საოცარი დებიუტი ჰქონდა 24 წლის კოტ დ’ივუარელ ჟერვინიოს „არსენალში“ - თხუთმეტ წუთში ორი გოლი გაიტანა, მერე კი ფეხნატკენმა მოედანი დასტოვა
საოცარი დებიუტი ჰქონდა 24 წლის კოტ დ’ივუარელ ჟერვინიოს „არსენალში“ - თხუთმეტ წუთში ორი გოლი გაიტანა, მერე კი ფეხნატკენმა მოედანი დასტოვა. ეს ამბავი გერმანიაში მოხდა, სადაც „მეთოფეებს“ „კიოლნმა“ უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ ჟერვინიო „არსენალმა“ ფრანგული „ლილისგან“ დაახლოებით 12 მილიონ ევროდ იყიდა.

პირველი გოლი კოტ დ’ივუარელმა მე-7 წუთზე შეაგდო, როდესაც ჯეკ უილშირის პასს შეჰყვა, ბურთს ფეხი აჰკრა და გერმანული გუნდის მეკარეს თავზე გადაუგდო. მეორე, მარჯვნიდან შესული თეო უოლკოტის გარღვევას მოაყოლა - კარის ხაზის პარალელურ, გამჭოლ ჩაწოდებას მიუჩინა ბადეში ადგილი. თუმცა, 29-ე წუთზე ჟერვინიო შეცვალეს, ფეხს იტკიებდა. მან, სავარაუდოდ, მეორე გოლის დროს, მეკარე მიხაელ რენზინგთან შეჯახების გამო იტკინა ფეხი. შემდეგ, გერმანელმა გოლკიპერმა ზემოხსენებულ უილშირს და აარონ რემსის აუღო. თუმცა, ტაიმის მიწურულს „მეთოფეთა“ 19 წლის ფინელმა მცველმა, კარლ იენკინსონმა საკუთარი მეკარის, ვოიცეხ შჩესნის კარში საჯარიმოს კიდიდან დიდებული სანახავი გოლი გაიტანა - პარაშუტით პირდაპირ „ცხრიანში“ დაუმიზნა.

შესვენებისას არსენ ვენგერმა ათი ფეხბურთელი შეცვალა. ერთადერთი, ვინც ფრანგმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობიდან მოედანზე დატოვა კიერან გიბზი გახლდათ. მეორე ტაიმის ეპიზოდებიდან შეგვიძლია ანდრეი არშავინის ორი მცდელობა, ვიტო მანონეს მიერ ლუკაშ პოდოლსკის დარტყმულის მოგერიება და იოან ჯურუს ის „გაფრენა“ გავიხსენოთ, როდესაც მან მატო ჯაჯალოს მიერ გაშვებულ ბურთს გზა გადაუღობა. ისე კი, უნდა ითქვას, რომ ამ ეპიზოდების გარდა რამდენიმე სხვა მომენტიც იყო - „კიოლნისა“ და „არსენალის“ შეხვედრა ძალიან თვალსასეირო სანახავი გამოდგა.

ჩრდილოლონდონელთა 24 წლის შემტევი ნახევარმცველი სამირ ნასრი კი ყაბულსაა ეს სეზონიც „ემირეიტ სთედიუმზე“ გაატაროს, გაისად ამ დროს კი თავისუფალი აგენტის სტატუსით სხვა გუნდში წავიდეს. სხვა სიტყვებით, ნასრი კატეგორიულია - „არსენალთან“ ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს.

მოგეხსენებათ, ნასრის 20 მილიონ ფუნტად გადაბირებას „მანჩესტერ სიტი“ ცდილობდა. „მეთოფეებს“ მისი ისტლენდზე გაშვება არ უნდოდათ და ფეხბურთელის მოთაფვლა კვირაში 115 ათასი ევროთი სცადეს, მაგრამ მან იუარა. ინგლისურმა ტაბლოიდებმა შეიტყვეს, რომ ნასრიმ კიოლნში თანაგუნდელებს გაანდო, მომავალი სეზონი ჩემთვის „არსენალში“ ბოლო იქნებაო.

ჟურნალისტებმა ვენგერსაც ჰკითხეს, გადაწყდა თუ არა ფრანგი ვარსკვლავის ამბავი საბოლოოდ. „მეთოფეთა“ მწვრთნელმა უპასუხა:

„ბოლომდე არ გადაწყვეტილა, მაგრამ მე მინდა, რომ ის ჩვენთან დარჩეს. მან ჩემი დამოკიდებულება ძალიან კარგად იცის და იმედი მაქვს, რომ უახლოეს ერთ-ორ კვირაში ყველაფერს მოვაგვარებთ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა