მოხდება თუ არა 26 ივლისს, 8 საათზე, ეროვნულ სტადიონზე გასამართი შეხვედრის ტრანსლირება, აქამდე გაურკვეველია
თავდაპირველი ინფორმაციით, 26 ივლისს "ზესტაფონისა" და "შტურმის" მატჩი თბილისის დროით საღამოს 9 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ საბოლოოდ გაირკვა, რომ საქართველოს ჩემპიონი ავსტრიისას ეროვნულ სტადიონზე 8 საათზე უმასპინძლებს.

საათის შეცვლა სატელევიზიო ტრანსლირებასთანაა დაკავშირებული. საქმე ის არის, რომ შედგა შეთანხმება "ზესტაფონსა" და ერთ-ერთ ავსტრიულ ტელეარხს შორის, რომლისთვისაც მისაღები სწორედ 8 საათი იყო. სავარაუდოდ, ავსტრიელები თბილისში საკუთარ რეჟისორებსა და ოპერატორებს ჩამოიყვანენ და პირდაპირ ტელერეპორტაჟს ორგანიზებას თავად გაუწევენ.

ბუნებრივია, გვიჩნდება კითხვა, იხილავს თუ არა ამ მატჩს ქართველი ტელემაყურებელი. სამწუხაროდ, თამაშის წინა დღეს ამაზე პასუხი ჯერაც არ გვაქვს. 20 საათზე, "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" "მოამბეა", რომლის დაწყების დროსაც, ფაქტობრივად, არასდროს ცვლიან. სწორედ ამ მიზეზით ვერ აჩვენა პირველმა არხმა "ზესტაფონი"-"დაჩია", თუმცა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მეორე არხიც აქვს და თუ ამ არხზე "დინამო"-"ლანელი" გაუშვეს, რატომ ვერ უნდა მოხერხდეს საქართველოს ჩემპიონის თამაშის ჩვენება?

თუმცა "ზესტაფონი"-"შტურმის" რეპორტაჟი უკვე ავსტრიელთა კუთვნილებაა და თუ რომელიმე ქართული არხი მის ჩვენებას მოისურვებს, სწორედ მათ უნდა მიმართოს. ისე კი, საქართველოში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გარდა, სხვა ტელეარხებიცაა და საინტერესოა, რომელიმე მათგანი თუ გამოთქვამს ჩემპიონთა ლიგის გადაცემის სურვილს.

რაც შეეხება სტადიონზე მიმსვლელებს, მატჩის ბილეთების დიდი ნაწილი 5 ლარი ღირს და მათ მფლობელებს დასხდომა დასავლეთ ტრიბუნის გარდა ნებისმიერ ადგილზე შეეძლებათ. დასავლეთზე მოხვედრა კი შედარებით ძვირია.

კლუბის ხელმძღვანელობამ ზესტაფონელი ქომაგების თბილისში ჩამოსაყვანად და უკან დასაბრუნებლად რამდენიმე ავტობუსი გამოყო და გამორიცხული არც ის არის, გულშემატკივრებს ზესტაფონი-თბილისისა და უკუმიმართულებით სპეციალური უფასო მატარებელიც მოემსახუროს.

რაც შეეხება დღევანდელი, 25 ივლისის დღის განრიგს, საღამოს 7-ის ნახევარზე ეროვნულ სტადიონზე "შტურმის" მთავარი მწვრთნელის, ფრანკო ფოდას პრესკონფერენცია დაიწყება, 15 წუთში კი მედიის წინაშე მისი ქართველი კოლეგა გია გეგუჩაძე წარდგება. 19 საათზე "შტურმის" ვარჯიშია დანიშნული, 20 საათსა და 15 წუთზე კი - "ზესტაფონისა".

საბედნიეროდ, კიშინიოვში დაშავებული გიორგი ხიდეშელის მდგომარეობა არცთუ მძიმე აღმოჩნდა, მაგრამ, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ იგი ხვალ ვერ ითამაშებს. დისკვალიფიცირებულია თემურ ღონღაძე, დანარჩენები კი თავს კარგად გრძნობენ. ხიდეშელი დაცვის ცენტრში, წესით, მამუკა კობახიძემ უნდა შეცვალოს, ხოლო ღონღაძე - კახა ალადაშვილმა.

"შტურმის" ოფიციალური ვებგვერდიდან შევიტყვეთ, რომ გუნდს გრაციდან რამდენიმე ათეული გულშემატკივარი მოჰყვება. ავსტრიული დელეგაცია თბილისში დღეს, 25 ივლისს ჩამოფრინდება.

მატჩს ბერძენი ანასტასიოს კაკოსი განსჯის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bondo
ესღა გვაკლდა ფეხბურთსაც აგარ გვაყურებინებთ? შოკირლბული ვარ.
Giorgipirweli
parma, ყველა თბილისში არ ვცხოვრობთ, მეგობარო :)) 10 საათზე თბილისიდან ქარელისკენ აღარაფერი გადის, სამწუხაროდ. ისე, იმედი მაქვს, სადმე ინტერნეტში ვიპოვი პირდაპირ რეპორტაჟს. დაჩიასთან თამაშსაც რომელიღაცა ტოტალიყატორის საიტზე ვუყურე.
parma
მეორე არხს ნუ ახსენებთ, თბილისს გარდა არასად არ აჩვენებს და მაგის გამო მათხოვრობას აზრი არ აქვს მეორე არხზე მაინც გვაჩვენეთო... Giorgipirweli 10 საათზე, მეტროც არის, ავტობუსიც და მიკრო ავტობუსიც.. თან სტადიონთან ახლოს : ) პრობლემა ის არის ვინც თბილისში ჩამოსვლას დ ასტადიონზე მისვლას ვერ ვახერხებთ რა ვქნათ...
uzlevi
Giorgipirweli "ნეტა თუ რომელიმე ქვეყანა არსებობს, რომელიც საკუთარი ჩემპიონის თამაშს ჩემპიონთა ლიგაზე არ აჩვენებს???" არის ასეთი ქვეყანა, მას საქართველო ჰქვია! :) ეჰ, აი ასეთ განვითარებულ, დემოკრატიის შუქურა ქვეყანაში ვცხოვრობთ :[
Giorgipirweli
სტადიონზე წასვლას ვერავინ დამასწრებდა, მარა 10 საათზე რომ თამაში დამთავრდება, სახლში რითი დავბრუნდე???
Giorgipirweli
ნეტა თუ რომელიმე ქვეყანა არსებობს, რომელიც საკუთარი ჩემპიონის თამაშს ჩემპიონთა ლიგაზე არ აჩვენებს???
Temuri
ყველანი სტადიონზე!
თემური
მარტო საქართველოს ჩემპიონატის თამაშების ჩვენებით გინდათ ქართული ფეხბურთის პოპულარიზაცია? მეორე არხსაც მარტო თბილისში აქვს მაუწყებლობა. ასეთი თამაშები შეიძლება წელიწადში ერთი ან ორი იყოს ქართული გუნდების მონაწილეობით და მათი არ ჩვენება მე მგონი დანაშაულის ტოლფასია. ეს ეხება როგორც ტელევიზიების, ისე ზესტაფონის ხელმძღვანელობასაც. რა იყო წინა თამაშის მაინცდამაინც 8-ზე დაწყება და არა 9-ზე.
uzlevi
აი როგორ ვზრუნავთ ქართულ ფეხბურთზე! ყოჩაღ ჩვენს ტელევიზიებს, ასე გააგრძელეთ! რად გინდათ ტრანსლირება ზესტაფონის თამაშის ტელევიზიით. მხოლოდ ტვინისგამრეცხავი "ახალი" ამბები და ტელესერიალები გადაეცით. თფუი თქვენი, ასე გვინდა ფეხბურთის განვითარება???
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა