"მილანთან" საკუთარ მოედანზე კატასტროფული (0:4) მარცხის შემდეგ, "ნაპოლის" გულშემატკივრებს, მათ შორის, საქართველოში, საფიქრალი მოემატათ. თითქოს სანერვიულო რა უნდა იყოს - 33-წლიანი ლოდინის შემდეგ გუნდს სკუდეტო გარანტირებულად მოგებული აქვს, თუმცა პრინციპულ მეტოქესთან წაგება მაინც საწყენია. მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ეს გუნდები მალევე ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდნენ და ამ კონტექსტში უსიამოვნება უფრო საგრძნობია. მართლაც მადისა და ჭამის ამბავია, ნეაპოლელებს დიდი ამბიციები უეფას ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზეც გაუჩნდათ. აბა, სეზონის წინ ამ ქალაქის მცხოვრებლებისთვის გეთქვათ, ქვეყნის ჩემპიონები გახდებითო და სხვა სურვილს არც არავინ დაასახელებდა...

მწვრთნელის ხვედრი მაინც ესაა, მარცხის დროს, პირველ რიგში, ხელს მისკენ იშვერენ, რა სეზონზეც უნდა ვსაუბრობდეთ. ლუჩანო სპალეტის სასწრაფო ზომების მიღება სჭირდება, რათა გუნდი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდეს. მილანელებთან ორრაუნდიანი დაპირისპირების წინ საფიქრალი მართლაც ბევრია.

როგორ აგვარებდა აქამდე კრიზისებს "ნაპოლის" დამრიგებელი? ის მაქსიმალურად ცდილობდა, გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელებს მეტი შანსი მიეღოთ, რათა სათანადო ფორმაში დაბრუნებულიყვნენ. ასე მოგვარდა კიმ მინ ჯეს რთული პერიოდი თუ ზამბო ანგისას სუსტი თამაში. "ლეჩესთან" მატჩი პარასკევს, 7 აპრილსაა (21:00 სთ). დრო საკმაოდ ცოტაა, მას კი "მილანთან" საჩემპიონთალიგო სტუმრობა მოჰყვება. სპალეტის სტილიდან გამომდინარე, ნაკლებად უნდა ველოდოთ იმას, რომ უახლოესი ტურის მატჩში ბევრ ცვლილებას ვნახავთ. ყველაფერთან ერთად, გუნდს განსაკუთრებული საკადრო რესურსი არ აქვს და დამატებითი მატჩით არსებულმა კონტინგენტმა თვითრწმენა უნდა დაიბრუნოს. სტანისლავ ლობოტკას მატჩი ჩაუვარდა, თუმცა ის ამ გუნდის ხერხემალია. სლოვაკს დატვირთული სეზონის აქვს, მაგრამ ახლა დასვენებაზე მეტად ჩვეულ ტონუსში დაბრუნება ესაჭიროება. ცუდი იყო ამირ რაჰმანი. მან ძალები უნდა მოიკრიბოს და ლეაო-ჟირუს წყვილს დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს.

ე.წ. ჯოკერზე საუბარი მაინც შეუძლებელია, ნეაპოლელთა განაცხადში ახლა ამ სტატუსის მოთამაშე ნაკლებადაა, თუმცა გარკვეული ტაქტიკური ცვლილებებით სიახლის შეტანა შესაძლებელია. ვთქვათ, რომ ეს ხვიჩა კვარაცხელიას სრულიად განსხვავებულ პოზიციაზე თამაშიც კი იყოს. რა თქმა უნდა, ქართველი გარემარბი მატჩის დროს ბევრს მოძრაობს და თითქმის ყველგანაა, თუმცა, ძირითადად, მაინც მარცხენა ფრთას იკავებს. მისი უფრო მეტად ცენტრში, გამთამაშებლის პოზიციაზე თამაში კი მოულოდნელობის ეფექტის მატარებელი იქნება. "კვარას" შესაბამისი უნარები ნამდვილად აქვს. კარგად ჩანს, რომ პიოტრ ზელინსკი ბოლო დროს ამ ფუნქციებს სათანადოდ ვერ ითავსებს, ელიფ ელმასისთვის კი იდეალური პოზიციის მოძებნა გართულებულია, პოლონელს ვერც ის ცვლის. არ ვიცით, იტალიურ მედიაში ახლა ამას რამდენად განიხილავენ, მაგრამ საქართველოში მსგავსი მსჯელობის უფლება ნამდვილად გვაქვს, ჩვენებური ხომ ამ გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია!..

შემტევი ალესიო ძერბინი "ფროზინონეს" შემადგენლობაში საკმაოდ შედეგიანი იყო. ის "ნაპოლის" აკადემიის აღზრდილია, თუმცა ახლა ობიექტური მიზეზებით ცოტა დრო ეძლევა და თავდაჯერება აკლია. ის 24 წლისაა და თუ ვინმეს შეუძლია, "კულისებიდან" აფეთქდეს, ნამდვილად ძერბინია. სპალეტი ბოლო დროს როტაციაზე, ფაქტობრივად, უარს ამბობს და "მეორე ეშელონის" ფეხბურთელებს დრო, ფაქტობრივად, არ ეძლევათ.

ჯაკომო რასპადორი "მილანთან" ენერგიულად შემოვიდა და სავარაუდოა, რომ "ლეჩესთან" სასტარტოში დაიწყებს. გატანა მასაც შეუძლია და ჯოვანი სიმეონესაც, ეს კარგად დავინახეთ, თუმცა, როცა ვიქტორ ოსიმენი "დაფრინავს" და ცოტა დრო გაქვს, ბევრს ვერაფერს გააწყობ. ახლა ნიგერიელი ტრავმირებულია და "მილანამდე" რომც მომჯობინდეს, იდეალურ კონდიციებში ვერ იქნება.

სპალეტის არსებული კონტინგენტით ტაქტიკური ცვლილებების განხორციელება შეუძლია. ერთი ჩავარდნის გამო ამაზე რამდენად წავა,

რთული სათქმელია. ორი ფორვარდით თამაში ერთ-ერთი ვარიაციაა, თუმცა შუა ხაზში ერთით ნაკლები ფეხბურთელით თამაში სპალეტისა და დღევანდელი "ნაპოლის" პირობებში წარმოუდგენელი ჩანს.

ასეა თუ ისე, "ლეჩესთან" შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის გენერალური რეპეტიცია ვერაფრით იქნება, თანაც, თუკი მოულოდნელობაზე ვსაუბრობთ, ის ვარჯიშებზე დამუშავებული უნდა იყოს და მოწინააღმდეგის მწვრთნელმა ალღო გვიან უნდა აუღოს.

შეგახსენებთ, 7-დან 18 აპრილამდე ნეაპოლელები 4 შეხვედრას ჩაატარებენ, მათ შორის ორს კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, "მილანის" წინააღმდეგ.

ნიკო
პოლიტანო არის ზარალი ნაპოლისთვის,ჩვენ თუ ვხვდებით უბრალო გულშემატკივარი,სპალეტის სძინავს ან ლაურენტესს ნეტა,ძალიან სუსტია,მოაშორეთ,გაუშვით დოღლიგაში,აგე კრისტალ პალასი ან ვულვზი,ევერტონი ან ჩლენსი,ნიუკასლი ან ბრაიტონი,ფულემი ან ტუტენჰემი სიამოვნებით გადაიხდის ჩვეულებრივ 60-70 მილიონს და 2 ნორმალური ფეხბურთელი მოგივათ,თქვენც დაისვენებთ და ჩვენც,ვფიქრობ ზელენსკიც გასაყიდია,მარიო რუიც,უკვე ღრუბლებში აფრენილი კიმიც მისაყოლებელია,ძაან ათამაშებს ერთ ადგილს და დაავიწყდა რომ 0 იყო და მაგარ ადგილას მოხვდა შემთხვევით,მაგის ბოლოც დოღლიგაა,ერთი წლის მერე ხვიჩა მიუნხენში,მერე კი პირდაპირ მადრიდში ალბათ მთავარია უსუსურ დოყლიგაში ან მეცხვარეთა ჩემპიონატში არ წავიდეს...ბაიერნი/რეალი სხვა არც ერთი გუნდი არ განიხილება...
ტორპედოელი
ჩემი აზრით კარგად იცის სპალეტიმ რა უნდა დაუპირისპიროს მილანს.0:4 წაგებით შთაბეჭდილება დაუტოვა თითქოს ფორმა დაკარგა ნაპოლიმ, მაგრამ ......
ბესო
სადაც არ უნდა დააყენოს მწვრთნელმა , ყველგან ბრწყინვალე იქნება კვარა , მარა თუ დატვირთავენ , ანუ პასებით მოამარაგებენ . ეს უნდა დაავალოს მწვრთნელმა თავის ფეხბურთელებს .
პატრიოტი
ვერ დაგეთანხმები, ხვიჩა უფრო თავდასხმელია, ის კარგი იქნება ორ თავდამცხმელიან სისტემაში, მაგრამ წინ უნდა იყოს, უფრო მარცხნივ, აქედან ეხერხება გამწვავება, იმასაც ვიტყვი, რომ მას ბოლო თამაში არ ჩაუგდია, რა პასი მისცა, მარიო რუის
ჟორა
სხვათაშორის ეს წინადადება ნაკრების მიერ მოედნის ცენტრის წაგების შემდეგ დავწერე და სწორედ აქაა ხვიჩას ტალანტის ადგილი და არა ფრთაზე, სადაც მანევრირების ნაკლები შანსია. ხვიჩას ამისთვის აქვს მოედნის ხედვა და ბურთის დაჭერის უნარი. დაიმახსოვრეთ, ხვიჩას ბოლო, ნახევარდაცვის ცენტრია.
dato
ხვიჩა ცენტრში ჯობია მგონია რადგან ძან მიჯაჭვულია კუთხურის ალამთან და დრიბლინგებსაც უკლო .
გულშემატკივარი
უეჭველი უნდა გადავიდეს ცენტრში..ყველაფერი აქ ამისთვის...სისწრაფე..დრიბლინგი..დარტყმა..პასი. აზროვნება..სპორტული სითავხედე..გაიხსენეთ ზიდანი..ყველგან იყო..შეზღუდვა არ ქონდა..მინიმუმ ორჯერ გაზრდის მის ეფექტიანობას..
ზაზა
უფრო ეფექტური იქნება თუ თავისუფალი შემტევი იქნება,წინ ოსიმენი ხვიჩა ყველგან,სადაც საჭიროდ ჩათვლის თამაშის მსვლელობისას,სრული თავისუფლება,ერთ ადგილზე მისი განწესება შეცდომაა,წავა ხვიჩა გაჰყვება ორი სამი მეტოქე,ოღონდ მასთან მიდის პასების უმეტესობა,ის და ლობოტკაც აი დომინანტი ნახევარდაცვა,მარცხნივ კიდევ ელმასი გაუშვან!
1
სკუდეტოზე ჯერ არავინ გამოვლენილა და ვის რა აქვს გარანტირებული? 4-5 ტურში გაირკვევა.
aburjga
არ ვვიცი ყურადღება მიაქციეთ თუ არა, ნაკრების თამაშის წინ დავწერე, რომ კარგი იქნებოდა თუ სანიოლი ხვიჩას დააყენებდა ცენტრში, მთავარი შემტევის უკან, შეტევის შემქმნელად და ჩაკვეტაძეს განამწესებდა მარცხენა ფლანგზე, კვარას პოზიციაზე! მაგრამ... კი ნახეთ რაც იყო?!
david
ემასი რომ დააყენოს კვარაცხელიას ადგილას და კვარაცხელია ზელენსკის ადგილას კარგი ვარიანტი იქნება, მაგრამ პოლიტანო თუ არ შეცვალა ლოზანოთი არაფერს აზრი არ აქვს. მართლა ტატამიდან გამოქცეულივით დარბის, რა უნდა ნაპოლიში ეგეთ ,,ფეხბურთელს'' ვერ ვხვდები
თბილისელი
საიტერესოა ვარიანტია, რაც შეიძლება ნაკრებშიც გათამაშდეს. დინამოში ასეთი რამ ადრე მოხდა და ძალიან გაამართლა, როცა თავის დროზე ცენტრფორვარდად მოთამაშე კახი ასათიანი ნახევარდაცვაში, ხოლო ასევე ჩივაძე ნახევარდაცვიდან ცენტრალურ მცველად გადავიდა.
marko
ლეჩესთან ძაან რთული თამაში ექნება ნაპოლის ხუთი წაგებით მოდის ლეჩე და თავს შეაკლავს რასაც ქვია
მწვრთნელი
ლეჩესთა სულ სხვა სასტარტო შემადგენლობა გამოვა! შეიძლება მეკარეც კი შეცვალოს სპალეტიმ! მილანთან გაიდირკა მერეტი და ფსიქოლოგიურად უნდა დაისვენოს! კვარაცხელია შეიძლება შეცლაზე შევიდეს! ძირითადში ელმასი იქნება! რაც შეეხება ლიგას მე მჯერავს, რომ ლიგაზე სულ სხვა ნაპოლის ვიხილავთ და კარგია, რომ პირველ თამაშს სტუმრად ატარებს! ნაპოლო გამოაგდებს მილანს ლიგიდან და ამით გადაუხდის 0-4 მოგებას!
zura222
ხვიჩას ცენტრში გადმოწევა კარგი აზრია იღონდ თავიდანვე კი არა უკვე თამაშის დროს უნდა შეცვალონ ადგილები იგივე ზელინსკისთან მაგრამ ზელინსკი ფლანგზე ვერაფერს ვერ გააკეთებს და ამიტომ ელმასმა უნდა დაიწყოს მაგის მაგივრად თამაში და მერე უკვე ხშირად შეცვალონ ხვიჩამ და მაგან ადგილები მარცხენა ფლანგზეც შეიძლება ხშირად გადავიდეს ხვიჩა და ამ გადაადგილებებით აირევა ის ხაფანგები უკვე ყველა გუნდი რომ უგებს ნაპოლის და ყველამ შეისწავლა ამათი ტაქტიკა ! დაუყენებენ ხვიჩას პერსონალურად ვინმეს და ის რომ ამოკეტავს მერე მთელი გუნდის ტაქტიკა იშლება ხუხულასავით იმიტომ რომ მთელი თამაში იმაზეა აგებული რომ ხვიჩას 2-3 კაცი რომ დარაჯონდა დანარჩენებს გამოთავისუფლებული ადგილები გამოეყენებინათ ! დამთავრდა ის კაი ცხოვრება და დროა სპალეტიმ ახალი სქემები შეიმუშაოს (თუ შეუძლია) თორემ სკუდეტო კი მოგებული აქვთ მაგრამ წინ ლიგის თამაშებია (თუ უნდათ მინიმუმ ფინალში გასვლა) და თუ არ უნდათ მაშინ დარჩენილი ტურები საერთოდ მეორე შემადგენლობა ათანაშონ @
წიტაიშვილი "მეცში" გამოარჩიეს - ქართველს კარგი კარიერული პერიოდი უდგას
საკადრო ცვლილება "ტორინოში" - საზონოვის მაგივრად გოგლიჩიძე?
საქართველოს ნაკრების მეკარე საბერძნეთში გუნდს გამოიცვლის
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს