გუშინ, 7 აპრილს სერია A-ს 29-ე ტურში "ნაპოლი" "ლეჩეს" ესტუმრა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. "პარტენოპეის" ქართველმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. სხვადასხვა იტალიური გამოცემები "კვარას" თამაშს აფასებენ, გთავაზობთ მათ გამოხმაურებებს:

"როდესაც ხვიჩა ბურთს იღებს, მისგან ყოველთვის საფრთხეს ელოდები. მარიო რუის სივრცეებს ხშირად უთავისუფლებს, მართალია, ეს მისი საუკეთესო შეხვედრა არ ყოფილა, თუმცა არც ყველაზე ცუდი გახლდათ" - Areanapoli-მ ხვიჩას თამაში 6.5 ქულით შეაფასა.

"კვარასგან" გამორჩეულ თამაშს ვართ მიჩვეულნი, მატჩებზე უდიდეს გავლენას ახდენს. მან გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი მსხვერპლი გაიღო, მეორე გოლი ქუსლით შექმნა" - Eurosport-მა ხვიჩას 6 ქულა დაუწერა.

"კვარაცხელია რამდენჯერმე თანაგუნდელებმა არ შეიმჩნიეს, ამიტომ მატჩზე გავლენა ვერ მოახდინა. ოთხშაბათს, "ნაპოლის" "მილანთან" სხვა "კვარა" დასჭირდება" - Сalcionapoli ხვიჩას თამაშს 5.5 ქულით აფასებს.

"პირველ ტაიმში ნაკლებად აქტიურობდა, მეორე ნახევარში უფრო მონდომებული იყო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა" - Calciomercato-მ "კვარას" 5.5 ქულა დაუწერა.

"ზოგჯერ, ნერვიულობდა, ეს ჩვეული კვარა არ იყო, "ლეჩეს" მცველები ქართველს ხისტად ეთამაშებოდნენ. თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს" - Mediaset-ი ახალგაზრდა გარემარბის თამაშს 6 ქულით აფასებს.

"ლეჩემ" კვარაცხელიას ცხოვრება გაურთულა. ნიღბიანი ბომბარდირის გარეშე გუნდს 77-ე ნომერი ლიდერობს და ცდილობს სახიფათო იყოს, თუმცა გუშინ ეს არ გამოუვიდა" - Tuttomercatoweb-ისგან ხვიჩამ 6 ქულა დაიმსახურა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 74 ქულით პირველ ადგილზეა, სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "მილანის" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

zura222
კარგი ანალიზია ! მეც ამას ვამბობ რომ ისიმენის არყოფნაში ნაპოლიმ მილანში მეორე ნომრად უნდა ითამაშოს წინ მარტო ხვიჩა დატოვონ და დაცვა და განსაკუთრებით ნახევარდაცვა უნდა გაამაგრონ და ითამაშონ 4-5-1 სისტემით ან 5-4-1 და იმ 5 მცველიდან ერთი მიამაგრონ ლეაოს და აიყვანონ მკაცრად პერსონალურად ! ლეოა უმაგრეს ფორმაში ჩადგა და მილანისთვის ისაა ეხლა რაც ხვიჩა იყო ნაპოლისთვს ბევრ თამაშში --გუნდისთვის ქმნის უპირატესობებს და ეს უნდა შეუზღუდონ !
Giorgi
აქამდეც არ იმჩნევდნენ, მაგრამ არავინ წერდა პრესაში. ახლა რამდენჯერმე რომ გაშალა ხელები ეგრევე დაწერეს. ხშირად უნდა გააკეთოს ასე. პას არ აძლევენ და ფაფხურობენ.
G.LA
სხვათა შორის სანაიმ მიმართა ხვიჩას შენი პირველი გულშემატკივარი ვიქნებიო, როცა ხვიჩამ თქვა ევროპაშია ჩვენი გზაო. სერთოდ უკვე დროა მივეჩვიოთ განსხვავებულ აზრებს და ყველას შეურაწყოფა არ მივაყენოთ. ხვიჩა თავის საკეთებელს აკეთებს და გააკეთებს მოედანზე.
სოსო
ამ ხალხს,ლოზუნგების კითხვა ურჩევნია ანალიზის კითხვას!მშვენიერია!ერთადერთი რასაც შეგისწორებდი,არასაფეხბურთო ხასიათისაა.სულ ბოლოში,სიტყვა "იტოგში"-ს ნაცვლად,მისი ქართული რომ დაგეწერა "შედეგად",უფრო უკეთესი იქნებოდა.გასაგებია,რომ ჟარგონი,სხვანაირად აფერადებს სათქმელს,მაგრამ მაინც.
გელა
სკელეტონ დაკვირვებული ვარ და შენი აქ დაწერილი კომენტარების უმრავლესობა არის ერთი და იგივე შინაარსის თან ძალიან დიდი და რამის დამტკიცებას ცდილობ თუ რა ხდება??გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო არ გაგიგიაა??გამოდგები და იმხელა კომენტარებს აკეთებ ადამიანს დააინტერესებს იქნებ რამე ნორმალური ანალიზი იყოს კვარას თამაშზე ან გუნდელების მოქმედებები იყოს განხილული მაგრამ,,რისი თქმა გინდა რო კვარაზე უფრო მეტი გულშემატკივარი ხარ კვარასიი??მთელ მსოფლიოში შენზე მეტად არავის უყვარს კვარა და შენ ერთადერთი ხარ რომელიც არასდროს არ გაუკრიტიკებია კვარაა??კაი გასაგებია გვჯერა,,კი ბატონო თუ ეგრე ფიქრობ ეგრე იყოს მაგრამ ხვალ ზეგ მაზეგ ერთი კვირის, ერთი თვის შემდეგ იგივე ტექსტებს რო წერ გვახსენებ ყველას რო ეგრეა თუ რა ხდება??გამოდგები ხოლმე და იმას გვიმტკიცებ რო არსებობენ ადამიანების ჯგუფი რომლებიც აკრიტიკებენ კვარას და მისი ფეხის დაცდენას ელოდებიან რო რაიმე მაინც დაწერონ კვარაზე მაგრამ ეგ უკვე ვიცით ისედაც და შენი შეხსენება თან ყოველი თამაშის მერე აგარ გვინდა,,გამოდი და შენს კომენტარში თამაში განიხილე, კვარას თამაშს გაუკეთე ანალიზი არ ჯობიაა??!! ვიცით რო ყველაზე მეტად შენ გულშემატკივრობ კვარას და ისიც ვიცით რო ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი სანაიები ცხოვრობენ,,შენ რას ამტკიცებ შენი მოთხრობებით ის თქვი რო სინამდვილეში ერთერთი სანაია შენც ხარ და ცდილობ ამ ტექსტებით ხალხი მოატყუო რო შენ გიყვარს ყველაზე მეტაად თუ რას ცდილობ?
აგია ჩემი კომენტარი
კვარას და ოსიმენის გარეშე ნაპოლი არის არარაობა.
G.LA
რამდენიმე თანაგუნდელმა რამდენჯერმე პასი რომ არ მისცენ გუნდის ლიდერს ამას რა ქვია? რა ხდება სპალეტი დაბრმავდა? იმ მოთამაშეებმა იტალიური კითხვა არ იციან ცოტა წაიკითხონ, რომ ყველანი ვხედავთ მათ შურიანობას? ამას უკვე ვეღარ დამალავენ და ყველანი ვხედავთ. საპალეტიმ ეს თუ არ აღკვეთა, გუნდში ცუდი ატმოსფერო შეიქმნება და ეს გუნდს დააზარალებს ძალიან. ზუსტად ამ შურიანების ბრალი იყო ასე რომ იფაფხურეს და ძლივს მოიგეს. ფეხბურთელები ვინც არ არიან ყოველთვის ძირითადის შემადგენლობაში მათგან მოდის შეთქმულება, ამას მეტი სახელი არა აქვს.
gio
მართალია პასს არ აძლევენ, კარგია რომ იტალიელი ჟურნალისტები ამბობენ. ეს მწვრთნელმა უნდა დაავალოს. ასეთი თამაშით მილანს ვერ მოუგებენ
Skeleton
ძალიან ბევრი კომენტარი წავიკითხე, მათ შორის ე.წ ქართველი "ფეხბურთში გარკვეული" ცნობადი სახეების. კვარას სიზარმაცეს გაუსვა ზოგმა ხაზი, ზოგმა მის უუნარობას, უნიჭობას, ან არაგუნდურობას... უბრალოდ მრცხვენია, რომ ამ ხალხს წარმოვადგენ, რაღაც საერთო რომ გვაკავშირებს. ვფიქრობ, ერთი სული აქვთ უგოლოდ ჩაატაროს კვარამ თამაში, რადგან თავიანთი "სიბრძნეები" გარეთ გამოდონ და ასევე თავისნაირმა ბრძენებმა დაუკომენტარონ. არავინ იფიქროს, უმრავლესობას მისი კარგი ახარებდეს. ხალხი იმდენად შეეჩვია ცუდს, მართლა უნიჭობას და იმდენჯერ იძახეს, ვერაფერს მიაღწევს, ვერაფერს მიაღწევს... და ისე უნდათ ახლა თავიანთი ნათქვამები გამართლდეს, ურჩევნიათ აი ხომ ვამბობდიო იძახონ დამშვიდეულებმა, ვიდრე კარგი ან ცუდი თამაშის დროს სპორტსმენს მხარი დაუჭირონ. ყოველთვის ვხვდები, რომელი კრიტიკა არის ჯანსაღი და სპორტსმენის გამოსასწორებლად მიმართული... ისეთ თამაშშიც კი, როცა კვარა აქტიური არ არის, მაინც შეუძლია მოიტანოს შედეგი. რადგან გოლი არ გაუტანია გუშინ და მისი სახელი არ დაწერილა ტაბლოზე, ვერც კი შეამჩნიეს, რომ გამარჯვების მომტან ავტოგოლში მისი უდიდეს წვლილი იყო, როცა ქუსლით პასი დაუტოვა თავისუფალ სივრცეში მარიო რუის, ყველაზე რთული სიტუაციიდან. ეგ დიდად არც აინტერესებთ, გოლი არ გაუტანია, ესე იგი თამაში ჩააგდო და მიდის შეთხზული თეორიები... ასე იყო ინტერთან წაგების დროს, მერე სამპდორიასთან ძლივს რომ მოიგეს, ყველა კვარას აკრიტიკებდა, იუვენტუსი რომ 5:1 დაამარცხეს და მატჩის საუკეთესო კვარა გახდა მერე მოკეტეს და ვითომ გულშემატკივრები იყვნენ კვარასი. ეს ფარისევლობა ოდესმე დასრულდება? ვის რაში სჭირდებით გატანილი გოლების მერე თქვენი ყიჟინით?! შარშან ამ დროს ეგ ხალხი იძახდა ბურთის მომტანად მიჰყავთ ნაპოლიშიო. მერე ამხანაგურებში რომ გოლები შეყარა, აბა თუ მაგარია სერია ა ში გაიტანოსო, სერია ა შიც რომ გაიტანა, აბა ჩემპ. ლიგაზე გაიტანოსო... ლივერპული რომ დაამარცხა ჩემპ. ლიგაზე და აიაქსი რომ ამოტენა მერე ცოტა ხანი ენები ჩაიგდეს და ახლა ისევ აყიყინდნენ, აბა ნახევარ ფინალში გავიდეს თუ მაგარიაო. საერთოდ რომ ვერ გავიდეს ნაპოლი ნახევარფინალში, უკვე იმხელას მიაღწია კვარამ ამ გუნდთან ერთად, წლები ეყოფათ ამ ქალაქის მცხოვრებლებს ლეგენდების დასაწერად. აქ, საქართველოში კი ძაღლებივით უყეფონ მის ყოველ ნაბიჯს!!
სოსო
7,1 დან 5,5-მდე დიაპაზონში რომ შეგიფასებენ ერთსა და იგივე თამაშს,რა ობიექტურ კრიტერიუმებზე შეიძლება ლაპარაკი?სისულელეა, ეს ყველაფერი!
Charley
აქ ისეთები იწერება მგონი ნაწილმა ფეხბურთის ყურება ახლა დაიწყო. რაზე იყო აგებული ნაპოლის თამაში? ნახევარდაცვაში ბურთის სწრაფ მოძრაობაზე სამკუთხედებს აკეთებდნენ და მუდმივად სისწრაფის და სწრაფი პასის ხარჯზე ქმნიდნენ უპირატესობას, სწრაფად ადიოდა ბურთი თავდასხმაში და მერე იქ ხვიჩა ლოსანო და პოლიტანო ტექნიკის და სისწრაფის ხარჯზე ასევე ქმნიდნენ უპირატესობას და ბურთი მიდიოდა ოსიმენთან. მეორე ნაწილი თავდასხმის იყო აწყობილი ოსიმენის პირველ ბურთზე იღებდა გრძელ პასს ანაწილებდა და სწრაფ კონტრშეტევას ქმნიდა, ოსიმენი ამას უმაღლეს დონეზე აკეთებდა. და მესამე პრესინგი ამ საქმეში ოსიმენი იყო უკიდურესად ეფექტური და მთელი გუნდის აწევას ახდენდა ზემოთ ამით მოწინააღმდეგის შეტევებსაც შლიდა გუნდი და თავის კონტრშეტევებსაც ავითარებდა. პირველი სქემა მოიშალა რადგან ლობოტკა რომელიც ყველგან ასწრებდა და მინიმალური შეცდომები ქონდა ამოვარდნილია ფორმიდან და მის გარშე ეს ფორმულა ვერ მუშაობს არ თამაშდება ბურთი სწრაფად და ვერ გადადის თავდასხმაში და ხშირად იკარგება ბურთი ამის გამო. მეორე ნაწილი ოსიმენის პირველი ბურთი ასევე დაიკარგა ვიქტორას არ ყოფნაში, ასევე პრესინგი დაიკარგა იგივე მიზეზით. ანუ შეტევის 3 სქემიდან 2 ამოვარდა ოსიმენის არყოფნის გამო, და ის ერთიც ლობოტკა ანგისას ფორმიდან ამოვარდნის გამო. ოსიმენის დაბრუნება ნაწილს სქემის აამუშავებს მაგრამ თუ ლობოტკა და ანგისა ვერ იქნებიან ფორმაში გრანდებთან მოგება უფრო გამართლების თემა იქნება. ამიტომ ნაპოლიმ უნდა გააკეთოს ის რასაც ახლა მისგან არ ელიან ბურთი უნდა დათმონ და ითამაშონ კონტრშეტევებზე. ანუ გააკეთონ ის რაც მილანმა გააკეთა ნეაპოლში თორემ სამწუხაროდ მილანი სამი ნახევარმცველით ფორმიდან ამოვარდნილ ნაპოლის ცენტრში გადახსნის და კარგად მოგეხსენებათ ეს რასაც ნიშნავს სივრცეები ლეაოს და იტოგში განადგურებას.
ამი
პასს ან არ აძლევენ, ან მაშინ აწვდიან, როცა 2-3, ან მეტი მოწინაარმდეგის გარემოცვაშია და იძულებული ხდება ბურთი უკანვე დააბრუნოს. როცა მოძრაობაშია, ან სისწრაფეზე კედლის გათამაშებას ცდილობს, ვერ (არ) იმჩნევნ და ბურთი მარცხენა ფრთაზე გადააქვთ.ეს არის სპალეტის გუნდურობა? კვარა რომ ასე მოიქცეს, მთელ იტალიას შეძრავს მისი საყვედურბით.თან საწყენი ისიც არის, რომ ასე უგულოდ ის თანაგუნდელებიც იქცვიან, რომლებსაც ხვიჩამ არაერთი საგოლე პასი გაუკეთა. ძალიან საწყენია!!! ვხედავთ, რომ ამას უკვე ხვიჩაც განიცდის, მაგრამ მან, როგორც ნამდვილმა პროფესონალმა სიმშვიდე მაინც არ უნდა დაკარგოს და უფრო თავდაჯერებულად უნდა იმოქმდოს, რადგან არართხელ დაამტკიცა რომ ნებისმირ რთულ სიტუაციაში შეუძლია ყველაზე სწორი გადაწყვეტილებების მიღება. გვიყვარხარ და გვეიმედები ჩვენო კარგო ქართველო.
ბადრი
კი, აშკარაა პასს არ აძლევენ.
ტოტტი
პასს არ აძლევდენ შურთ კვარასი
გოგა
სიმიონესაც სანამ დამტვრევდნენ, როგორც კი ბურთი მიღო უნდა მიეცა კვარასთვის და გახსნილიყო, როგორც ამას ოსიმენი აკეთებს, მეორე ტაიმში დავითვალე და გამიზნულად სულ სამჯერ მიცეს პასი, ეს რარის რას ნიშნავს ვერ გავიგე, ან სპალეტი რატომ არ რეაგირებს ამაზე
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
“მახსოვს ეს ისტორია…” - უკრაინელმა ჟურნალისტმა ახსნა, რატომ არჩია წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
გაუშვებელი გუნდი გაუტანელის წინააღმდეგ! - რა უშველის საქართველოს ნაკრებს?
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
[VIDEO] "ხვიჩამ მატჩის მიმდინარეობისას ეს მითხრა და გამეცინა" - რაზე გაეხუმრა კვარაცხელია უკრაინელთა მცველს
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა