"მილანთან", რომელთანაც სერია A-ში საკუთარ მოედანზე 0:4 განადგურდა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩებს "ნაპოლი" საკადრო პრობლემებით ხვდება. გუშინ სპალეტის შეგირდებმა "ლეჩეს" გასვლაზე კი სძლიეს (2:1), მაგრამ მათი თამაში დამაჯერებელი ვერ იყო. ჯერ კიდევ ბოლომდე გარკვეული არაა დაბრუნდება თუ არა მომავალი შეხვედრებისთვის ტრავმირებული ვიქტორ ოსიმენი და თუ დაბრუნდება, როგორ ფორმაში იქნება. თან, ტრავმა მიიღო ჯოვანი სიმეონემ და ჯაკომო რასპადორიც ვერაა ფორმაში.

Il Mio Napoli ვარაუდობს, რომ აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიას 9-იანის პოზიციაზე მოუწიოს თამაში.

კვარაცხელია "მილანთან" შესაძლო მთავარი ტაქტიკური გასაღების როლში

"ხვიჩა კვარაცხელია შეიძლება "მილანთან" მატჩში ტაქტიკური გასაღები გახდეს. სეზონის საკვანძო მომენტში "ნაპოლი" შეტევაში რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. აპრილის დასაწყისში კუნთის ტრავმის გამო ლუჩანო სპალეტი ვიქტორ ოსიმენის გარეშე დარჩა. "ლეჩესთან" ჯოვანი სიმეონე დაშავდა და არის რისკი იმისა, რომ მხოლოდ ერთი თავდამსხმელის, ჯაკომო რასპადორის ამარა აღმოჩნდნენ. მას ტრავმის გამო თვეზე მეტი გაუცდა და სასურველ კონდიციებში ვერ იმყოფება.

სიმეონეს არყოფნაში, როდესაც ოსიმენის დაბრუნება ძალიან საეჭვოა (თამაში რომც მოახერხოს, საუკეთესო ფორმაში ვერ იქნება) და რასპადორის პრობლემის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, "როსონერისთვის" ტაქტიკური გასაღები კვარაცხელიათი მოიძებნოს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ქართველისთვის უჩვეულო ამპლუაა, მისი "ცრუ ცხრიანის" პოზიციაზე გამოყენება შესაძლებელია. ნეაპოლელთა 77-ე ნომერს საამისო უნარები გააჩნია და ამ პოზიციაზე ხშირად ნაკრებშიც უთამაშია. გუშინ სიმეონეს ტრავმის მიღების შემდეგ სწორედ ცენტრალურ ზონაში მოქმედებდა. ამან შეიძლება მოულოდნელობის ეფექტით "მილანის" დაცვის დეზორიენტაცია გამოიწვიოს.

"აძურის" გულშემატკივრებს, ალბათ, ახსოვთ 2016/17 წლების სეზონი, როდესაც ანალოგიური რთული ვითარება შეიქმნა, მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ცენტრფორვარდად ამ პოზიციისთვის გამოუცდელი ფეხბურთელი დააყენა (დრის მერტენსი). ამ გადაწყვეტილებამ ბელგიელის კარიერა მნიშვნელოვნად შეცვალა და "ნაპოლის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ვინ იცის, იქნებ კვარაცხელიამ ახალ ამპლუაში ახალი როლი მოძებნოს, რაც მის თამაშს კიდევ უფრო კაშკაშას გახდის და შესაძლებლობების მეტად წარმოჩენის საშუალება მისცემს".

სიმართლე
მიქაუტაძე "პარკეტში" ძლიერია,მაგრამ მეორე სართულზე სამწუხაროდ ოსისთან ახლოსაც ვერ მივა (ფიზიკური მონაცემების გამო)...ასე რომ სრულფასოვან შეცვლაზე წერა ცოტა გადამეტრბულია
ღმერთი ჩვენკენ
ხვიჩამ მილანთან უნდა დაამტკიცოს რომ ვარსკვლავია თორემ ბოლო თამაშები ვერ იყო თავის დონეზე.რატომღაც პასებს ეგრევე უკან აბრუნებს.ალბათ ფეხებს უფრთხილდება.ოსიმენის არყოფნაში თუ არ გაიბრწყინა ნაპოლის შანსი არ ექნება.
ჟორა
სწორედ ისეთი ფეხბურთელი უნდა იყოს ცენტრფორვარდად კარგი დლიბლინგი, რომ აქვს. საჯარიმოში რომ ბურთს მოგაწვდიან მცველის მოტყუება და კარში დარტყმაა დარჩენილი, ეს კი არცერთი არ ეშლება ხვიჩას.
მეზღვაური
ლოჩოშვილმა გოლი გაიტანა სამპდორიასთან,დაწერეთ რამე!
ბექა
ხვიჩას ვგულშემატკივრობ მთელი გულით და სულით, მაგრამ... მარტო ამ ერთ გვერდზე 9 სტატიაა ნაპოლიზე საიდიანაც 6 არაფრისმთქმელი და უინტერესოა (ჩემი სუბიექტური აზრი). ამ დროს კრემონეზემ მოიგო, ლუკამ გოლი გაიტანა და თავისი გუნდის მეკარის შემდეგ საუკეთესო იყო. შემთხვევით წავაწყდი ამ ინფოს ფლეშსკორზე.
გოგია
კრემონეზემ მოიგო და ლოჩოშვილმა პირველი გოლი გაიტანა სერიაში.
ჯიჯი
კვარას როლი დიდია ნაპოლიში, მას როგორ წაუვა თამაში იმაზე იქნება დამოკიდებული მილანთან მათი წარმაატება, ოსიმენი რომ დიდი ძალაა ამაზე ვთანხმდებით, მის არყოფნაში გუნდი თითქმის გუნფს აღარ ჰგავს. არაუშავს სპალეტი ცბიერი და გამოცდილი მწვრთნელია მისგნ უნდა ველოდოთ კვარას სხვა პოზიციაზე, რაშიც დარწმუნებული ვარ 100%. ჩვენი ბიჭი ბოლო სიტყვას იტყვის მილანელებთან და ამ მცირე ჩავარდნას წერტილს დაუსვამს! კვარა შენთან არის მთელი საქართველო!
ზაზა
ნაპოლის პრეზიდენტო სასწრაფოდ იყიდეთ გიორგი მიქაუტაძე,ამაზე კარგს წელს ვერაფერს გააკეთებ,მერე გვიან იქნება,ან დაგასწრებენ,ან ძაალიან გაძვირდება,ეს ბიჭი სრულფასოვნად შეცვლის ოსიმენს პატარა ადაპტაციის შემდეგ,მე გირჩიეთ,დანარჩენი თქვენ იცით!!!
Charley
სამწუხაროდ ჩანს კვარას გამოკეტვა უფრო გაუიოლდათ მეტოქე მცველებს რატომ? იმიტომ რომ ოსიმენსაც გადაყავდა მინიმუმ 2 მცველი მისი ძალისმიერი პრესინგით ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა მათ, ეხლა კი ის გამოთავისუფლებული დამცველებიც კვარაზე გადაერთვენ აბა სიმეონე-რასპადორის ერთი კაციც ყოფნით, ოსის გარეშე ნაპოლი ძალიან ცუდად თამაშობს. მეორეს მხრივ, შესაძლოა ნიგერიელის არ ყოფნა და ნაპოლის საკვანძო ფეხბურთელების ფორმიდან ამოვარდნა, უბრალოდ, დაემთხვევაა. თუ ეს მართლაც ასეა, ნაპოლის შანსები მილანთან ვიქტორასთან ერთად, ან მის გარეშეც, მიზერულია. ფაქტია გუნდში რაღაც მექანიზმი მოიშალა. ნაპოლის შეუძლია "გადაქაჩოს" თუ ერთი ორი საკვანძო ფეხბურთელი არაა, სამი მოთამაშის ფორმაში არყოფნაც კი, მაგრამ იმას რასაც დღეს ვუყურებთ, (ლორენცო, ხვიჩას გამოკლებით) ანუ გუნდის ტოტალურ გამოთაყვანება, ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი გრანდიც აიბლანდება. მცირე იმედი მაქვს, რომ სპალოს აქვს გადანახული ტოსკანური ჩუმი "ეშმაკური" ჩანაფიქრი. აბა, ოსის ტრავმა თამაშის დროს არ მიუღია, ზელინსკი და ოლივეირა გუშინ საერთოდ არ გამოაჩინა. (ურუგვაელის მოედანზე რამდენიმე წუთით შემოყვანა, არ ითვლება). და იქნებ ყველა გაგვაოცოს კიდეც ეს მელოტის კარიერაში ყველაზე გადამწყვეტი დაპირისპირებაა და აქ გამოჩნდება მისი ტაქტიკური ნიჭი ან უნიჭობა. მაგრამ ახლა იმ აზრზე ვარ რომ თუ მილანს გასცდნენ გაჭირვებით მაინც, აი შემდეგ ეტაპზე ვინც არ უნდა შეხვდნენ, საერთოდ, არ შეიმჩნევენ.
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება