„ლოს ანჯელეს გელექსის“ მოთამაშე, 36 წლის დევიდ ბექჰემი თავის ყოფილ კლუბს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ 27 წლის ჰოლანდიელის ყიდვას ურჩევს
ინგლისური ფეხბურთის ვეტერანი, ნაკრების ყოფილი კაპიტანი, დღეს „ლოს ანჯელეს გელექსის“ მოთამაშე, 36 წლის დევიდ ბექჰემი თავის ყოფილ კლუბს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ 27 წლის ჰოლანდიელი ვესლი სნეიდერის ყიდვას ურჩევს. ნახევარმცველი ძალიან კარგად იცნობს სნეიდერს, რომელიც წლების წინ მადრიდის „რეალში“ სწორედ მის შემცვლელად მიიყვანეს. ბექჰემმა თქვა:

„სნეიდერი მეტად ნიჭიერი ფეხბურთელია. ის კარგი ადამიანიც არის და დარწმუნებული ვარ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ტყუილად არ იყიდის, ის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდება. ეჭვი არ არის, ის „ოლდ ტრეფორდზე“ საქმეს გააკეთებს“.

მანჩესტერელთა ყოფილმა ვარსკვლავმა დასძინა, რომ მისი აზრით „იუნაიტედს“ აუცილებლად სჭირდება პოლ სქოულზის შემცვლელი. სქოულზმა, მოგეხსენებათ, ამ წლის გაზაფხულზე ფეხბურთის თამაშს თავი დაანება.

„სქოულზი უნიჭიერესი ნახევარმცველი იყო. ის გუნდს დააკლდება. მის ნაცვლად საგანგებო ნიჭის მქონე მოთამაშის მიყვანაა საჭირო“.

სქოულზი ბექჰემის ბავშვობის მეგობარია. ისინი „მანჩესტერ იუნაიტედის“ სკოლაშიც კი ერთად იყვნენ. მათთან თამაშობდა „იუნაიტედის“ კიდევ ერთი ფეხბურთელი, მცველი გარი ნევილიც, რომელმაც ასევე ცოტა ხნის წინ დაასრულა ფეხბურთელის კარიერა, თუმცა, როგორც ჩანს, ძმაკაცებისგან განსხვავებით ბექჰემი მოედნის დატოვებას ჯერ არ აპირებს:

„ლოს ანჯელესის გუნდთან კონტრაქტის თანახმად ბოლო წელიწადიღა მაკავშირებს, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ამერიკის ლიგაში თამაში. „გელექსის“ თავისი ხიბლი აქვს, აქ შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ და ბრუს არენაც შესანიშნავი მწვრთნელია“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა