სერია "ა"-ს მოგებასთან ძალიან ახლოს მყოფი "ნაპოლი", რომელსაც ბოლო დროს "მილანმა" ხასიათი გაუფუჭა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩამდე "ვერონას" უმასპინძლებს - დღეს, 15 აპრილს, სანამ ჩვენთან აღდომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვიზეიმებთ (20:00 სთ).

"ვერონა" ჩემპიონატის აუტსაიდერია და მე-18 ადგილზე იმყოფება. ასეთ დროს გუნდები თავგამოდებით იბრძვიან. მათ წინა ტურში "სასუოლო" (2:1) დაამარცხეს და წარმატებული სერია სურთ.

ნეაპოლელებს უახლოეს მეტოქესთან მშვენიერი სტატისტიკა აქვთ - 24 მატჩიდან 15 გამარჯვება. "ვერონამ" ბოლო წლებში ერთადერთხელ მოიგო, როცა 2021 წელს ირვინ ლოსანოს ადრეული გოლის მიუხედავად, მეტოქეს (3:1) აჯობა. ამავე წელს ფრე და ოთხეულს მიღმა დარჩენა ჯენარო გატუზოს გათავისუფლების ფასად დაუჯდა.

ვერონულ კლუბთან მატჩი ხვიჩა კვარაცხელიასთვის განსაკუთრებულია. სწორედ მათგან შედგა ქართველის დებიუტი იტალიის ჩემპიონატში და "კვარამ" 37-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ჩვენებურმა შემდეგ პიოტრ ზელინსკის გაატანინა, ლუჩანო სპალეტის გუნდმა კი (5:2) გაიმარჯვა.

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის დილემა ახლა ისაა, ვინ შეიძლება დაისვენოს "მილანთან" განმეორებითი მატჩის წინ და ვისი თამაში იქნება აუცილებელი. ფინიშამდე 9 მატჩით ადრე 13-ქულიანი უპირატესობა ("ლაციომ" პარასკევს მოიგო) მონატრებული სკუდეტოსთვის საკმაოდ ბევრია, როტაციის საშუალება არსებობს. რაც ნამდვილად ვიცით, ვიქტორ ოსიმენს ბოლომდე მომჯობინების საშუალება მიეცემა და ის არ ითამაშებს (განაცხადში იქნება). სჭირდება თუ არა მთლიანად დასვენება ხვიჩა კვარაცხელიას? ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვაა. სპალეტიმ დაგვიანონსა, რომ ჩვენებური სათადარიგოთა შორის იქნება და საინტერესოა, რამდენი დრო მიეცემა. მაშინ, როცა "მილანის" თავკაცი ლიგის წინ მასობრივ როტაციას აპირებს, ეს ლუჩანოსგანაც ლოგიკური იქნება.

კიმ მინ ჯე და ზამბო ანგისა ჩემპიონთა ლიგაზე დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებენ და სავარაუდოდ, ახლა სრულად დაიტვირთებიან. ამავდროულად, სპალეტის იმის გარკვევა სჭირდება, სამშაბათის დაპირისპირებაში ამირ რაჰმანს ჟუან ჟესუსი (მას მეტი შანსი აქვს) უნდა შეუწყვილოს თუ ლეო ოსტიგორი. ანგისას ნაცვლად ნახევარდაცვის ახალი სამეულის "დატესტვაც" მნიშვნელოვანია.

შეხვედრას ფედერიკო ლა პენა განსჯის, რომელიც "ნაპოლის" შეხვედრის მთავარი მსაჯი ბოლოს 2021 წლის იანვარში იყო.

პლეხანოვზე გაზრდილი
Land - ს: მართლა ლანდი ხარ, ვინცხა ხარ - თუ ხვიჩა კვარაცხელოვი გგონია!
Land
დაასვენეთ კვარაცხელოვი,ყველაფერში ჩართულია ფეხბურთის გარდა..
რა მაფიაა?
ხალხი პირველი თამაშის, 3:0 და 4:0 წაგების მერე არ ნებდება და ამან გასვლაზე 1:0 წაგების გამო გამოაგდო გუნდი )))))) დაკვირვებული ვარ და გაორება ხო არ გაქვს? ხან ადეკვატური კომენტარები გაქვს დ ახან ძაან არაადწქვატური)))) ნუ სახელი იმედია ღადაობაა
გულშემატკივარი
ჯერ ერთი რომ ლიგაზე ნაპოლის ბედი ჯერ არ გადაწყვეტილა(დაველოდოთ 18 აპრილს) მერე მეორე ამ თქვენს უარყოფით ენერგიას ნუ მოგვახვევთ!!! წარმატებები ხვიჩას და ნაპოლის!!!
ალექს
დღეს დემეს,გაეტანოს, ოსტიგარდს/ან ჟესუსს და იმ პოლონელ მცველსაც უნდა მისცეს შანსი, ანუ დილორენცო, რაჰმანი, ლობოტკა და ზიელინსკიც დაასვენოს. ელმასი და პოლიტანო ფლანგზე, წინ რასპადორი. რუიც ძირითადში ოღონდ მილანთან სათადარიგო. მთელს გუნდს დაასვენებდა ასე.
ლაშა
გგონია მილანს გარანტირებული აქვს ნახევარფინალში გასვლა?!
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ახლა გინდა დაასვენე გინდა არა. დარჩა მარტო ეს ჩემპიონატი. ლიგიდან ესენი გამოვარდნილები არიან. სპალეტის მაგარი წვრთნელობის შედეგია. აბა პიოლიმ მთელი სასტავი დაასვენა ემპოლისთან. იმიტომაა წვრთნელი უნდა იყოს გუნდში წესიერი
გენო
უნდა დაასვენოს. ძაან დატვირთული გრაფიკი აქ ზოგადად ნაპოლის...
კაირა
ან ასვენებს და ან ტაქტიკის შეცვლა უნდა, მილანის წინ.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა