სანდრო მამუკელაშვილი მილუოკიში დაბრუნდა, მაგრამ იანისისა და თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ. ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის კალენდარმა "სან ანტონიო" მილუოკიში სათამაშოდ ჩაიყვანა და მამუკელაშვილს თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწია თამაში. მოედანზე მისი უშუალო ვიზავი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი კალათბურთელი და სანდროს მეგობარი, იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ. კლუბი, რომელმაც მამუკელაშვილი 2 წლის წინ დრაფტზე აიყვანა და ნბა-ს მოქმედი ჩემპიონი გუნდის გარემოში მისცა პროფესიულ კალათბურთთან ზიარების საშუალება, "სან ანტონიოს" მეტოქე იყო. "იმ სან ანტონიოსი", რომელმაც 1 თვის წინ "მილუოკის" მიღმა დარჩენილი მამუკელაშვილი გუნდში აიყვანა, მანამდელი საშუალო სათამაშო დრო მნიშვნელოვნად გაუზარდა და პერიოდულად სასტარტოშიც ათამაშებს.

"სან ანტონიოსთვის", უფრო ზუსტად, გუნდის ლეგენდარული მწვრთნელისთვის, გრეგ პოპოვიჩისთვის, ამ მატჩის შედეგს ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერია და ჩემპიონობისთვის იბრძვის, "სან ანტონიო" კი აღმოსავლეთში ბოლო ადგილზე იმყოფება და წარსული დიდების დაბრუნების მცდელობაშია, რაც ახალგაზრდების გამოზრდით, ნაბიჯ-ნაბიჯ აღმასვლითა და ახალი გუნდის აშენებით მიიღწევა. ამაში კი ბადალი არ ჰყავს "სან ანტონიოს" მთავარ მწვრთნელ გრეგ პოპოვიჩს, რომელსაც არაერთი ახალგაზრდისთვის დაუდგამს თვალი და შემდგომში, როცა სუპერვარსკვლავებად უქცევია, მათგან სოლიდური დივიდენდები მიუღია. ასეა ახლაც და ამ გრანდიოზული პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი სანდრო მამუკელაშვილია, რომელსაც პოპოვიჩმა "მილუოკიში" 27:45 წუთი დაუთმო. მატჩი ცალფარა გამოდგა – "მილუოკიმ" დამაჯერებლად, 130:94 გაიმარჯვა.

ამჯერად სანდრო სასტარტოში არ ყოფილა, თუმცა სათამაშო დრო, როგორც ნახეთ, სოლიდურად მიიღო. ქართველი მძიმე ფორვარდი პირველი პერიოდის მე-6 წუთზე გამოჩნდა მოედანზე და საკმაოდ აქტიური იყო. "სან ანტონიოში" თავის პირველ ორმაგ დუბლამდე სანდროს 3 მოხსნა დააკლდა. მის ანგარიშზე 12 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება დაგროვდა. სანდრომ 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა.

მოედანზე ყოფნის პერიოდში მისი ვიზავი უმეტესწილად იანისი იყო, რომელიც, როგორც უმეტეს შემთხვევაში, "მილუოკიში" ამჯერადაც საუკეთესო იყო: 31 ქულა, 14 მოხსნა, 2 პასი. რაც შეეხება "სან ანტონიოში" საუკეთესოს, სანდროს მსგავსად, 12 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა ზაკ კოლისმა, ხოლო ბომბარდირი 16 ქულით დევინ ვასელი გახდა.

"სან ანტონიო" პლეი-ოფში ვეღარ გავა და სეზონში დარჩენილ 9 შეხვედრას საკუთარი გუნდის ახალგაზრდა, პერსპექტიული წევრებისთვის მაქსიმალური გამოცდილების მისაცემად გამოიყენებს, რაც მამუკელაშვილისთვის სწორედ ის გახლავთ, რაც მას განვითარებისა და ნბა-ში დამკვიდრებისთვის სჭირდება.

GBF

ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] ეს რა იყო - მამუკელაშვილის ბრწყინვალე ჩატენვა და გაოგნებული დონჩიჩი
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
"კალათბურთი მაღალ დონეზე ესმის" - ოსტინ რივზმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ლეიკერსში": სანდრომ წინასასეზონო ეტაპი ბრწყინვალედ დაასრულა
გარიგება შედგა - იანის ანტეტოკუნმპო "მაიამი ჰიტში" ითამაშებს
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
"მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე" - იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა
[VIDEO] მამუკელაშვილის სეზონის საუკეთესო მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEOS] გოგასგან და სანდროსგან მეტს ველით - ქართველების გუნდები დამარცხდნენ
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა