სტუდენტურ-ახალგაზრდული ზეიმი – ასე შეიძლება დაერქვას იმ ამბავს, რაც დღეს, საღამოს ოლიმპიურ სასახლეში ხდებოდა. ერთის მხრივ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და მხარდამჭერები, ხოლო მეორეს მხრივ "დინამოს" თინეიჯერი ქომაგები. მოედანზე კი ბრძოლა, რომელსაც საჩემპიონო სასწორი გამარჯვებულის გუნდის მხარეს უნდა გადაეხარა.

დაძაბული, საინტერესო და თვალსასეირო მატჩით გაიხსნა 20-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატის ფინალური სერია, რომელიც 2 გამარჯვებამდეა. თორნიკე გელოვანისა და ირაკლი ივანეიშვილის გაწვრთნილმა დინამომ, რომელიც ფინალამდე დაუმარცხებლად მოვიდა, წაგებას თვალებში ჩახედა.სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა ნახევარფინალში დაამტკიცა საკუთარი შესაძლებლობები, როცა ჩემპიონობისთვის ბრძოლას თსუ გამოთიშა. ფინალის პირველ მატჩში კი თავიდანვე რომ დაწინაურდა, ბოლო პერიოდამდე მეტოქეს 10 ქულაზე ახლოს არ უშვებდა.

სწორედ ბოლო პერიოდში მოახდინეს დინამოელებმა გარდატეხა, რაც სერგი ნინუას, ნიკოლოზ თოთლაძის, ნიკოლოზ გულიაშვილის და, რა თქმა უნდა, მათი თანაგუნდელების დამსახურებაცაა. ეს 3 კალათბურთელი განსაკუთრებით შედეგიანად გაისარჯა ეპიზოდში, როცა დინამომ 10 ქულიანი ჩამორჩენა 5-ქულიან ლიდერობად აქცია. ეს მოხდა ბოლო პერიოდში, დასაწყისიდან შუაწელამდე, სანამ თსსუ-მ მწვრთნელების – ლაშა ელბაქიძისა და ზურა მაისურაძის წუთშესვენებებისა და აქტიური ჩარევის შემდეგ ისევ სათავისოდ შემოაბრუნა თამაში. ანგარიში ბოლოსწინა წუთზე ვახტანგ გედენიძის სამქულიანით გათანაბრდა.

თსსუ-ს დაწინაურების შანსიც მიეცა, მაგრამ ვერ გამოიყენა და ჰაერივით საჭირო სამქულიანი მატჩის გმირმა – ნიკოლოზ თოთლაძემ ჩააგდო, რომელსაც მანამდეც ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა მოგროვებული. ჩაგდებული ბურთით გამოწვეული გადამეტებული სიხარულის გამო დინამო ტექნიკურით დაჯარიმდა, რომელიც გედენიძემ ჩააგდო და შეტევაშიც თსსუ დარჩა. გამთანაბრებელი, საშუალო მანძილიდან ლუკა ლურსმანაშვილის ნასროლი ორქულიანი კალათში არ ჩაეშვა, ბურთს დინამო დაეუფლა და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა.

დარჩენილ წამებში დინამოელებმა ყველა ის წესი დაიცვეს, რაც ასეთ სიტუაციებში გამარჯვების მოსაპოვებლადაა საჭირო და 87:82 გამარჯვებით ფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდნენ. თოთლაძემ 30 ქულა და 4-4 მოხსნა-პასი მიითვალა. 29 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა გულიაშვილმა, სერგი ნინუას ანგარიშზე კი 19 ქულა და 6 პასი დაგროვდა. სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდში 22 ქულით საუკეთესო იყო გედენიძე, 19-19 ქულა ლუკა ლურსმანაშვილმა და ლუკა ხარაბაძემ დააგროვეს.

ფინალური სერიის მეორე მატჩი ხვალ, 31 მარტს, ოლიმპიურ სასახლეში, 17:30 საათზე გაიმართება.

GBF

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა