20 წლის აფრო-იტალიელის მორიგი გამოხდომა „ლოს ანჯელეს გელექსისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ამხანაგური შეხვედრის 30-ე წუთზე მოხდა
ვისაც ინტერნეტი გაქვთ აუცილებლად ნახეთ რა სისულელე გააკეთა მარიო ბალოტელიმ. 20 წლის აფრო-იტალიელის მორიგი გამოხდომა „ლოს ანჯელეს გელექსისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ამხანაგური შეხვედრის 30-ე წუთზე მოხდა. შეხვედრა, თუ ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს, 1:1 დასრულდა და პენალტებით „სიტიმ“ მოიგო 7:6.

შევეცდებით ის ეპიზოდი აღვწეროთ: მანჩესტერელებმა „გელექსის“ კარს მოედნის სიღრმიდან შესანიშნავი, სწრაფი კომბინაციით შეუტიეს, რომლის ბოლოსაც ბალოტელი ამერიკელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ... რატომღაც შემოტრიალება და ბურთის კარში ქუსლით შეგდება მოინდომა. უნდილად გაგორებული ბურთი მიზანს აცდა, ისტლენდელთა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ კი ვეღარ მოითმინა, წამოხტა და გიჟმაჟი იტალიელი ჯეიმს მილნერით შეცვალა.

საინტერესო კადრია: ბალოტელი მოედნის კიდესთან თავის გასამართლებლად რაღაცას ამბობს, ამბობენ მწვრთნელს ეკითხება, რატომ მცვლი, რას მერჩიო, რითაც მანჩინი მთლად გამოჰყავს წყობიდან. ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამის გასწვრივ მიდის, მწვრთნელი კი რამდენიმე მეტრით უკან მოსდევს და რაღაცას უყვირის. ალბათ, იტალიურად...

თამაშის შემდეგ მანჩინიმ თქვა: „ჩვენ ვალდებულები ვართ ყოველთვის პროფესიონალები, სერიოზულები ვიყოთ. იმ ეპიზოდში მარიომ სწორედ ეს არ გააკეთა და მოედნიდან ამიტომაც გავიყვანე. მან ძალიან კარგად იცის, რომ შეცდა. ფეხბურთში სერიოზულობაა საჭირო. როდესაც გოლის გატანის შესაძლებლობა გეძლევა, ვალდებული ხარ გაიტანო. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ამბავი ბალოტელის გაკვეთილად გამოადგება. 30-ე წუთზე შეცვლა მისთვის, რასაკვირველია, სასჯელი იყო. თუმცა, რაც მოხდა, მოხდა. ჩემთვის ეს ისტორია დასრულებულია. მარიო ახალგაზრდა კაცია და ხანდახან ეშლება. ყოველთვის მზად ვარ დავეხმარო. თუ ის სერიოზულად განეწყობა და პროფესიულად მოიქცევა, მთელი 90 წუთის განმავლობაში შესანიშნავად შეძლებს თამაშს“.

„ლოს ანჯელეს გელექსის“ მწვრთნელი ბრუს არენა: „ნაღდი გოლი მეგონა. ვერ მივხვდი რა გააკეთა „სიტის“ ფეხბურთელმა, ალბათ თავი ოფსაიდში ეგონა და აღარ გაიტანა“.

საინტერესოა, რომ ამ ეპიზოდამდე 10 წუთით ადრე, „სიტი“ სწორედ მარიო ბალოტელიმ დააწინაურა. მან „გელექსის“ პენალტი გაუტანა. ანგარიში შორეული ლამაზი დარტყმით შეცვლაზე შესულმა მაიკ მაკგიმ გაათანაბრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა