ქართველი ჟურნალისტი და სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ოჯახის ახლობელმა განუცხადა, ჯამლეტ ხუხაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, კლინიკაში დღეს დილით გარდაიცვალა.

ჯამლეტ ხუხაშვილი 1944 წლის 13 აპრილს დაიბადა. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მწვრთნელთა აკადემია. 1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. 1980-92 წლებში მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანიაში "იმედი", სპორტულ რადიოში "ჯაკო"; იყო საზოგადოება "დინამოს" მწვრთნელი. ავტორი საიუბილეო წიგნისა "ყურადღება" (2004). დასახელებულია "დინამოს" საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004). თბილისის საპატიო მოქალაქე (2012), სპორტის დამსახურებული მოღვაწე (2014).

წყარო: Interpressnews

ზურა
კარგი ადამიანი! ნათელში გამყოფოს ღმერთმა! ბოლო დროს სამწუხაროდ, გამორჩეული პიროვნებები გვტოვებენ და ისეთები რჩებიან რომლებსაც, არც საქართველო უყვართ და არც ღირსება გააჩნიათ!
მწვრთნელი
ნათელში ამყოფოს ღმერთმა ბატონი ჯამლეტი!
სოსო
ძალიან ვწუხვარ,ბატონი ჯამლეთის გარდაცვალების გამო.დიდი ეროსის და კოტეს გვერდით დაფრთიანებულმა ნუგზარ ჯუღელმა და ჯამლეთ ხუხაშვილმა,ღირსეულად განაგრძეს მათი ტრადიციები.ძალიან დიდია მისი დამსახურება ქართული სპორტის და საქართველო-ისრაელს შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარების საქმეშიც.დარწმუნებული ვარ,ამ სტატიის ავტორმაც მშვენივრად იცის,მაგრამ აქ ძალიან ბევრ ლაპარაკს მოერიდა.ჯამლეთ ხუხაშვილმა,აღმოაჩინა,გაზარდა და პროფესიონალურ დონეზე გაიყვანა გიორგი შერმადინის ტალანტი და მგონი ყველას ესმის,რამხელა წვლილი აქვს გიო შერმადინს,საქართველოს ნაკრების წარმატებებში.აღარაფერს ვიტყვი,ესპანეთში მის ბრწყინვალე კარიერაზე,სადაც ის,თითქმის ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად ჩამოყალიბდა.ჯამლეთ ხუხაშვილი მსოფლიოში ყველაზე უფრო დიდ სტაჟიანი სპორტული კომენტატორიც იყო და ყველაფერს რომ თავი გავანებოთ,შესანიშნავი პიროვნებაც,ქვეყნისა და კაცის წინაშე,ვალმოხდილი რომ წავიდა იმ ქვეყნად.ღმერთმა გაანათლოს,მისი ისედაც ნათელი სული!
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში