უკრაინის პრემიერლიგის მე-20 ტურში "შახტარმა" უჟგოროდში "მეტალისტს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომელმაც გასულ ტურში "ჩერნომორეცთან" სადებიუტო გოლი გაიტანა, უკვე შეუცვლელად ითამაშა და გოლის გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ 45-ე წუთზე საჯარიმოს გარედან მის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

ქართველი მწვრთნელმა იგორ იოვიჩევიჩმა ამჯერად განაპირა მცველის პოზიციაზე დააყენა და ის ჩინებულად გაისარჯა - მარჯვედ ერთვებოდა შეტევებში, თამაშს ამწვავებდა, კარგ გადაცემებს აკეთებდა და მისი პროდუქტიული გარჯა უკრაინულმა მედიამაც აღნიშნა.

გიორგი ტექნიკურია, ფიზიკურად ძლიერი, თამაშს კითხულობს, ასაკიდან და პოტენციალიდან გამომდინარე კი, ზრდის დიდი პერსპექტივა აქვს. მით უმეტეს, დონბასელები დიდი ალბათობით ისევ იასპარეზებენ ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ჩვენებურს თავის გამოჩენის შანსი მიეცემა და საჭირო გამოცდილებასაც მიიღებს.

დონეცკური გუნდი 46 ქულით ლიდერია და 12 აპრილს გასვლაზე "ლვოვს" შეხვდება.

მიხო
იმედია მანდ დიდხანს არ გააჩერებენ და ძლიერ ლიგაში ითამაშებს
გფფ
იმედია მართლა ითამაშებს თორემ ასეთი უნდა ითამაშოს იმდენი გვყოლია ვინ მოთვლის.
გივი
იმედია მალე დონეცკი რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლდება და გოჩოლეიშვილი თავისუფალი დონეცკის სტადიონზე სავსე ტრიბუნების ქვეშ ითამაშებს
geo
მაინც ვერ გავიგე ნორვეგიასთან რატო არ ათამაშა გოჩოლეიშვილი,ლოჩოშვილი,ჩაკვეტაძე. რა კარგი იქნებოდა
merabi-1960
ხარისხიანად ითამაშა. კარგი ართმევები ჰქონდა, კარგი დარტყმები(თუმცა არ გაუმართლა,ძელს გაარტყა.) სახიფათო ჩაწოდებები, მაგრამ თანაგუნდელებმა ვერ გამოიყენეს. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ შახტარი გასაგები მიზეზების გამო ისეთი ძლიერი არაა, როგორც ადრე, და თამაში ცარიელი ტრიბუნების წინ...
ამო
წარმატებები გიორგის. გვჯერა დიდ ფეხბურთს ითამაშებს.
სოსო
შახტიარში ფიზიკას თუ მოუმატებს თორემ არ დაუკლებს,ტექნიკაც აქვს,სისწრაფეც და უნივერსალურია.მანდ რომ წავიდა,ესე იგი არც შრომა ეზარება.რაღა დარჩა?რაიმე მძიმე ტრავმა არ მიიღოს და თავში არ აუვარდეს.თავში ავარდნაც,მგონი გამორიცხულია.ასე რომ ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს და აუცილებლად ითამაშებს დიდ ფეხბურთს.უნივერსალებს ხომ ოქროს ფასი აქვთ.
გოგა
თუ ქართული სენი არ შეყარა, უკვე კარგი ფეხბურთელია ეს ბიჭი
გია
ძალიან სასიხარულოა როცა საფეხბურთო ასპარეზზე ასეთი ქართველი ფეხბურთელები ჩნდებიან, რადგან ევროპული კლუბები დაინტერესდებიან სხვა ქართველი ფეხბურთელებით და გზა გაეხსნებათ ახალგაზრდა, ნიჭიერ და შრომისმოყვარე ბიჭებს.
G.LA
დიდ ფეხბურთს რომ ითამაშებს ამას ბევრი ჩვენგანი ლაპარაკობს. აღარ მახსოვ Levani სახელი კომენტების, მაგრამ მახსოვს ამ ბიჭზე დაჟინებითი კომენტარები სპორტალზე. ჩემზე ამ ბიჭმა პირევლივე ოფიციალურ თამაში დატოვა დიდი შთაბეჭდილება და დავწერე რომ ხვიჩას შემდეგ ამ ბიჭის მეიმედება ყველაზე მეტად. საკმაოდ ძლიერია ფიზიკურად, ართმევა კარგად ეხერხება, დრიბლიგიც კარგი აქვს, პასები მშვენიერი, დარტყმა კარგი. მოკლედ უნივერსალი მგონია, კი არ მგონია არის. ნაკრებში მარცხნივ ითამაშა, შახტარში მარჯვნიც წინ თამაშობდა და ახლა დაცვაში დააყენეს, ახაგაზდულში მარჯვნი თამაშობდა დაცვაში მგონი. გოჩოლეიშვილი მგონი ყველგან გაქაჩავს სადაც დააყენებენ. ახლა მთავარია შრომას არ მოუკლოს და ყველაფერი კარგად იქნება.
გიორგი
შენ გენაცვალე მაგარო ბიჭო. იცოდე, ძალიან ნიჭიერი ხარ და აუცილებლად მალე იქნები ელიტაში დიდ ფეხბურთელებთან ერთად. მხოლოდ შრომა გჭირდება ამისთვის, მხოლოდ შრომა.
Levani
ვისაც ჩემი მომენტები გახსოვთ 2 წელია ვიხვეწებოდი ამ ბიჭს ნაკრებში,თან რა პრობლემურ პოზიციაზე(კაკაბაძე სერბეთთან და მაკედონიასთან მახსოვს ცუდად) როგორც იქნა გამოიძახა,მაგრამ არ ათამაშა.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
უკრაინული კლუბები თავის ვენესუელელ ფეხბურთელებს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის უფლებას არ აძლევენ
მუდრიკი ერთი ლონდონური გუნდიდან მეორეში გადადის და ყოფილ მწვრთნელთან იმუშავებს
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა