„მანჩესტერ სიტის“ 24 წლის მეკარე ჯო ჰარტს ისტლენდელებმა ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი მოუმზადეს
„მანჩესტერ სიტის“ 24 წლის მეკარე ჯო ჰარტს გასული წელიწადი დიდებული ჰქონდა და აი, დაგვირგვინებაც: ისტლენდელებმა ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი მოუმზადეს.

როდესაც „სიტი“ ამერიკული ტურნედან ინგლისს დაბრუნდება, ჰარტს გაუფორმებენ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ხელფასი გაუსამმაგდება და კვირაში 90 ათას ფუნტს გაუტოლდება. ამიერიდან, ისტლენდელთა მეკარე იმდენსვე მიიღებს, რამდენსაც კლუბის ყველაზე დიდხელფასიანი ინგლისელი ფეხბურთელები, ჯეიმს მილნერი და გარეთ ბერი.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრების თავკაცმა ფაბიო კაპელომ ჰარტი არ ათამაშა, თუმცა მას მერე ის მთავარი გოლკიპერი გახდა როგორც კლუბში ასევე ეროვნულ გუნდში. ჰარტმა ისეთ სახელოვან მეკარეს აჯობა, როგორიც ირლანდიელი შეი გივენი გახლდათ. გივენმა ახალგაზრდა ინგლისელის კონკურენციას ვერ გაუძლო და „სიტის“ დატოვებაც კი მოუხდა.

გასულ სეზონში პრემიერლიგის არც ერთ მეკარეს არ შეუნახავს კარი მშრალად იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს ჯო ჰარტმა მოახერხა. რაც შეეხება „მანჩესტერ სიტის“ მეკარეებს, ბუნებრივია, ჯო კორიგანის (1976) შემდეგ ის პირველია, ვინც რაიმე ჯილდო, ამ შემთხვევაში ფეხბურთის ასოციაციის თასი მოიგო.

ჰარტმა გასულ სეზონში იმდენად კარგად ითამაშა, რომ მისი ხელფასი „სიტის“ უცხოელი ლიდერების, იაია ტურესა და კარლოს ტევესის კვირაში 250 ათასთან შედარებით უსამართლობად ჩანდა. ისტლენდელები ჯერ კიდევ გაზაფხულზე ამბობდნენ, რომ ჯო ჰარტს ახალ ხელშეკრულებას გაუფორმებდნენ და ამას, თითქოსდა, სეზონის დამთავრებამდე აპირებდნენ, მაგრამ რაღაცამ ხელი შეუშალათ. სამაგიეროდ, ზაფხულში გამოსწორდა ყველაფერი და მისი ყიდვის მსურველებს, „არსენალს“, „ტოტენჰემ ჰოთსპურს“, „მანჩესტერ იუნაიტედს“ (დავიდ დე ხეას შეძენამდე) და „ლივერპულს“ ხელი მოეცარათ.

ჯო ჰარტი „მანჩესტერ სიტიში“ 2006 წელს მშობლიური შრუსბერიდან გადავიდა. მაშინ, ისტლენდელებს სათავეში სტიუარტ პირსი ედგათ. მეკარე პირსის შემდგომ მწვრთნელ სვენ გორან ერიქსონსაც ძალიან მოეწონა.

ნაკრებში პირველი შეხვედრა „სიტის“ მეკარემ 2010 წლის სექტემბერში, ბულგარეთის წინააღმდეგ ჩაატარა და შემადგენლობაში დამკვიდრდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა