხარისხოვანი როლი ექნება. პსჟ-მ მბაპეს იმდენი უფლებები მისცა, რომ იქ თვით მესიც და ნეიმარიც კი თავს გაუცხოებულად გრძნობენ და ძალიან უჭირთ საკუთარი თამაშის სტაბილურად ჩვენება, რადგან გუნდში სრული ბარდაკია! პლუს პსჟ-ს ყავს ყველაზე უმადური და ფეხბურთში ჩაუხედავი ულტრასები. კვარას მესისთან ერთად ხილვა ფეხბურთის დიდი გამარჯვება იქნება და პირადად მე მის ლეოს გვერდით თამაშს მთელი გულით ვნატრობ, მაგრამ როგორც ჩანს მესი წელს პსჟ-ს დატოვებს. ხვიჩამ კი ჯობია ნაპოლიში მინიმუმ 2-3 წელი მაინც დარჩეს, იქ კიდევ უფრო გაიზარდოს და თავისი დიდი კვალი დატოვოს და შემდეგ უფრო უკეთ გამოჩნდება რომელ დიდ გუნდში ჯობია მისი კარიერისთვის გადასვლა...
ვასო
ხვიჩა სადაც არ უნდა წავიდეს წარუშლელ კვალს დატოვებს. მისი და მბაპეს დუეტი ქვას ქვაზე არ დატოვებს არავისგან. ხელფასიც მსუყე იქნება და პარიზში ცხოვრებაც დიდი სიამოვნებაა.
gio
პსჟ ყვლაზე უარესია სადაც შიეძლება წავიდეს, ახლა მისთვის თუ წასვლაა ბარსაში წასვლა ყველაზე მაგარი იქნებოდა, მითუმეტეს თუ იქ მესი დაბრუნდება, მარჯვნივ მესი მარცხნივ კვარა ძაან მაგარი იქნებოდა, თან მისგან ბევრს ისწავლის.
ზაზა
უნდა წავიდეს!თუ ღირსეული ხელფასი ექნება,ერთი კი ვიცი,სადაც იქნება ყველგან იმოქმედებს შეხვედრების ბედზე,და კიდევ სკუდეტოს + ლიგა 1 მოგება ცუდი არ იქნება ზედიზედ!!!
Io
ხვიჩამ უნდა გადაწყვიტოს, ან დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს ან დიდი ფული აიღოს ერთჯერადად და საშუალო დონის ფეხბურთელად იქცეს, საფრანგეთის ჩემპიონატში. ან ბარსა და რეალი ან ინგლისის პრემიერლიგა, სხვა ჩემპიონატი იტალიის შემდეგ აშკარა რეგრესი იქნება!
zura222
მესის გვცერდით თამააში მაგარი მიქნება მაგრამ ვის მაგივრად ? მანდ მაშინ უნდა გადავიდეს თუ მბაპე ან ნეიმარი წავლენ !
კვარაისტი
არა და არა!!!
rigiti
და პირდაპირ მთელი ნაპოლი რომ იყიდონ ამ შეიხებმა არაა? კვარას და ოსიმენს თუ იყიდიან დანარჩენის ყიდვა მაინცდამაინც ბევრი ბევრი აღარ დაუჯდებათ, ოპტომ იაფში გამოვა. მგონი ცუდი რჩევა არ არის, იქნებ როგორც მრჩეველი მეც წამიყვანონ....
შაკო
და როგორ ფიქრობ 180 მლნ-ს გადაიხდიან და სკამზე დასვამენ? :)
ზაალ
ნაპოლიში რომ ხვიჩას დიდი ხნით არავინ გააჩერებს ეს გასაგებია, მაგრამ პსჟ-ისათვის მართლა არ მემეტება. თუმცა ხომ გაგიგიათ "ფინანსი პაიუტ რომანსი".
მამუკა
ეს ჟურნალისტები სოფლის ჭორიკნებივით არიან, ხვალ ვიღაცა დაწერს ეხლა სიტი 200 მილიონს იხდისო
giga
არ დაიღალეთ ამ ყვითელი პრესის სტატიების ქვეყნებით?კვარაში დღეს მაგის ნახევარსაც არავინ გადაიხდის და პსჟ-ს კვარა ამ ეტაპისთვის არაფერში ჭირდება..მსგავსი სტატიებით კვარასთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს..
ქომაგი
22 წლის მეგავარსკვლავს, რომელსაც მთელი კარიერა წინ აქვს და თან ფინანსურთან ერთად წმინდა სპორტული მიზნებიც ამოძრავებს, პსჟ-ში არაფერი ესაქმება. არ მგონია, რომ აქ ყველაფერს კითხულობ, მაგრამ ერთხელ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩემი რჩევა გაითვალისწინე, შვილო და ახლა მინდა გირჩიო: დააკვირდი, რას გკარნახობს გული, რას გკარნახობს ჭკვიანი ფეხბურთელის ლოგიკა და რას ჰეტყვის შენი აგენტი ასეთ მსუყე ტრანსფერთან დაკავშირებით. არ დაუჯერო! ერთხელ უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე - დადე ქართულ სინამდვილეში მკაფიო მაგალითი, რომ ფული კი არა, იდეა და მისი მსახურება, მისი განხორციელებისთვის თავდადებაა ადამიანის მთავარი მიზანი. უფალი იყოს შენთან, ხვიჩა!
მეგრელი
მბაპე მიდის აბა რა, როდემდე უნდა ითამაშოს საფრანგეთის ლიგაში.
გიო
ჩვენ ვერაფერში ჩავერევით, მაგრამ მისივე ნათელი მომავლისთვის, ღმერთმა არ ქნას, მანდ გადავიდეს.

ერთ ინტერვიუში კვარას სახალისო კითხვას უსვამენ, ბარსას ძირითად შემადგენლობაში თამაში გირჩევნია თუ რეალში სათადარიგოზე ჯდომაო. კვარამ უთხრა, რაცარუნდა იყოს თამაში ჯობიაო :)) არ წავა ხალხო ეგ ბიჭი არსად სკამზე დასაჯდომად.
Semi
მესისსთან თამაშის გულისთვის არც უნდა დაფიქრდეს.
G.LA
ეს ყველაზე ცუდი ამბავია რაც შეიძლება მოხდეს. პსჟ სამარხია ევროპაზე და მარტო ლიგა 1 ვის რაში სჭირდება? 180 მილონზე კი უარს ვერავინ იტყვის.
Givi
Am ambavs mxolod erti dadebiti aqvs, is rom Italia moigo,safrangets moigebs,mere albat realshic gadava da espaneti iqneba,mere albat siti da inglisis chempionoba,iqneb bavariashic gadavides da...:)) es ratqmaunda xumrobit torem safrangetistvis nagdat ar memetebaa...
289
Ra dro dagvidga iqit psg aqet reali barselona city amas vin ifiqrebda anri da delpiero kvaraze ro laparaks daiwyebdnen)))
ლაშა
შესაძლებელია მბაპეს რეალში გადასვლას უპირებენ...
ეეე
თუ ეგ მოხდა მაშინ გამოდის ნეიმარი და მესი კი არა მბაპე მიდის.
აქანე
Rais psg fulad ki yaran mara safrangetis chempionati ar gamogvadgeba an inglisi an ispania an realmadrid da barselona an maniu da city ...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა