ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა კლუბი პირველ აქციას "ზესტაფონი"-"შტურმის" მატჩისთვის გეგმავს
ორიოდე დღის წინ ვწერდით, რომ დაფუძნდა ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა კლუბი "ჯვაროსანი", რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ითანამშრომლებს. "ჯვაროსნებმა" მიზნად დაისახეს: ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების აქტიური მხარდაჭერა, ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაცია, გულშემატკივრების სტადიონზე მიზიდვა, სოციალური პროექტების განხორციელება, გუნდების ფანკლუბთა დახმარება.

ცხადია, ეს მოსაწონი ამბავია და მოვიწონეთ კიდეც, მაგრამ კითხვაც დავსვით - რამდენჯერაც ფედერაციის პრეზიდენტი შეიცვლება, იმდენი გულშემატკივართა კლუბი უნდა დაარსდეს, ან რა განასხვავებს ახალს ძველისგან, უკვე არსებულისგან?

წერილს "ჯვაროსნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი გოჩა თანდარაშვილი გამოეხმაურა, ცნობილი შოუმენი, რომელიც ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია: "კარგად მესმის, რომ ასეთი კითხვა საზოგადოებაში არსებობს და ამიტომაც მსურს ვთქვა - "ჯვაროსანის" დაარსებაში ფედერაციის პრეზიდენტის შეცვლა არაფერ შუაშია, რადგან ფანკლუბი ფედერაციაში არ ჩამოყალიბებულა და დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც მხოლოდ ითანამშრომლებს ფედერაციასთან, ეს კი საქმისთვისაა უკეთესი.

პარტნიორული ურთიერთობა გვექნება, მაგრამ მათ ჯიბეზე ჩამოკიდებული არ ვიქნებით. ზვიად სიჭინავას ვუთხარით, რასაც ვაპირებდით და რაღაცებში დახმარებას დაგვპირდა. ნახა, რომ არც ფულის სათხოვნელად მივსულვართ, არც გასართობად და საქმის კეთება გვინდა. ნაკრების თამაშზე გულშემატკივარი ყოველთვის მივა, ჩვენი მთავარი მიზანი ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციაა..

ახალი ფანკლუბი კი იმიტომ ყალიბდება, რომ ძველი, სამწუხაროდ, აღარ არსებობს. შესაბამისად, ძალების გაერთიანებაც არ გამოდის და, სიმართლე გითხრათ, ნორმალურად არც არასდროს არსებულა. ერთი ის იყო, რომ გვაძლევდნენ ბილეთებს და ხალხის მოყვანას გვთხოვდნენ. ამიტომ ახლა ცალკე გავაკეთეთ მე და ჩემმა მეგობრებმა, სხვაზე რომ არ ვიყოთ დამოკიდებული. თანაც, ეს არ არის მხოლოდ ნაკრების ფანკლუბი, აქცენტი ეროვნულ ჩემპიონატზე გვექნება - გვინდა, ხალხი შეძლებისდაგვარად მოვიზიდოთ, გუნდების ფანკლუბთა ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი, - ამბობს თანდარაშვილი.

მისი თქმით, პირველი აქცია 26 ივლისისთვის დაიგეგმა:"ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპის მატჩი "ზესტაფონსა" და "შტურმს" შორის თბილისში გაიმართება. უეფამ ფედერაციას "ზესტაფონის" დახმარება სთხოვა, ფედერაციამ კი ხალხის მობილიზებისთვის ჩვენ მოგვმართა. ცოდოა გუნდი, უაზრობის გამო დაიჩაგრა და თბილისელმა ქომაგებმა უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ამ კლუბის ბედი ზესტაფონელებზე არანაკლებ გვაღელვებს.

ხალხმრავალ ადგილებსა და ღონისძიებებზე - კუს ტბაზე, თბილისის ზღვაზე, ლაგუნა ვერეზე, "არტგენზე" - ფლაერების და საინფორმაციო ფურცლების დარიგებას ვაპირებთ; თამაშის დღეს ქუჩებში მსვლელობას მოვაწყობთ, შევეცდებით, ხალხი რეგიონებიდანაც შევკრიბოთ. ქართული სპორტის ქომაგები დაგვიკავშირდნენ, მოგეხმარებითო. ერთად წავალთ ვარჯიშზეც, მატჩზეც და დავეხმარებით "ზესტაფონის" ფანებს. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით 26 ივლისს ეროვნულ სტადიონზე "ზესტაფონის" მეთორმეტე მოთამაშე ვიქნებით."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gaga
კაი რა ერთხელ მაინც როგორ ვერ უნდა გავიდეთ ამ ჩემპიონთა ლიგაზე რატომ უნდა მოგიგოს ვიღაც ავსტრიის გუნდმა ვერ ვხვდები აუ ავსტრისს გუნდი და ის და ეს წავა ლაპარაკი, რატომ უნდა გაჯობოს შენც ორი ფეხი გაქვს მაგათნაირად და ორი ფეხი ისიც ადამიანია და შენც ერთხელ მაინც ხომ უნდა ქნა რამე
dtio
კარგია რომ ქართული სპორტის ქომაგებთან თანაშრომლოდ, ეგ ხალხი აშკარად დიდ საქმეს აკეთებს და ერთმანეთის გვერდში დგომით მეტი მიიღწევა. ვიცი რომ ასევე ზესტაფონის ფანკლუბი, მეტალურგის და ასევე ტორპედოსიც 26ში აქტიურად დაგიდგებიან გვერდში, ერთად ვიდგეთ ქართველებო და ჩვენი დამარცხება ძალიან ბევრს გაუჭირდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა