გუშინ ინგლისურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლივერპული" მზადაა, "ნაპოლის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ "პარტენოპეის" 130 მილიონი ევრო შესთავაზოს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონიო გალომ გააკეთა. მისი თქმით, ქართველს მალე პირადად იურგენ კლოპი დაუკავშირდება, თუმცა "კვარას' გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ჯერჯერობით გუნდის შეცვლას არ გეგმავს.

"ეს ინფორმაცია ბრიტანელმა კოლეგებმა გაავრცელეს. სავარაუდოდ, ტრანსფერის ინიციატორი პირადად "სქაუზერთა" თავკაცი იურგენ კლოპია. ქართველის სურვილია "ნაპოლიში" დარჩეს, თუმცა მალე პირადად გერმანელი სპეციალისტი დაუკავშირდება და მის დაყოლიებას ეცდება. მოსალოდნელია, რომ "ლივერპული" ზაფხულში სატრანსფერო ფანჯარაზე იაქტიურებს. ისინი შემადგენლობის რესტრუქტურიზაციას გეგმავენ" - განაცხადა გალომ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით 32 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

გოგა
რავიცი შეიძლება ვცდები მე მაგრამ ამდენი ხალხი ერთად როგორ ვცდებით? აშკარად აიგმორებენ ამ ბიჭს და თუ ასე გაგრძელდა უნდა წავიდეს, აბა კლოპის ლივერპულში ვინმემ გაბედოს და პასი არ მიცეს, თან კლოპის დონის მწვრთნელთან ხვიჩა სულ სხვა იქნება, სპალეტის კი გაუმართლა, რო ოსი და ხვიჩამ მოაგებინეს სერია ა
გიორგი
სპალეტიმ რუი და კომპანია თუ არ გააჩერა, აუცილებლად უნდა წავიდეს.
MARGALONA
ფიზიკურად რა,სუსტია?ტრავმიანობა აწუხებს თუ რა?
კიეზა
ყველა ვარიანტში უნდა წავიდეს..რადგან ნაპოლი რასაც აკეთებს წელს..ეგ შეიძლება კარგა ხანს აღარ განმეორდეს..დაამთავრა მანდ ზრდა და გუნდიც გადაიწვა..ლივერპული კარგია..მაგრამ ფიზიკურად რავი..მენტალურად ყველა გრანდში ითამაშებს უკვე კვარა
ვერგავიგე
იტალიელების უმადურობა რაში გამოიხატება?
ნიკა
ნაპოლის კარგი რაც აქვს ესაა გულშემატკივრები და ისტორია. მწვრთნელი - ხვიჩას სტილის ფეხბურთელისთვის არაა შესაფერისი და ვხედავთ როგორ შეუცვალა სათამაშო სტილი ფეთქებადი, არაპროგნოზირებადი, შოუს დამდგმელი ფეხბურთელისგან თითქმის ლოზანო/პოლიტანოდ აქცია (უბრალოდ ხვიჩას კლასი მაინც თავისას შვება). ფეხბურთელები - ოსიმენი და დი ლორენცოს გარდა ყველა საშუალო ევროპული დონის ფეხბურთელია და ამ გუნდში სტაბილურ დიდ წარმატებებზე ფიქრი ზედმეტია. არაფერს ვამბობ რამდენიმე ფეხბურთელის (მარიო რუი, ზელინსკი, პოლიტანო . . .) ეგოისტურ დამოკიდებულებაზე ხვიჩას მიმართ, რასაც ჩვენი პროფესიონალი სპალეტი არც იმჩნევს და გუნდს აზარალებს. ასე რომ ჩემი აზრით ლივერპულში, კლოპთან ხვიჩა უნდა წავიდეს.
აჩი
ხვიჩას არ უვარგა აგენტი, გაზიკას შოფერია ჯუღელი, ან პრესა რა შუაშია სულ დაწერენ ყოველთვის თუმცა ზედმეტად ითხოვენ უკვე ხვიჩასგან ყველა თამაშში გოლს, ბიჭი გადავიდა და რასაც არ ელოდენ იმაზე მეტს აკეტებს გუნდურადაც და ინდივიდუალურადაც, ხელფასსაც შუა სეზონში ვერ გაუორმაგებდენ, ძაან ცოტა კი აქვს ისე, ასე რომ ნაპოლი ვერ ითამაშებს მომავალში ასე და ხვიჩა ლივერპულში გადავიდეს უნდა,
კახა
ხოდა ლივერპულში არის მისი დონის ფეხბურთელები
მე ქართველი ვარ
ორონდ უმადურ იტალიელებს მოცილდეს და წავიდეს ტუნდ ლივერპულსი ტუნდ რეალში..არცერთი ევროპული გრანდი არ იქნება უარზე ხვიჩა მიიღოს..
Gia
აზრზე არ ხარ ამ ცხოვრების
აბდულაის
რა შუაშია ჟურნალისტები რას წერენ და რას არა, ეგ თუ ხვიჩაზე მოქმედებს დაღუპულა და ეგაა ან ჟურნალისტებს, მითუმეტეს უცხოელებს, როგორ უნა აუგრძალო წერა?
აბდულაი
აღდგომა და ხვალეო ნათქვამია.დაანებეთ ხვიჩას თავი.რატო იცით ხვიჩაც კითხულობს ამ სტატიებს და ისიც ადამიანია ასეთი სტატიების გავრცელებით დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდება.
ირაკლი
კვარამ უკეთ იცის სად ჯობია მისთვის! ღმერთმა ხელი მოუმართოს! წარმატებები ჩვენს საამაყო ქართველ კაცს! უფალი ფარავდეს!
კახა
დიდი ხნის ლივერპულის გულშემატკივარი ვარ და ძალიანაც გამიხარდება თუმცა ჩვენ ბიჭს რეალი უნდა ოღონდ თავშეკავება არ დაიწყო ერთგული ვარ და ესეთები დიდ კლუბში უფრო მოუმატებ
გოგია
მსგავსი შინაარსის სტატია რომ დადებულიყო მაშინ, როცა ხვიჩამ წელის ტრავმა მიიღო ლივერპულთან შეხვედრაში, აბსოლუტურად სხვა შინაარსის კომენტარები დაიდებოდა. რომ მაგ დოღლიგაში რა უნდა, სადაც ასე უხეშად თამაშობენ. ეხლა კი, მარიო რუიზე გაბრაზებული, მოწადინებულები ვართ, რომ ინგლისში წავიდეს. :) ასეთი უცნაურია ცხოვრება.
სოსო
დღვანდელი ფიზიკით,ინგლისში თვითონაც იცის,რომ ვერ წავა და საერთოდაც არა მგონია,ძალიან მიუწევდეს გული,ბრიტანეთში.იმდენი ბრძოლა და ფიზიკური გადატვირთვებია,გლადიატორის მომზადება გჭირდება,რომ დარტყმებს გაუძლო.ხვიჩა კი მოთამაშე ფეხბურთელია და იქ გულში არავინ ჩაიხუტებს.მოტყუებისთანავე იქვე მისი მოჩეხვა ხომ დღევანდელი ფეხბურთელის ოქროს წესია და განსაკუთრებით ბრიტანეთში იცავენ, განუხრელად.ეგ კი არა,მილანმა რომ გოლი გაუტანათ,მილანელი ფეხბურთელი,იქვე უნდა წაექციათო,აღიარებული ფეხბურთის სპეციალისტები წერენ.რა ვიცი,ასე ლაპარაკს რომ კოსტა კურტა დაიწყებს,ამის იქით რაღა უნდა იყოს.აღარ უნდათ ნამდვილი ფეხბურთი და ეგ არის.
გულშემატკივარი
ის რომ ლივერპული უფრო დიდი გუნდია ვიდრე ნაპოლი, ამას მგონი ბევრი დავა არ ჭირდება. თანაც კლოპმა იცის ახალგაზრდებთან სათანადო მიდგომა და წესით მისასალმებელი უნდა იყოს ეს ტრანსფერი, თუ შედგება რა თქმა უნდა.
Levani
მე ვარ მომხრე ისეთ გუნდში იყოს სადაც ითამაშებს. ლივერპულში მართლაც რომ ითამაშებს თავისი კალიბრის ბიჭებთან ერთად. მარიო რუიმ და ზოგ-ზოგმა რუბინი და იევტიჩი მომაგონა მარტო დესპოტს რო აძლევდა პასების. ისედაც-პრემიერლიგაში ყოველ ჯერზე ეთამაშება სიტის,არსენალს,მანჩესტერს ჩელსის,ნოხლიერებულ ნიუკასლის და რა ვიცი-ჩიტის ადგილი ხო ცაშია. კლიმატზე რასაც წერთ რუსეთის სკოლა აქვს გავლილი,არ გვეშინია სიცივის და მეორე- ახლა დაწერენ "პროფესორები" თვით მუდრიკმა ვერ გაქაჩა და ხვიჩამ თავი შეიკავოსო. კლოპთან უფრო გაიზრდება ვიდრე სპალეტისთან, მე მომხრე ვარ წავიდეს
H
აუ ახლა რა იფრენს ბიჭო ლივერპულში?! თან ბრიტანეთს ვიზა ჭირდება. :)))
!!-s
მე არაფერი უბრალოდ შეხსენება გჭირდებათ რაშიც გიხდიან ის გააკეთოთ…
G.LA
ნაპოლი გრანდი არც მარადონას დროს იყო და არც ახლა გახდება თუნდაც ლიგა მოიგოს. ნაპოლი ასეთ დონეზე დიდ ხანს ვერ იქნება სხვა და სხვა მიზეზთა გამო. ლივერპული იყო და არის გრანდი თუნდაც ლიგის ზონაში ვერ მოხვდეს წელს. სპალეტი არ არის მაღალი კლასის მწვრთნელი, ვერ იყენებს სათანადოდ ხვიჩას და ვერ აიყვანს მაღალ დონეზე ხვიჩას. სპალეტი ვერც ფსიქოლოგია კარგი. კლოპი არის მაღალი დონის მწვრთნელი და არის კარგი ფსიქოლოგიც. კლოპი შეძლებს ხვიჩას უკეთესად გამოყენებას და უფრო მაღალ დონეზე აყვანას. რას ფიქრობს ხვიჩა ყველასთვის უცნობია, მაგრამ ნაპოლი რომ მისი ზედა დონე არ არის ამას მგონი თვითონაც უნდა ხვდებოდეს.
aburjga
თუნდაც კლიმატის გამო არ არის სასურველი მისი ნისლიან ალბიონზე გადასვლა, მაგრამ მან და ბადრიმ უკეთ იციან თავიანთი საქმე!
Lady gaga-ს
და შენ რა გიშავდება, თუ ხვიჩაზე სტატიები იდება?
აბდულაი
მართალი ხარ
აბდულაი
დაანებეთ თავი ხვიჩას...ნათქვამია ჯერ გადხტი და ჰოპა მერე დაიძახეო....ანდაზა შეძახილით ხე გაახმოოო
gaga
სად ხართ დაქირავებულო ტროლებო !!-ჰოჰო ხვიჩაზე დაიდო სტატია,დროზე კომენტარებია საჭირო
ვალერი კიკალიშვილი
ვინაიდან ძალიან მოაზროვნე გეხბურთელია და აშკარად კარგად "კითხულობს" თამაშს , აშკარაა, რომ კვარაცხელიას მაღალი კლასის ა რ ც ე რ თ გუნდში არ გაუჭირდება ადაპტაცია. აქ კითხვა შემდეგნაირად დგას - რამდენად სტაბილურად შესძლებს მისი მომავალი გუნდი ტიტულებისთვის ბრძოლას ? მარტო იყოს და მის იმედზე მთელი გუნდი - დასანანია და არც გამოვა. გვერდით მონიმუმ ორი- სამი მისივე დონის კაცი სჭირდება, რომ სხვადასხვა ტურნირების მუდმივ ფავორიტად ჩაითვალონ. ვ ა რ ს კ ვ ლ ა ვ ე ბ ი ს საკმარისად მყოლ გუნდში არის სასურველი მისი გადასვლა.
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] ისაკის გოლით - "ლივერპულმა" "ბორნმუთი" დაამარცხა
ალისონი "ლივერპულთან" კონტრაქტს კიდევ გაახანგრძლივებს? - ინგლისელი ჟურნალისტი მამარდაშვილის მომავალზე წერს
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
"მატჩის შემდეგ მამარდაშვილს ეს ვუთხარი" - დომინიკ სობოსლაი
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა