დღეს, 8 აპრილს სერია A-ს 29-ე ტურში "კრემონეზე" "სამპდორიას" ესტუმრა და მეტოქე 3:2 დაამარცხა. დავიდე ბალარდინის გუნდმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-2 გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენდა სასიხარულოდ, სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა ლუკა ლოჩოშვილმა 85-ე წუთზე ეფექტური გოლით სამპდორიელთა კარის დალაშქვრა შეძლო და ანგარიში გაათანაბრა. იტალიური მედია 24 წლის ფეხბურთელის თამაშით აღფრთოვანებულია. გთავაზობთ მათ შეფასებებს.

"მართალია, გაშვებულ გოლებში წვლილი მიუძღვის, თუმცა მისმა გოლმა მატჩის ბედი შეცვალა" - Cremonasport-მა ლუკას თამაში 6.5 ქულით შეაფასა.

"დაცვაში რამდენჯერმე დაიბნა, თუმცა მისმა გოლმა კრემონელებს იმედი დაუბრუნა, შეტევაში ეფექტურად ითამაშა" - Tuttomercatoweb-მა ლოჩოშვილს 6.5 ქულა დაუწერა.

"ლამერსის გატანილ გოლში ბრალი მიუძღვის, თუმცა შეცდომა გოლით გამოასწორა და ანგარიში გაათანაბრა" - Calciomercato-სგან ლუკამ 6.5 ქულა დაიმსახურა.

შეგახსენებთ, ჩემპიონატში "კრემონეზე" 16 ქულით მე-19 ადგილზე იმყოფება. ლომბარდიელები მომდევნო მატჩს 14 აპრილს "ემპოლის" წინააღმდეგ გამართავენ.

გელა
ლუკას მაგრად ვგულშემატკივრობ მინდა რო უმაღლეს მწვერვალს მიაღწიოს თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე,,ლუკას როგორც ქართველს მაინც უგულშემატკივრებდი მაგრამ ამას ემატება ნაკრების გულისთვის გულშემატკივრობაც რადგან მას აქვს სანაკრებო კლასი აშკარად მით უმეტეს 1-2 წელში უკვე დაგვჭირდება ახალი ცენტრალური მცველების წყვილი ან ტრიო ნაკრებში თუმცა დღესდღეობით ლუკა უამრავ შეცდომას უშვებს უშუალო მოვალეობის შესრულების დროს და იმედია მოუმატებს,,მას თავით თამაშიც გასაუმჯობესებელი აქვს და პოზიციური თამაშიც, მას იმხელა ფიზიკური მონაცემები აქვს გაცილებით მეტი შეუძლია ვიდრე სეზონში 1-2 გოლია,,თანაც გოლი მისი საქმე არაა და თუ გაუმართლა და თამაშში გოლი გაიტანა ეს უნდა იყოს ბონუსივით და არა მისი დაცვაში დაშვებული შეცდომის გამოსწორება,,იმის თქმა მინდა რო წინ გიჟივით გაქცევას გოლის გასატანად ჯობია თავის მოვალეობა შეასრულოს ხუთიანზე და მაგის პოზიციიდან გოლი არ გაუტანონ ხომ ვხედავთ იტალიელი ჟურნალისტებიც აქებენ გოლი გაიტანაო მაგრამ ყველამ აღნიშნა ისიც რო შეცდომები დაუშვა და რომ არა გამართლება და ეგ გოლი ისეთი თამაში გამოსდიოდა რო შეიძლება მწვრთნელს აღარც დაეყენებინა მომდევნოზე,,ყოველ ჯერზე გოლს კიდე ვერ გაიტანს რო გადაფაროს ეხლანდელივით შეცდომები რაც დაუშვა,,წარმატებები ლუკა და მჯერა რო შრომით მინიმუმ იმას მაინც მიაღწევ რო ნაკრების დაცვის ბურჯი გახდე და თუ ვარსკვლავობაზე და გრანდებზე გაიწიე ხო მთლად უკეთესი მაგას რა ჯობს
ზურა
არა, გასაგებია, რომ იდეალურ ფორმაში არ არის, მაგრამ ჩვენს ნაკრებში მაგის ფუფუნება გვაქვს, რომ ლუკა განაცხადში ვერ ხვდებოდეს??? მითუმეტეს მაშინ ხოჭოლავაც, რომ არ გყავს?! საერთოდ ვერ ვხვდები
პატივისცემით
ძალიან მონდომებულია. ფიზიკურად ძლიერად მომზადებული. სამწუხაროდ უამრავ შეცდომას უშვებს დაცვაში.
ხვიჩა
შენს ზონაში შენ რომ ადგილზე არ იყო, სხვამ აიყვანოს მეტოქე მაგრამ გოლი მაინც გავიდეს, შენი წილი ბრალში არ იქნება?
თენგაბი
არცერთ გაშვებულ გოლში მისი ბრალეულობა არ არის. პარტნიორების აყვანილმა ფეხბურთელებმა გაიტანეს გოლები.
ვანჩოპე
როგორ ვგულშემატკივრობ ლუკას. თავით თამაში აქვს გამოსასწორებელი და ტოპ გუნდში გადავა. მიდი ლუკა, მიაწექი. ნაკრებშიც გვჭირდები. უნდა მოუმატო
ვვვ
მიხარია, რომ გოლი გაიტანა და კრემომ მოიგო, მაგრამ ყველაზე ძაააან აღფრთოვანებული შეფასება მაინც რომელია, თქვენი აზრით?
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
ლორთქიფანიძეს "კარარეზეში" არ ათამაშებენ
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
ოფიციალურად - ლორთქიფანიძე "კარარეზეში" გადავიდა
ლოჩოშვილის "კიოლნი" "აინტრახტთან" დამარცხდა
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "გლადბახს" მოუგო
კვლავ ინგლისში - ჯეიმი ვარდის ახალი კლუბი ცნობილია
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
უკან პრემიერ ლიგაში - ვარდი სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს
"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა