საწყლოსნო სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე საინტერესო ნაწილი დაიწყო - პირველი ოთხი მედალი გაითამაშეს მოცურავეებმ
საწყლოსნო სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე საინტერესო ნაწილი დაიწყო - პირველი ოთხი მედალი გაითამაშეს მოცურავეებმა.

პირველი ჩემპიონი გახდა კორეელი ტაი ხმან პარკი, რომელმაც წამზე მეტი მოუგო კონკურენტებს 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში. მეორე ადგილზე გავიდა ჩინელი სუნ იანი, მესამეზე - აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი, გერმანელი პაულ ბიდერმანი.

ამავე დისციპლინაში ქალებს შორის ფავორიტის სტატუსი დაამტკიცა ფედერიკა პელეგრინიმ. მან მთელი 2 წამით აჯობა სახელოვან ბრიტანელს, ოლიმპიურ ჩემპიონს რებეკა ედლინგტონს, რომელსაც დისტანციის განმავლობაში სულ მცირე ხნით მოუწია ლიდერობა. კიდევ ერთი ფავორიტი კამილ მუფა ბრინჯაოს მედლით დაკმაყოფილდა.

სიუპრიზები არც ესტაფეტებში მომხდარა. მართალია, ამერიკის ქალთა ნაკრები დიდი ხანი ლიდერობდა 4x100 მეტრზე თავისუფაოი სტილით გაცურვას, მაგრამ ბოლო ეტაპზე ჰოლანდიელმა ფემკე ჰეესრეკმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. სწორედ ჰოლანდიელები ითვლებოდნენ გამარჯვების მთავარ პრეტენდენტებად. ამერიკელებს სულ მცირედი დააკლდათ პირველ ადგილამდე.

საინტერესო ესტაფეტა გამოვიდა მამაკაცებს შორის. გამარჯვება ავსტრალიის ნაკრებს ერგო, მაგრამ ფრანგებმა მას უდიდესი კონკურენცია გაუწია. ფაბიენ გილიოს 0,14 წამი არ ეყო ეიმონ სალივენის დასაწევად. ბოლოს მომენტში ისე ჩანდა, რომ გამარჯვება ფრანგებმა მოიპოვეს, მაგრამ ფოტოფინიშმა ავსტრალიის უპირატესობა დააფიქსირა. ამერიკის ნაკრები კი, რომელშიც ლეგენდარული მაიკლ ფელპსი ცურავდა, მხოლოდ ბრინჯაოთი დაკმაყოფილდა. შეიძლება უცნაურიც იყოს, რომ ამერიკის ნაკრები პირველ დღეს ოქროს გარეშე დარჩა.

ცურვა

კაცები

400 მ. თავისუფალი სტილი. 1. ტაი ხმან პარკი (კორ) - 3.42,04; 2. სუნ იანი (ჩინ) - 3.43,24; 3. პაულ ბიდერმანი (გერ) - 3.44,14...

4x100 მ. თავისუფალი სტილი. 1. ავსტრალია - 3.11,00; 2. საფრანგეთი - 3.11,14; 3. აშშ - 3.11,96...

ქალები

400 მ. თავისუფალი სტილი. 1. ფედერიკა პელეგრინი (იტა) - 4.01,97; 2. რებეკა ედლინგტონი (ბრიტ) - 4.04,01; 3. კამილ მუფატი (საფ) - 4.04,06...

4x100 მ. თავისუფალი სტილი. 1. ჰოლანდია - 3.33,96; 2. აშშ - 3.34,47; 3. გერმანია - 3.36,05...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა