„მანჩესტერ იუნაიტედის“ 30 წლის ფრანგმა მცველმა 24 წლის თანამემამულეს შეუთვალა, ჩვენთან გადმოდიო
„მანჩესტერ იუნაიტედის“ 30 წლის ფრანგმა მცველმა, პატრის ევრამ 24 წლის თანამემამულე სამირ ნასრის შეუთვალა, „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლაზე რომ ლაპარაკობ, მაგ კლუბში რა დაგრჩენია, ჩვენთან გადმოდიო.

ნასრი, მოგეხსენებათ, „არსენალის“ მოთამაშეა და „მეთოფეთა“ გუნდში ბოლო სეზონიღა დარჩა ჩასატარებელი.

ამრიგად, ნასრისთვის სამი კლუბი იბრძვის: ლონდონური დასატოვებლად, მანჩესტერულები კი გადასაბირებლად, თუმცა ევრა უმცროს მეგობარს არწმუნებს, რომ ტიტულების მოგებისა და სახლის თასებითა და მედლებით გავსებისთვის „იუნაიტედს“ არავინ შეედრება. მცველი ამბობს, რომ თუ ნასრის მსოფლიო დონის ვარსკვლავიბა უნდა, სწორედ „ოლდ ტრეფორდზე“ უნდა გადავიდეს.

ევრამ თქვა: „შვებულების პერიოდში მე მას ბევრი ველაპარაკე. ავუხსენი, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშს არაფერი შეედრება, ხოლო პირადად მისთვის მსოფლიო ვარსკვლავად ქცევა გადამწყვეტი მნიშვნელობის ამბავი იქნება. ასეთი ხუმრობაც გამიგია, ნასრი აშკარად პრინცია, მაგრამ მეფეობა თუ უნდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ უნდა გადავიდესო. ეს, რასაკვირველია, ხუმრობაა, მაგრამ ის სინამდვილესთან ძალიან ახლოს არის. „იუნაიტედში“ გადმოსვლა მას ჯილდოებს მოუტანს. ჩემი მაგალითი ავიღოთ. „ოლდ ტრეფორდზე“ გატარებულ ხუთ წელიწადში 12 ჯილდო მოვიპოვე. სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ რომელიმე სხვა გუნდთან ერთად იმავეს შევძლებდი.

ნამდვილად არ ვიცი ამ წუთას ნასრის თავს რა ხდება. მისი შეძენით ბევრი კლუბია დაინტერესებული და ვისთან როგორ მიდის მოლაპარაკებები ჩემთვის უცნობია, მე სამირს უბრალოდ ვუთხარი, რომ მას „იუნაიტედში“ დიდებულად დახვდებიან და მეც ძალიან დავეხმარები, რადგან ფრანგი ვარ“.

გუშინ მოგახსენებდით, რომ ნასრის „არსენალმა“ ახალი კონტრაქტი შესთავაზა და კვირაში 115 ათასი ფუნტის გადახდა აღუთქვა, მაგრამ ფეხბურთელმა უარი თქვა. რაც შეეხება კითხვას, ფეხბურთელს „სიტიში“ რა დარჩენია, მასზე პასუხი ძალიან ადვილია. „მანჩესტერ სიტიში“ ყველა ფულის გამო გადადის და ევრაც სწორედ ამას ამბობს. ფრანგ მცველს სწამს, რომ ისტლენდზე გადასვლის სხვა მიზეზი არ არსებობს.

„რასაკვირველია, თუ სამირს „სიტიში“ გადასვლა ურჩევნია, ვერაფერს გავხდები. არჩევანი მისი გასაკეთებელია, მაგრამ, როგორც ფეხბურთელი, არჩევანის წინაშე მე რომ აღმოვჩენილიყავი, „სიტისა“ და „იუნაიტედს“ შორის ულაპარაკოდ „იუნაიტედს“ ავირჩევდი. აქ მიდგომებშია განსხვავება. „სიტიში“ გადამსვლელი ფულის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს, „იუნაიტედში“ გადამსვლელი კი ფეხბურთისა და ტიტულების სასარგებლოდ. ნასრიმ ერთ ინტერვიუში თქვა, ბედნიერი ვარ ისეთი გუნდი რომ მეპატიჟება, როგორც „იუნაიტედიაო“. მოკლედ, ყველაფერზე კარგად უნდა დაფიქრდეს და თავის აგენტთან ერთად აწონ-დაწონოს რა ღირს და რა არა“.

ისე კი, ევრა, რომელიც დღეს, ახალგაზრდა თანაგუნდელს ასე დაჟინებით ურჩევს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას, შარშან ამ კლუბიდან თავად გარბოდა. ერთი წლის წინ მისი ყიდვა „ინტერსა“ და „რეალს“ უნდოდათ. მაშინ „იუნაიტედის“ თავკაცი, სერ ალექს ფერგიუსონი ევრას შინ ესტუმრა და ლამის ჰიპნოზის სეანსი ჩაუტარა.

„დიახ, შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მე წასვლა მინდოდა. ორ დიდ კლუბს უნდოდა ჩემი გადაბირება. ასეთ დროს ადამიანი სერიოზული არჩევანის წინაშე დგები. მაშინ ჩემს მდგომარეობაზე მწვრთნელს ველაპარაკე.

ცხოვრებაში ასეა, ადამიანს ცვლილება გჭირდება ხოლმე. ეს შეიძლება ოჯახური ან სხვა მიზეზით მოხდეს. ბედნიერი ვარ, რომ საბოლოოდ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ბედნიერი ვარ „მანჩესტერ იუნაიტედში“ რომ დავრჩი და ვთამაშობ“, - თქვა ევრამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე