გიორგი ფოფხაძის დებიუტი ავსტრიულ ბუნდესლიგაში წითელი ბარათით აღინიშნა
განახლდა რუსეთის ჩემპიონატი და ჩვენც განვაახლეთ ქართული ლეგიონის ცხრილიც. ამ უქმეებზე ოთხი ქართული გოლი გავიდა: ალექსანდრე იაშვილმა მეორე ბუნდესლიგაში გამოიჩინა თავი, ირაკლი სირბილაძემ ფინეთის უმაღლეს ლიგაში მისთვის სადებიუტო მატჩში გაიტანა, მამუკა ღონღაძემ - ლატვიაში და გიორგი კრასოვსკიმ - სომხეთში.

რუსეთში ჯანო ანანიძე და "სპარტაკი" ქართველთა "ვოლგას" ესტუმრნენ და იოლად აჯობეს, უკრაინულ პრემიერლიგაში კი ქართულ გოლთა სერია მე-3 ტურში შეწყდა, გოლი არა, მაგრამ საგოლე პასი მიითვალა "კრივბასში" იჯარით მოთამაშე უჩა ლობჟანიძემ.

ჩვენებურმა ორი ტურია დაიწყო მეორე ბუნდესლიგა და "კარლსრუეს" ქართველი კაპიტნის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე პასია. შაბათს იაშვილის გუნდი "ალიანსარენას" ეწვია და "მიუნხენთან" 1:2 დამარცხდა. 37-ე წუთზე მან პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრა ანგარიში, თუმცა "კარლსრუემ" ქულის მომტანი ფრე ვერ შეინარჩუნა. ეული თავდამსხმელის უკან მოთამაშე იაშვილი ბურთს 95-ჯერ შეეხო, კარისკენ 2-ჯერ დაარტყა. "შპორტალმა" ამჯერად ქართველი ვეტერანის გარჯა 3-იანით შეაფასა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო ორივე გუნდში.

სხვა ჩვენებურ მეგოლეებზეც ვთქვათ - ლატვიური ვირსლიგის მე-18 ტურში თამაზ პერტიას ყოფილმა გუნდმა "დაუგავამ" აუტსაიდერ "ოლიმპსს" 2:0 მოუგო. ანგარიში მამუკა ღონღაძემ გახსნა, რომლისთვისაც ეს მე-10 გოლია ჩემპიონატში. ამ მაჩვენებლით ქართველი ბომბარდირთა დავაში დაწინაურებულ ბრაზილიელ ნათან ჟუნიორს (სკონტო) წამოეწია. სომხეთის ჩემპიონატის მატჩში "ულისის" ქართველმა ლეგიონერმა გიორგი კრასოვსკიმ მატჩის კაპანში ადგილობრივი "განძასარის" წინააღმდეგ ერთადერთი გოლი გაიტანა.

ავსტრიულ ბუნდესლიგაში გიორგი ფოფხაძის დებიუტი უიღბლო გამოდგა. ის ჩემპიონ "შტურმის" ძირითადში იყო, თუმცა "მატერსბურგთან" შეხვედრის 69-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო. მატჩი 2:2 დასრულდა.

ბევრს აინტერესებს, რატომ არ თამაშობს ჩემპიონატში "კრასნოდარის" ახალწვეული ოთარ მარცვალაძე - პასუხი მარტივია, უფლება არ აქვს, კლუბშეცვლილ ფეხბურთელს მხოლოდ 1-ელი აგვისტოდან შეუძლია მოედანზე გასვლა. ასე რომ, მარცვალაძეს კიდევ ერთი ტურის გამოტოვება მოუწევს. გუშინდელი მატჩებიდან კი ჯანო ანანანიძის "სპარტაკისა" და "ვოლგას" დაპირისპირებას გამოვყოფთ. ჯანომ თითქმის მთელი მატჩი ითამაშა (რომელიც მოსკოველმა სტუმრებმა 2:0 მოიგეს) ქართველთა გუნდის წინააღმდეგ. თუმცა "ქართველთა გუნდი" "ვოლგაზე" ისე თამამად აღარ ითქმის - მას შემდეგ, რაც გოგიტა გოგუა ტრანსფერზე დააყენეს, ნიჟნი ნოვგოროდში სამი ჩვენებურიღა დარჩა, სამივემ ითამაშა, მაგრამ "სპარტაკს" ვერა დააკლო.

მართალია, "ანჟიმ" შინ 0:1 წააგო, მაგრამ "ჩემპიონატმა" ყველაზე კარგი შეფასება მაინც ნუკრი რევიშვილს დაუწერა - 7 ბალი: სანკტპეტერბურგელებმა 18-ჯერ დაარტყეს მასპინძელთა კარისკენ და, სულ მცირე, 6-ჯერ ნუკრიმ "ანჟი" გოლისგან იხსნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს