Geo Team-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ყველაზე ცნობილ სპორტულ ჟურნალისტთან, ფაბრიციო რომანოსთან ჩაწერა. იტალიელმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. გთავაზობთ სრულად:

- როგორც მახსოვს, 2021 წელი იყო, როდესაც პირველად ისაუბრე. შეგიძლია გაიხსენო, როდის აღმოაჩინე პირველად?

- პირველად ეს 2021 წლის ზაფხულამდე მოხდა, აპრილში ან მაისში. ფეხბურთში ბევრ ადამიანს ვიცნობ და ხშირად მიწევს მათთან საუბარი. საქმე მხოლოდ ნიუსებს არ ეხება. მაშინ ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა მირჩია, რომელიც აგენტია, მითხრა, რომ ამ ბიჭით დავინტერესებულიყავი, რადგან რაღაც საოცრება იყო. შენ მას ყველგან შეხვდებიო. ევროპული კულტურისთვის არ არის მარტივი, ენდო ასეთ მოთამაშეებს ასეთი ჩემპიონატებიდან. ჩვენ მათ მხოლოდ მაშინ ვენდობით, როცა ისინი არიან პრემიერლიგაში, ლა ლიგაში, ბუნდესლიგაში, სერია A-ში. რთულია ასეთი მაღალი დონე ამ ჩემპიონატებს მიღმა აღმოაჩინო. როდესაც პირველად "კვარას" ვიდეო ვნახე, მე მიყვარს ზოგჯერ სკაუტინგის ჩატარება, ნიუსების გარდა მინდა, რომ უშუალოდ ფეხბურთშიც ჩართული ვიყო, არამხოლოდ ვთქვა თუ ვინ სად გადადის. "კვარას" ვიდეო როდესაც ვნახე, გავოცდი. ვთქვი, რომ ის გასაოცარი მოთამაშეა. ამიტომ მისთვის თვალის მიდევნება დავიწყე. შემდეგ მომდიოდა შეტყობინებები, როდესაც მისი სახელი "ნაპოლის", "იუვენტუსს", "ტოტენჰემსა" და სხვა ბევრ კლუბს დაუკავშირეს. მე ვამბობდი, შეხედეთ ამ ბიჭს, ის განსაკუთრებულია. "ნაპოლის" ფანები ხშირად მიგზავნიან ამ ვიდეოს.

- როგორ ფიქრობ, შეუძლია "კვარას" მომავალში "ოქროს ბურთის" მოგება?

- ვფიქრობ, მას ექნება ამის შანსი, ასეთი დონის მოთამაშეებს ყოველთვის აქვთ შანსი - "კვარა", ვინისიუსი, ლეაუ, ისინი განსაკუთრებული ფეხბურთელები არიან. უნდა დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება მათი კარიერა. მაგრამ როდესაც თამაშობ მაღალ დონეზე, ხარ სწრაფი, შეგიძლია ხალხში განსაკუთრებული მომენტები აღძრა, როგორც ამას ხვიჩა აკეთებს, მაშინ აუცილებლად მიიღებ შანსს. დიახ, ამის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ მარტივი არ იქნება, რადგან თანამედროვე ფეხბურთში უამრავი ფანტასტიკური მოთამაშეა და ასევე ბევრი რამ დამოკიდებულია მასზე, თუ როგორ წაიყვანს ის თავის კარიერას. მაგრამ მის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება. თუ ის სწორ არჩევანს გააკეთებს... გეტყვით რას ვფიქრობ მის შესახებ, გარდა "ოქროს ბურთისა", ტიტულებისა და მსგავსი საკითხებისა, ჩემი აზრით, ხვიჩას აქვს ის, რაც არ აქვს ბევრ სხვა მოთამაშეს. მას რაღაც ძველებური მაგია გააჩნია. ის ძველებური სტილის მოთამაშეს ჰგავს. როცა "ნაპოლი"-"ატალანტას" მატჩს ვუყურებდით და მან ის გოლი შეაგდო, მამაჩემმა მითხრა, ასეთი რამ 40 წელია არ მინახავსო. მას ბევრი ფეხბურთელი უნახავს გასული 30-40 წლის განმავლობაში. მე ისინი არ მინახავს, რადგან თვითონ ვარ 30 წლის, მაგრამ მამაჩემმა მითხრა, რომ სავარძელზე ვხტუნავდიო, რადგან გასაოცარია იმის ხილვა, როცა ფეხბურთელი ასეთ რაღაცებს სჩადის. ეს არის ძველებური ფეხბურთის თანამედროვე ფეხბურთთან სინთეზი. ის მართლაც რაღაც განსაკუთრებულია.

- "კვარას" გარდა, რა შეგიძლია გვითხრა სხვა ქართველ ფეხბურთელებზე?

- თქვენ ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი გყავთ. მსოფლიო მოძრაობა ვითარდება. რასაც ხვიჩა აკეთებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის უკვე ქართული ფეხბურთის სახედ ჩამოყალიბდა, თუმცა მამარდაშვილიც ასევე ფანტასტიკურად დგას კარში. ის მომავალშიც აუცილებლად მოხვდება ნიუსებში. იტალიაში გვყავს ლოჩოშვილი, "კრემონეზეში", რომელიც ასევე მშვენივრად ართმევს თავს, ძალიან კარგი მოთამაშეა. მსოფლიო მოძრაობა ვითარდება და ვფიქრობ, ძალიან კარგია. მამარდაშვილით "ლესტერია" დაინტერესებული და მოლაპარაკებებს აწარმოებს. ისინი ახალ მეკარეს ეძებენ და უნდათ მისი შეძენა. აქ მნიშვნელოვანია, მოახერხებს თუ არა "ლესტერი" პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებას. ახალი მწვრთნელი ჰყავთ, ვნახოთ, როგორ წავა საქმე. ასევე მსმენია მის მიმართ ინტერესზე "ტოტენჰემისა" და "ჩელსისგან". ჯერჯერობით ორივე გუნდში გაურკვეველია, ვინ იქნება მათი მწვრთნელი მომდევნო სეზონში. ასე რომ, უნდა დაველოდოთ, რას იტყვის ახალი მენეჯერი, როგორი ტიპის მეკარე ენდომება, მაგრამ ის ნამდვილად იქნება ერთ-ერთი მოთხოვნადი მეკარე მარკეტზე. არა მგონია, ის "ვალენსიამ" დაიტოვოს. მძიმე სეზონის შემდეგ მათ ახლა ფული სჭირდებათ შემადგენლობის განახლებისთვის. ვფიქრობ, მას დიდი შანსი აქვს, მოხვდეს პრემიერლიგაში. ჩემი აზრით, ნიუსებში ერთ-ერთი მეკარე სწორედ ის იქნება "ბრენტფორდის" დავიდ რაიასთან ერთად.

იმედი მაქვს მოვახერხებ ხვიჩასთან შეხვედრასაც. მე ნეაპოლიდან ვარ და ძალიან მახარებს ბედნიერი ქალაქის, ბედნიერი ხალხის ხილვა. მე ნეაპოლიდან ვარ და კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს ეს მათთვის. მე იქ გავიზარდე, ჩემი ცხოვრების 18 წელი იქ გავატარე, იქ ცხოვრობს ჩემი ოჯახი. დამიჯერეთ, ის დღეს ქმნის რაღაც განსაკუთრებულს, თუმცა მისი სახელი სამუდამოდ დარჩება. ამის თქმა კი ბევრ სხვა მოთამაშეზე შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ უფრო დიდ გუნდებში უთამაშიათ, თუმცა, თუ "ნაპოლიში" რაიმე განსაკუთრებულს შექმნი, შენ არასდროს დაგივიწყებენ. ასე რომ, ის დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრებათ.

რა მაფიაა?
ჩემი აზრით "დარჩეს მხოლოდ როგორც ტოტი" ცოტა უხერხულია... ბევრ, ძალიან ბევრ ოქროს ბურთის მომგებ ფეხბურთელებზე დიდია ტოტი, და ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა რომ ადრეულ წლებში საკმაოდ ბინძური მოთამაშე იყო...
G.LA
ტოტიმ თავის თავი შესწირა რომას. ტოტი მაგარი ფეხბურთელი იყო მაგრამ დარჩა რომაში მაშინ როცა რეალი ეპატიჟებოდა. რომაზე აბოდებდა ბავშვობიდან. ნეაპოლის ხალხს მართლაც ძალიან უყვართ ხვიჩა და ეს ძალიან მაგარი რამეა. ასეთი სითბო მართლაც არ ექნება არსად ხვიჩას. მაგრამ ხვიჩასთვის ნაპოლი არ ყოფილა ოცნება და ეს არის სიმართლე. ვერც ვერავინ ვერ მოსთხოვს შეეწიროს ნაპოლის. გრანდში თუ არ გადავა ისე მწვერვალზე ვერ ავა ხვიჩა. თუ მოუნდება დარჩეს როგორც ტოტი მხოლოდ და მეტი არაფერი, მაშინ ნაპოლი კარგი ადგილია.
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა