ესპანეთის ქალაქ ბადახოსში რაგბი ევროპის ფინალში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 38:11 დაამარცხა და ზედიზედ მეექვსედ მოიგო ტურნირი.

მატჩის წინ „ბორჯღალოსნების“ მწვრთნელმა მაისაშვილმა განაცხადა, რომ ეს მატჩი ყველას დაანახებდა, სადაა ჩვენი გუნდი და სადაა მეტოქე. პორტუგალია დებიუტში ლელოთი დაწინაურდა, რასაც ტაბუცაძის ორი ლელო და აბჟანდაძის ორიდან ერთი ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. 28-ე წუთზე მსაჯმა ჩვენი გუნდის კაპიტანი შარიქაძე სახიფათო თამაშის გამო გაასინბინა, მოწინააღმდეგემ კი ორი საჯარიმოთი სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები მოედანზე უფრო შემართული გავიდა. ტაბუცაძემ შესანიშნავი შეტევა ვერ დააგვირგვინა, თუმცა მალე მამუკაშვილმა დადო ლელო, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა. მერე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი და არბიტრმა ლობჟანიძე და პორტუგალიელი მორაგბე გაასინბინა. თამაში, ცოტა არ იყოს, აირია, რაც მეტოქეს აძლევდა ხელს, რითაც ვერ ისარგებლეს. სამაგიეროდ, ისარგებლეს ქართველებმა - პაპიძის ლელოთი და აბჟანდაძის გარდასახვით 13 ქულით გავიდნენ წინ. ეს მატჩში გარდამტეხი ეპიზოდი გამოდგა. ორივე გუნდიდან საუკეთესო მოთამაშე ტაბუცაძემ ისევ წამოიწყო იერიში, რომელიც თაფლაძემ წარმატებულად დაასრულა, მატკავამ გარდასახვა მიაყოლა და ანგარიში კომფორტული გახდა. პორტუგალიელები უკვე გატყდნენ, რიცხობრივ უმცირესობაშიც დარჩნენ. ჭყოიძემ ბრუნით დაალელოვა ლუზიტანები, მატკავა გარდასახვისას კვლავ უზადო იყო და საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მე-100 გამარჯვება მოიპოვა.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 20 კეპი, 43 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 27 კეპი, 125ქულა), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 24 კეპი, 5 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 92 კეპი, 80ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 106 კეპი, 90 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 41კეპი, 329 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 74 კეპი, 73 ქულა);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 9 კეპი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 96 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 33 კეპი, 15 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 45 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 81 კეპი, 15 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 28 კეპი, 30 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 35 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 39 კეპი, 55 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 29 კეპი, 30 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 36კეპი, 10 ქულა), 18. გურამ პაპიძე (პო, 8 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 9 კეპი, 5 ქულა), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 21 კეპი, 25 ქულა); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 44 კეპი, 27 ქულა), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 6 კეპი, 36 ქულა), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 2 კეპი).

mesxi
მთავარზე დაელოდე ხოლმე თამაშს იქ უყურე რატომ წვალობ? მწვრთნელზე კომენტარს არვ გავაკკეთებ სუბიექტური შეფასება გაქ და თან პოლიტიკური......
mesxi
აღარ უყურო რაგბს აზრი არააქ !
სოსო
წინა თამაშებში,თითქოს აუტის პრობლემა გამოვასწორეთ,მაგრამ ამ თამაშში,აშკარად გავაფუჭეთ ეს კომპონენტი.ვერც შერკინებაში გვქონდა ძველებური უპირატესობა და მსაჯებმაც,პირველი 50 წუთი,მაგრად ითამაშეს პორტუგალიელების მხარეზე,თუმცა ძალამ აღმართი მოხნა და ბიჭებმაც დამაჯერებლად დაამარცხეს მეტოქე.მთელი გათამაშება,ცდილობდნენ,როგორმე შეეჩერებინათ ბორჯღალი,ყველაფერი სცადეს,თუმცა დამატებითი დაბრკოლებები,ჩვენებზე სასიკეთოდ მოქმედებდა და უფრო შეკრული თამაშით აღწევდნენ,სასურველ შედეგს.ახლაც ასე მოხდა.ვულოცავ ბიჭებს საიუბილეო გამარჯვებას და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებ, მომავალში.
Dato
როცა ისიც არ იცი რო ოფიციალურ თამაშს უყურებ თუ არა კომენტარის დაწერა უხერხულია
Dato
შენ რას უკურებ ხოლმე ძმურად
გიზოგ
ოფიციალურ მატჩში მოგების შანსი გვაქვს ჯერჯერობით მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მალე დაიწყე და იქ გამოჩნდება ჩვენი ნამდვილი ძალა. მე იმედიანად ვარ.
ბექა
ეპანეთი რუმინეთი პორტუგალია რუსეთი ყოველთვის ერთაიგივე ერთხელ მაინც ოფიციალურ მათჩი მოუგოთ რომელიმეს
დიმა
გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, ვულოცავ ყველას! პირველი ტაიმი გუნდმა ცუდად ჩაატარა, რამდენჯერმე წავაგეთ დერეფანი, შერკინებაში ტრადიციული უპირატესობა აღარ გვაქვს, უკანახაზელებმა დაჯაბნეს მოწინააღმდეგე, აქ წინსვლა საგრძნობია. რუმინეთთან და გუშინაც მსაჯები ჩვენს წინააღმდეგ იყვნენ და საერთოდ კლასის ხარჯზე მოვიგეთ. სამუშაო კი ჯერ ბევრია.
ქუთაისელი
კარგია გამარჯვება, მაგრამ რა გახდა ღამის 23:00-ზე მატჩის დანიშვნა? ჩვენ ვართ ლიდერები და ჩვენი მაყურებლებისთვის ოპტიმალურ დროს უნდა დაენიშნათ თამაში. ყველაფერზე თავი კი არ უდა დააქნიოს რაგბის ფედერაციამ. ცოტა პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს.
London.
მივულოცავ საქართველოს ნაკრებს,გამარჯვებას! ფრანგულ ტოპ ლიგაში მოთამაშე პროფესიონალი ბიჭების ინდივიდუალურად თამაშით მოვიგეთ,გუნდი ვერაა მსოფლიოს ათ გუნდის დონესაც კი მიახლოვებული,წლობით იტკეპნება ერთი და იგივე დონე რაგბისა . გუნდურად,ძნელია წინსვლა,როდესაც რჩევები იგნორირდება-შეაყარე კედელს ცერცვიო,-ხალხის სიბრძნით რჩევების წიხლის კვრისას,ამდენ გაშვებულ ლელოებს და არაგუნდურად თამაშს,წაგება მოჰყვება, ტოპ ათთან ჯახებისას,ექსტრემალურ თამაშების დროს,ფაქტებზე ყრდნობით- გარდუვალია.შესაცვლელია მთავარი წვრთნელი,ჰეიგის დონეზე არანაკლებ, უცხოელი მწვრთნელით,შესაცვლელია ფედერაციის ხელმძღვანელობა,აბუსერიძის,მაჩხაანელის,გორგოძის . . . მსოფლიოს დონის რაგბისტით და რაც უმთავრესია,მთქმელს გამგონიო ,სანამ ურემი,რაც არ უნდა ოქროსი იყვეს ,მაგრამ უვარგისი ტაბიკებით შეკრული,არ გადატრიალდება.კიდევ ერთხელ გილოცავთ მორიგ მსოფლიოზე გასვლას,მაგრამ ქართველ გულშემატკივრებს მეტი....,ნაკრების წინსვლა გვესაჭიროება და საერთოდ ადამიანურად წინსვლა, ყველა საქმეში ,ქართველთა....
თენგაბი
ჩვენი რაგბი სწორ გზაზეა. მჯერა, რომ უახლოეს მომავალში სერიოზულ კონკურენციას გავუწევთ 5 თუ 6 ერს, თავისი ავსტრალიან-ზელანდიან-სამხრეთ აფრიკიან ტოპებს და მსოფლიო ჩემპიონობისათვის ვიბრძოლებთ. წინ ჩვენო ლომებო, საქართველოს სადიდებლად!!!!
გივი
მადლობა ბიჭებს! გილოცავთ ყველას!
rembo
აბჟანდაძე არ გეპატიება ორი ასიანი გამაზა
კახაბერი
ჩვენი ლომები ხართ. მრავალი წარმატებებით გაახარეთ სრულიად ქართველობა.
ვანჩოპე
არ ვფიქრობ რომ ვინმე შემოგზავნილი ან გაბოროტებული წერს დისლაიქებს. მეც სქროლვის დროს მიმსვლია რომ შემთხვევით დისლაიკი მიმიცია.. თუმცა ყოველთვის ვაფიქსირებდი და იქვე ვუკომენტარებდი რომ შეცდომა იყო. ადმინ. იქნებ გამოასწორო პროგრამულად რომ შემთხვევითი დისლაიქის მოხსნა შეიძლებოდეს.
არა რუსეთს
აშკარად მორაგბეების კლასის ხარჯზე მოვიგეთ. არაა აქ მწვრთნელის ხელი.და კიდევ იმედზე ვუყურე და შევწუხდიი.
1.
მადლობა ბიჭებს და არასდროს არ დაკარგოთ მოტივაცია მაგის მოსაგებად მე100ედაც რომ იყოს მაინც უნდა მოიგოთ რომ მაგ უტიფრებს სინდისი გაუხვრიტოთ
ჯელა
პირველ რიგში ვულოცავ ბიჭებს და ვულოცავ ქართველ გულშემატკივარს.მეორეა და... კომენტარები წავიკითხე,გილოცავთო წერია.დიდება საქართველოსო.აბა თქვენ იცითო.წარმატებებიო.რაგბი ჩვენი თამაშიაო და ა.შ. ხოდა გამოდის ერთი-ორი და დისლაიქებს წერს.რა ნახეთ ხალხო,რამ გაგაბოროტათ.კომენტარი არაა დისლაიქი რო არ ქონდეს.ამ კომენტარსაც ექნება ვიცი და ბარემ მიაწერეთ ცუდი რა ვთქვი და რა არის იმაში ცუდი რო ბიჭებს მივულოცე გამარჯვება
თინა
გილოცავთ ბიჭებო! გვიყვარხართ და გვეამაყებით. მთავარია პოლიტიკაში წასვლაზე არ იფიქროთ და ხალხს თავი არ შეაძულოთ
გიორგი
გაუმარჯოს ქართულ რაგბს, ძირს რუსეთუმე ფედერაცია!
ალექს
მადლობა ჩვენს საუკეთესო ბიჭებს თავდაუზოგავი შრომისთვის და ამ სრულიად დამსახურებული წარმატებისთვის! გილოცავთ ყველას! ორმაგად სასიხარულოა მსგავსი დომინანტური გამარჯვება ამ მზარდ გუნდზე,რომელმაც კინაღამ იტალიასაც კი მოუგო ტესტი შარშან და ჩვენც მაგრად გვანერვიულა ბოლო ორი შეხვედრა. ყველაფერი საუკეთესო ბორჯღალოსნებს! რაგბი ჩვენი თამაშია!
Mr.kostaia
შემდეგი ფინალი მთვარეზე დანიშნეთ, მაინც არაა სხვისი მოსაგები. ყველას გილოცავთ...ისე ცოტა კი ვინერვიულეთ:)
გიორგი
დიდი მადლობა ჩვენო ძმებო!!! ჩვენს რაგბის ნაკრებს გაუმარჯოს!!! საქართველოს გაუმარჯოს!
ვანჩოპე
რას მანერვიულეთ პირველი ტაიმის მერე . რამე სიურპრიზი არ მოხდესთქო. ლომები ხართ ბიჭებო!!!!! თქვენ შემოგევლეთ. რაგბი მართლა ჩვენი თამაშია.
ლევანი
გილოცავთ! რაგბი ჩვენი თამაშია. დიდება საქართველოს!
G.LA
მადლობა ბორჯღალოსნებო, გილოცავთ! ლომები ხართ. ისე მაინც ვერ გავიგე რა მნიშვნელობა ქონდა მაგათვის ესპანეთში პორტუგალიის საზღვართან ვეთამაშებოდით თუ მონღოლეთში ჩინეთის საზღვართან?
ქართველი
გენაცვალეთ ლომებო,სულ ესეთი გამარჯვებებით ევლოს ჩვენ საქართველოს.გვეამაყებით!!!!
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
ჯალაღონიას ლელო - "ბორჯღალოსნები" ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ
ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
ბორჯღალოსნები | პარიზული ფინალისთვის მზადება დაიწყო
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
ზედიზედ მეშვიდედ! - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია სრულად დაჯაბნა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]
კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]
ბორჯღალოსნები | ფინალი პარიზში – პორტუგალიასთან
"ბორჯღალოსნები" | თოდუა მე-14-ე ტიტულს შეუტევს
ლევან მაისაშვილი: ეს რაგბია და მოსაგებად ერთი ტაიმი არ კმარა