ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რეგიონალური განვითარების პროგრამას მორიგი ვიზიტისას ფედერაციის პრეზიდენტი შეუერთდა

რეგიონალური განვითარების პროგრამას მორიგი ვიზიტისას ფედერაციის პრეზიდენტი შეუერთდა

რეგიონებში კალათბურთის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით მორიგი ვიზიტები რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში განხორციელდა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რეგიონალური განვითარების დეპარტამენტი ფიბას ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან (Youth developmant Fund) თანამშრომლობით წლებია, აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს, რომელმაც ფედერაციაში ახალი პრეზიდენტის, ვიქტორ სანიკიძის მოსვლის შემდეგ მეტი ხელშეწყობა მიიღო და გაფართოვდა.

ბოლო 4 თვეში პროგრამის ფარგლებში აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელობა კახეთში, ქვემო ქართლში, აჭარაში, შიდა ქართლში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში იმყოფებოდა. რამდენიმე მათგანში ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ონიანი და მისი თანამშრომლები მიმდინარე წელს უკვე მეორედ იმყოფებოდნენ, ხოლო ბოლო და ყველაზე შორი ვიზიტისას, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთ-იმერეთში მათ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძეც შეუერთდა.

განსაკუთრებით ნაყოფიერი ფედერაციის ხელმძღვანელობის ქვემო სვანეთში სტუმრობა გახლდათ, სადაც ახლო წარსულში ცნობილ კალათბურთელებს – ვიქტორ სანიკიძესა და ნიკოლოზ ცქიტიშვილს, ახალგაზრდები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.

ლენტეხში ვიზიტი იმით უფრო იყო მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს რეგიონებს შორის სვანეთი ყველაზე ნაკლებად განვითარებულია კალათბურთის მხრივ და სწორედ ფედერაციის ხელმძღვანელობის ჩასვლით იქ ამ პრობლემის მოგვარება დაიწყება. ამის მყარი გარანტიები ვიქტორ სანიკიძემ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერისგან, გიორგი ონიანისგან მიიღო. შეხვედრას, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან ქალაქის მუნიციპალიტეტში გაიმართა, მერთან ერთად მისი მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი და საკრებულოს წევრი ირაკლი ქურასბედიანი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე რეგიონში კალათბურთის განვითარების გზებსა და კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრეს, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების და ახალშექმნილი ადგილობრივი კალათბურთის ფედერაციის ხელშეწყობით განხორციელდება.

რეგიონალური კალათბურთის ფედერაცია, რომელიც ლენტეხთან ერთად მესტიასაც მოიცავს, ლენტეხში გაზრდილმა, ამჟამად კი ეროვნულ ფედერაციაში რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა ონიანმა ჩამოაყალიბა. ფიბას შესაბამის ფონდთან თანამშრომლობითა და ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით, შალვა წლებია, აქტიურად ზრუნავს კალათბურთის საქართველოს მთელი მასშტაბით განვითარებაზე და ამიერიდან მას რეალური ბერკეტები ეძლევა საიმისოდ, სპორტის ამ სახეობის წინსვლას მშობლიურ მხარეშიც შეუწყოს ხელი.

მერიიდან ლენტეხის სტუმრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტულ დარბაზში გადაინაცვლეს, რომლის პრიორიტეტიც აქამდე ჭიდაობა-ძიუდო და მეკლდეურობა იყო, თუმცა მიმდინარე რეკონსტრუქციის შემდეგ იქ კალათბურთის სტანდარტული მოედანიც მოეწყობა და ადგილობრივ ახალგაზრდობას სისტემატურად ვარჯიშის საშუალება მიეცემა. ამის გარდა, დაგეგმილია ლენტეხის ტურისტული კუთხითაც გააქტიურება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და იქ საკალათბურთო, ზოგადად, სპორტული გუნდების შეკრებებისა და ტურნირების მოწყობა.

ლენტეხში ჩასულმა ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა მთელი რეგიონისთვის საკალათბურთო ინვენტარი – სათამაშო ბურთები, საკალათბურთო ფარები, სათამაშო ფორმები, ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის დრიბლინგის დასახვეწად საჭირო სპეციალური სათვალეები, სამწვრთნელო საქმიანობისთვის საჭირო დაფები, სასტვენები და სხვადასხვა საჭირო ატრიბუტიკა ჩაიტანეს.

ლენტეხიდან ფედერაციის წარმომადგენლებმა ცაგერში გადაინაცვლეს, სადაც ასევე არ არსებობს სტანდარტული საკალათბურთო დარბაზი, თუმცა, ლენტეხის მსგავსად, ამ ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მზაობა გამოთქვეს, ამ მიმართულებით აქტიურად იმუშაონ. ცაგერში ჩამოსულნი იყვნენ ზემო და ქვემო რაჭის – შესაბამისად, ონისა და ამბროლაურის საკალათბურთო სკოლების მწვრთნელები, რომლებმაც ზემოთ ნახსენები ინვენტარი მიიღეს.

ცაგერში წამყვანი სპორტული სახეობა ფრენბურთია. ამ ქალაქის ვაჟთა გუნდი ქვეყნის რამდენიმეგზის ჩემპიონია და ცენტრალური დარბაზიც ფრენბურთის თარგზეა მოჭრილი, თუმცა ნაგებობას მულტიფუნქციური პერსპექტივა გააჩნია და ამ მიმართულებით მუშაობის შემთხვევაში, ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას ყველა საჭირო ინვენტარით დახმარება აღუთქვეს. ფედერაციის წარმომადგენლებთან შესახვედრად დარბაზში იმყოფებოდა ცაგერის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, რომელმაც სტუმრებს რეგიონში კალათბურთის განსავითარებლად მუშაობა და სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერა აღუთქვა.

ვიქტორ სანიკიძემ, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა და რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ადგილობრივებთან ერთად ფრენბურთის საჩვენებელი მატჩი გამართეს და პირობა დადეს, რომ შემდეგი ვიზიტისას ცაგერის დარბაზში კალათბურთს ითამაშებდნენ.

ორდღიანი ვიზიტის მორიგი გაჩერება ქუთაისი გახლდათ, სადაც კალათბურთი დედაქალაქის შემდეგ ყველაზე მეტადაა განვითარებული. იმერეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბუბა კვიმსაძე, ქუთაისელი, წყალტუბოელი და რეგიონის სხვა ქალაქების მწვრთნელები ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათგან იგივე ინვენტარი მიიღეს, რაც სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში დარიგდა.

რეგიონალური განვითარების პროგრამა ჩვეული რიტმით, აქტიურად გაგრძელდება და შემდეგი ვიზიტები საქართველოს სამხრეთ რეგიონებში განხორციელდება.

GBF

• ბებერი

ქ.ონი მიტოვებული ყველასგან და ყველაფრისგან კალათბურთის მხრივ. დარბაზი ნული ფარები ნული და ასე შემდეგ,რომ არაფერი ვთქვათ თვითონ იატაკზე.კატასტროფის მიჯნაზეა და რატო რატო ქ.ონმა რა დააშავა სადც სხიერელი დაიბადა მარკოიშვილი და კიდო ბევრი გაიზარდა რატო რატო არ აქცევენ ყურადღებას

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია

ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს

ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ

როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?

პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...