ახალი სეზონისთვის სამზადისისას არნემის "ვიტესი" მოედანზე კაპიტნის სამკლავურით საქართველოს ნაკრების მცველს გაჰყავს
ახალი სეზონისთვის სამზადისისას არნემის "ვიტესი" მოედანზე კაპიტნის სამკლავურით საქართველოს ნაკრების მცველ გურამ კაშიას გაჰყავს.

თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ ეს გუნდის კაპიტნის ტრავმისა ან უთამაშებლობის გამო ხდებოდა, მაგრამ მერე შევიტყვეთ, რომ კაშია გუნდის კაპტანად აირჩიეს და ახალ სეზონში "ვიტესს" მოედანზე იგი გაუძღვება.

მოსკოვის "სპარტაკისა"და საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კონსტანტინე ბესკოვი ამბობდა, რომ ქართველებს ლიდერის ხასიათი აქვთო. ამიტომაც დანიშნა რუსებითა და უკრაინელებით სავსე საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტნად ალექსანდრე ჩივაძე, რომელიც მურთაზ ხურცილავას შემდეგ მეორე ქართველი კაპიტანი იყო. მათ ამ რანგში საბჭოთა ნაკრები მოედანზე 7 წელზე მეტ ხანს გაჰყავდათ.

როგორც ჩანს, დროს არაფერი შეუცვლია. ქართველებისთვის უცხოურ გუნდთა კაპიტნობა ბოლო წლებშიც არ ყოფილა უცხო - ალეკო რეხვიაშვილი რიგის "სკონტოს" კაპიტნობდა, გოჩა ჯამარაული - დონეცკის "მეტალურგს", შოთა არველაძე - "ალკმაარს", ლაშა ჯაკობია - "მეტალურგს", ლევან კობიაშვილი - "ფრაიბურგსა და" "შალკეს" მიუძღვოდა, ახლა კი "ჰერტას" სამკლავურით თამაშობს; ალექსანდრე იაშვილს "ფრაიბურგსა" და "კარლსრუეში" ერგო ეს პატივი.

"კრასნოდარში" გადასვლისთანავე მიანიჭეს ეს "წოდება" ალეკო ამისულაშვილს, ოთარ მარცვალაძესა და ლაშა სალუქვაძეს ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" უკაპიტნიათ; არაერთი ჩვენებური ყოფილა ვიცე-კაპიტანიც, მაგალითად, კაპიტნის სამკლავური მოურგია "მილანის" ვიცე-კაპიტან კახა კალაძეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე