თურმე სად მარხია ძაღლის თავი

ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობის გამო, "იუვენტუსს" სერია A-ში 15 ქულა ჩამოაკლეს, თუმცა ბრალდების მხარე ტურინული კლუბის საეჭვო პარტნიორული შეთანხმებების საკითხის განხილვას მოითხოვს, შეიძლება უფრო მკაცრადაც დასაჯონ და ევროტურნირებიდანაც მოკვეთონ. ამ დროს კი უეფა მზადაა "იუვეს" დახმარების ხელი გაუწოდოს - რა თქმა უნდა, უანგაროდ არა.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ამისათვის "იუვენტუსი" სუპერლიგის პროექტიდან უნდა გამოვიდეს.

"იუვენტუსის" ყოფილი პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ორი წლის წინ ახალი ტურნირის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი იყო, რაც ჯერ ვერ განხორციელდა და ამ პროექტში სამი კლუბი დარჩა - "იუვენტუსი", "რეალი" და "ბარსელონა". უეფა "ბებერ ქალბატონს" იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ მისგან შემხვედრი ნაბიჯი იქნება გადადგმული. უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი მზადაა დაეხმაროს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ტურინული კლუბი სუპერლიგის დატოვების თაობაზე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს და აღნიშნულ საკითხზე "რეალთან" და "ბარსელონასთან" თანამშრომლობას შეწყვეტს.

გამოცემა ირწმუნება, რომ "იუვენტუსის" ახალი ხელმძღვანელობა ულტიმატუმზე დათანხმდება.

სუპერლიგის შექმნის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ უეფამ ევროპულ ფეხბურთში უკანონო მონოპოლია შექმნა, საქმეს ევროკავშირის სასამართლო განიხილავს და ვერდიქტს წელს გამოიტანს. უეფას მიზანია "იუვენტუსმა" სუპერლიგა გადაწყვეტილების გამოცხადებამდე დატოვოს.

ზვიადი
და სად არის ეგ ნბა და ნჩლ-ი?! რამდენ ქვეყანაშია მაგ კონტინენტზე ეგ სპორტის სახეობები განვითარებული?! ფეხბურთის (სოკერის) ლიგაც შექმნეს მაგრამ რატომ ვერ არის ეგ ლიგა ნბა-ს და ნჩლ-ის დონის 5 პროცენტიც?! ან სად კალათბურთი და ჰოკეი და სად ფეხბურთი! მე კალათბურთზე ღამეებს ვათენებ მაგრამ ფეხბურთი ყველა სპორტის სახეობას ერთად აღებულს სინათლის წლით უსწრებს!
სანდროს
ნაკრებში რომ ვარსკვლავებს არ გამოუშვებს ეს ე.წ სუპერ ლიგა, როგორც ნბა და ნხლ არ უშვებს, მერე ილაპარაკე ასე აღფთოვანებით თუ ბიჭი ხარ მაგ პროექტზე.დდდ
ამაშია საქმე
სანდრო ყველაფერში გეთანხმები მაგრამ ერთადერთი რისაც მეშინია ის არის რომ ნბა და ნხლ სხვა სამყაროა ევროპიდან შორს ამერიკის კონტინენტზე ხოლო სუპერლიგა აქვე იქნება და ტოპ ეროვნულ ჩემპიონატებში გულშემატკივრების დამოკიდებულება ხომ არ გაცივდება.
სანდრო
ენბიეი,ენეიჩელი ზუსტად არის აგებული სუპერლიგის პრინციპებზე და ამან არ დაღუპა არც კალათბურთი და არც ჰოკეი, პირიქით სამოყვარულო გუნდები გადაიქცნენ პროფესიონალური სპორტსმენების სამჭედლოდ. ეს არაფრისმაქნისი, კორუმპირებული ფიფა,უეფა,ფიბა არიან წინააღმდეგ პროფესიონალური ლიგების, რადგან ბევრი აქვთ დასაკარგი.იგივეა ჩვენთან საქართველოში.რა საჭიროა ფედერაცია,ან რას აკეთებს,ან რას წყვიტავს? მაგრამ კორუფციის მოსიყვარულე და ერთგული ქართველები წინააღმდეგ არიან ნებისმიერი პროფესიონალური წამოწყების.
გიო
კი მართალია უეფამ მონიპოლია შექმნა, მაგრამ , ეხლა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი ყველა ქვეყნის ჩემპიონს აქ (ევროპის ქვეყნებს) და სუპერლიგის ფორმატი კი სუფთა ბესპრიდელია, მაგალითად 16 ბობოლა გუნდი იამაშებს, არც არავინ გავარდება და არც არავინ დაემატება, მანჩესტერმა თუ სეზონი ჩააგდო და მეცხრეზე გავიდა მაინც ითამაშებს სუპერლიგაზე, ან მილანმა ან ბაიერმა ან პსჟმ ან ჩელსიმ, შეიძლება ვიღაცა საერთოდ ქვედა ლიგაში ამოყოს თავი მაგრამ მაინც ითამაშებს სუპერლიგას , უფრო კომერციული გახდება როგორც 6 ერი და ეგაა, განუკითხაობაა და მეტი არაფერი.
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ჩეფერინმა განაცხადა, რომ ომის დასრულებამდე რუსეთი უეფასგან მოკვეთილი იქნება
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
"რუსები ევროპაში კიდევ დიდხანს ვერ ითამაშებენ" - ჩეფერინი
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
ჩემპიონთა ლიგის ფინალი შეიძლება აშშ-ში გაიმართოს
ლაშქრობა "სუპერლიგელების" წინააღმდეგ - ჩეფერინს უკვე "რეალი" აინტერესებს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
"იუვენტუსის" შემდეგ კიდევ ერთი "სუპერლიგელის", "ბარსელონას" დასჯის დრო დადგა?
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
როდესაც ფიფა და უეფა მარიონეტები არიან - ჩეფერინმა რუსეთის შესაძლო გარიცხვაზე გააკეთა კომენტარი