28 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ვეიკაუსლიგაში სადებიუტო მატჩში გოლი ფინეთის ჩემპიონ ჰელსინკის ჰიკ-ს გაუტანა
წარმატებული გამოდგა 28 წლის ქართველი თავდამსხმელის, ირაკლი სირბილაძის დებიუტი ვეიკაუსლიგაში (ფინეთის უმაღლესი ლიგა). ირაკლი ახლახან გადავიდა პიეტარსაარის "იაროში", პირველი მატჩი კი შაბათს ჩაატარა, თანაც, სერიოზულ მეტოქესთან - მე-17 ტურში "იარომ" ფინეთის ჩემპიონ ჰელსინკის ჰიკ-ს უმასპინძლა.

ირაკლის გუნდმა 1:0 გაიმარჯვა, ერთადერთი გოლი კი სირბილაძემ გაიტანა - 63-ე წუთზე საჯარიმოში კარგად გაიხსნა, თანაგუნდელმაც მშვენივრად უპასა და შორეულ დაბალ კუთხეში შეაგდო.

"ახალ გუნდში კპვ-დან გამანათხოვრეს, "იარო" უმაღლეს ლიგაშია და, ცხადია, აქ მეტი მოთხოვნაა. მიხარია, რომ პირველივე ოფიციალური თამაშში თავი გამოვიჩინე და, რაც მთავარია, გუნდმა ჩემი გოლით მოიგო.

"იაროში" თამაშობდა გიორგი ხიდეშელი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემს გადასვლას შეეწირა - კპვ-მ სეზონის ბოლომდე გამცვალა "იაროს" სამ ფეხბურთელში, რომელთაგან ერთი ხიდეშელი იყო. არადა, კარგი იქნებოდა, ერთად რომ გვეთამაშა.

ცხადია, ამ ტრანსფერმა გამახარა, რადგან კპვ პირველი ლიგის აუტსაიდერია, "იარო" კი ვეიკაუსლიგაში მე-10 ადგილზე იყო, ბოლო ტურში გამარჯვებით კი მერვეზე გადავინაცვლეთ.

ჰიკ-ი ფინეთის ფეხბურთის ბოლო წლების ლიდერია, ახლა ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზეა გასული, ჩემპიონატს წლეულსაც ლიდერობს და, როგორც ვიცი, ცამეტი ტური არ წაეგო. მიხარია, ასეთი გუნდი ჩემი გოლით რომ დავამარცხეთ. უფრო დიდი ანგარიშითაც გავიმარჯვებდით, არბიტრს ობიექტურად რომ ემსაჯა - ერთ ეპიზოდში მცველმა საჯარიმოში წამაქცია და პენალტი უნდა დაენიშნა, მაგრამ თამაში განაგრძო. ასეთი რამ მეორე ტაიმშიც განმეორდა, საჯარიმოში ხელით მომქაჩეს და წესის დარღვევაზე კვლავ თვალი დახუჭა. იმან უფრო გამახარა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დამასახელეს", - გვითხრა სირბილაძემ.

"იაროს" ქართველი ახალწვეული ამბობს, რომ კლუბთან შეგუება არ გასჭირვებია:"ახალ გუნდს იოლად შევეწყვე, ბიჭებს უკვე შევეჩვიე, ამ გოლის შემდეგ კი გულშემატკივრებისგანაც ყურადღებასაც ვგრძნობ."

შეგახსენებთ, რომ სირბილაძის ყოფილ კლუბში, პირველი ლიგის კპვ-ში ამჟამად გიორგი ხიდეშელი, ნიკა და ერეკლე კილაძეები თამაშობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად