საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) გუნდმა ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) და სატიტულო მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ლაშა ელბაქიძისა და ზურა მაისურაძის გაწვრთნილმა მედიკოსთა გუნდმა სტუდენტურ დერბიში სერიის ორივე მატჩი მოუგო თსუ-ს და პირველი ფინალისტი გახდა.

გამომდინარე იქიდან, რომ თსუ-მ A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, აღნიშნულ სერიაში ფავორიტად ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილი თსუ-ები ითვლებოდნენ. ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში იგებდნენ კიდეც სახელმწიფო უნივერსიტეტელები, თუმცა ბოლო პერიოდში სამედიცინომ თამაშის შემობრუნება შეძლო, – 89:84 გაიმარჯვა და სერიაში დაწინაურდა.

სერიის მეორე მატჩი დღეს, კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. თსსუ-მა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა თუმცა მატჩის სადავეების დაპატრონება პირველ მეოთხედში არ გამოუვიდა. 10 წუთის შემდეგ მედიკოსები მინიმალური სხვაობით – 23:22 ლიდერობდნენ, თუმცა მომდევნო პერიოდში მწყობრი დაცვისა და სწრაფი შეტევების ხარჯზე მედიკოსებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს. დიდ შესვენებაზე ელბაქიძის გუნდი 10 ქულით იგებდა და წარმატებული თამაში მესამე პერიოდშიც გააგრძელა.

თსუ-ს მთავარი დამრტყმელი ძალა – გუჯა ხვედელიძე, ლუკა მამლიკიძე და ლაშა მესხი მეტოქის კარგი დაცვის გამო შეზღუდულები იყვნენ. საბოლოო ჯამში ქულების უმეტესობას მაინც ეს სამეული ითვლიდა, თუმცა არა ისე უხვად და წარმატებით, როგორც რეგულარულ ჩემპიონატში, ან თუნდაც მეოთხედფინალურ სერიაში (ოვერტაიმთან). სამედიცინო უნივერსიტეტში ყველამ შედეგიანად და მაქსიმალური მობილიზებით ითამაშა, თუმცა იყვნენ გამორჩეულები – მაგალითად, ლუკა ლურსმანაშვილი, რომელმაც 29 ქულა მოაგროვა (წინა მატჩში 31 ქულა) და გამარჯვებაში ლუკა ხარაბაძესთან (16 ქულა) და ვახტანგ გედენიძესთან (15 ქულა) ერთად ლომის წილი დაიდო.

შეხვედრა საბოლოოდ 91:80 (სტატისტიკა) დასრულდა და მატჩთან ერთად ნახევარფინალური სერიაც დასრულდა – 2:0 თსსუ-ს სასარგებლოდ. სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი ფინალშია და მეტოქეს ელოდება, რომელიც დინამოსა და რუსთავის დაპირისპირებაში უნდა გამოვლინდეს. დინამო სერიას 1:0 იგებს და დღეს, რუსთავში თუ იმარჯვებს, ფინალში გავა. თუ არა, სერიაში მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა დაინიშნება.

ფინალური სერია 30 მარტს დაიწყება და ჩემპიონი ის გუნდი გახდება, რომელიც 2 გამარჯვებას მოიპოვებს. გათამაშდება მე-3 ადგილიც, რომლის მფლობელსაც ნახევარფინალში წაგებული გუნდები ერთი მატჩით გაოავლენენ.

GBF

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის