ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "მილანისა" და "ნაპოლის" (1:0) დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, "როსონერისთან" მატჩში ხვიჩა კვარაცხელიასა და სტანისლავ ლობოტკასგან უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა.

"ნაპოლიმ" კარგად ითამაშა, წაგებას არ იმსახურებდნენ, მათ შესანიშნავი მომენტები ჰქონდათ. "პარტენოპეის" ოსიმენის გარეშე თამაში უჭირს. მეგონა, რომ "კვარა" და ლობოტკა უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებდნენ. ვიქტორი მეტოქის ნახევარმცველებს თავისკენ იტყუებს, თანაგუნდელების კარგ თამაშს სწორედ ნიგერიელი განაპირობებს.

დარწმუნებული ვარ, შემდეგ ეტაპზე სპალეტის გუნდი გავა.

ამბობენ, რომ რაფაელ ლეაო ჩემპიონი და ფენომენია, თუმცა პორტუგალიელი მცველებს საერთოდ არ ეხმარება, ეს კი მაბრაზებს. "ნაპოლის" პრობლემები არა ლეაომ, არამედ ბრაჰიმ დიასმა შეუქმნა" - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 18 აპრილს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

ამატაკი
უნდა აღინიშნოს, რომ კასანო საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელი იყო და მან ერთერთმა პირველმა აღიარა ხვიჩას ფენომენი, ასევე იწინასწარმეტყველა ნაპოლის დიდი წარმატება მიმდინარე სეზონში. ის კვარას გულშემატკივარია და ისევე როგორც მრავალ ჩვენთაგანს, მასაც სურს ქათველი ფენომენის მუდმივად ფეერული შესრულება. მაგრამ მოდი ასე შევხედოთ: ლიგის მეოთხედფინალის პირველი თამაშია. მწვრთნელმა განსაზღვრა თამაშის ტაქტიკური მონახაზი ამ მომენტისათვის. კვარასთვის პირველი სეზონია და ის ჯერჯერობით არ წარმოადგენს გუნდისათვის უპირობო და მტკიცე ავტორიტეტს. გუნდში მრავლადაა ამბიციური ხალხი. აიღო თამაში საკუთარ თავზე ნიშნავს დაარღვიო ბალანსი, არიო ხაზები. ეს ევროპის ლიგაა და არცერთ ფეხბურთელს არ აქვს გარანტია, რომ გამოგივა ამ სიტუაციაში თამაშში გადამწყვეტი გარდატეხის შეტანა. მეორე მხრივ კი შეიძლება გუნდს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენო. ვაღიარებ რომ თავიდან მეც ვფიქრობდი, რომ სპალეტი უზღუდავდა ხვიჩას მოქმედების თავისუფლებას. ეხლა კი ვთვლი, რომ სწორედ ის მისცა, რაც კვარას დიდი ფეხბურთელების კოჰორტაში შეიყვანს: ასწავლა თამაშის წაკითხვა.რაც ყველაზე მეტად ფასობს თანამედროვე ფეხბურთში. სანახაობა კი ზოგჯერ გამოვა, ზოგჯერ არა. საბოლოო ჯამში მიწეულ შედეგებს აქვს კონკრეტული საზომი: ტიტულები.
დავითი
რატომ მარტო სუსტ გუნდებთან, ლაციოსთან? ლივერპულთან?
საჩინო
კატეგორიულად არ ვეთანხმები ხვიჩას კრიტიკას :ხვიჩას სჭირდება გუნდისგან დახმარება ,რომ მისი თამაში ფეერული და რაც მთავარია შედეგიანი იყოს.ისთ შეზღუდულ სივრცე-გარემოში უწევს მოქმედება ,რომ უკეთესი შედეგების მიღწევა ყოვლად შეუძლებელია.არსებობს მეთოდები გუნდისგან მისთვის ხელის შეწყობის და შესაბამისად დიდი სარგებლის მიღების ,თუმცა ეტყობა ამის შესახებ სპალეტიმ არაფერი იცის,სამწუხაროდ .
Miro
კრიტიკა არ უნდა გვეწყინოს.მსგავს თამაშებში უნდა აიღოს მოთამაშემ ინიციატივა საკუთარ თავზე და ეცადოს თამაშში გარდატეხის შეტანა.რაც არ გმოუვიდა,ისევე როგორც ზოგიერთ სხვა თამაშში.ძლიერ გუნდებთან უნდა გამოიჩინო თავი,თორე მარტო ლეჩესთან და კრემონეზესთან თავის გამოჩენა არ არის საკმარისი.კვარა ტალანტია,მაგრამ ბევრი სამუშაო აქვს კიდე და ეს საწყენი არაა.არ უნდა შევქმნათ გადაჭარბებული მოლოდინები და შეფასებები.

გადამწყვეტი როგორ იქნება, ცენტრალური ფეხბურთელია და ცენტრში თამაშობს ოსის ადგილას ? ან მის მიერ ჩაწოდებულ პასებს იყენებს ან ელმასი და ან ვინმე ? ან კი აძლევენ იმდენ პასს რუი და ძმანი მისნი. ათ მილიონიანმა ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონობა მოგაპოვებინათ ოსიმენ-ლობოტკასთან ერთად, ხომ არ დაგავიწყდათ რამდენი აქვს ხელფასი ხვიჩას და რამდენი გადაიხადეთ მასში ????????????????/
სიმართლე
საოცრება ის არის, ნაპოლი იტალიის ჩემპიონი რომ ხდება. ეხლა ისიც არა თქვა, ხვიჩას წვლილი არაფერიაო. ცოტა თავში ხომ არ აგიარდათ და ლიგის მოგებაც ხომ არ გინდათ. არ იყო კვარა და რასაც იგებდით კატგად იცით უმადურებო...........
გულშემატკივარი skeleton-ს
როგორც ყოველთვის გეთანხმებით!!! თქვენ აღნიშნეთ რომ აღარ გსურთ ქართული კომენტარების წაკითხვა,მე კი სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს და თქვენნაირად საღად მოაზროვნე ადამიანების კომენტარებს:))) მადლობა!!!
რუსთავი
ხვია თავისუფალი, ლაღი მოთამაშეა თამაშში უნდა გააკეთოს 8-9 დრიბლინგი და გამოქცხობს აქედან 2-3 გოლს ან საგოლე პასს, სპალეტი ბევრ ბიუროკეატიას ავალებს დააბრკოლებს ასე ვთქვათ დავარცხნილ ტაქტიკურ ფეხბურთს ავალებს რაც კარგია როცა ნაპოლი დომინანტია და ყველაფერი გამოსდის მაგრამ როცა აგებს ან არაფერი გამოსდით ამდროსაა საჭირო თავისუფალი ხვიჩა უნდა წავიდეს დრიბლინგებზე უკან პასების ნაცვლად რის ნებასაც სავარაუდპდ სპალეტი არ აძლევს.
გიორგი
მართალია ეს კაცი. ასეთ დროსაა გატანა აუცილებელი და არა მაშინ, როცა გუნდი სამი ბურთით რომ იგებს. ხედავთ, როგორ გაიზარდა ოსიმენის აქციები? კვარა რომ არ იყო, გუნდმა სამივე თამაში პირწმიდად მოიგო. დღეს კი ოსიმენის გარეშე უჭირს.
ამაშია საქმე
მარტო კასანო კი არა მთელი საფეხბურთო სამყარო ხვიჩასგან მეტს ელოდება და იმედი თუ გაუცრუა ყველას გული დაწყდება იმიტომ რომ გამოჩნდა ისეთი ლამაზი სტილის ფეხბურთელი რომლის საყურებლად ხალხი სტადიონებზე დადის.მე მგონია რომ ხვიჩა მეტად ემოციურია რაც ხელს უშლის.ამიტომ ყველამ გავამხნევოთ და შეუძახოთ მიდი ხვიჩა გაგვახარე.
Ggg
Kasanos expertoba ar gaishvas. Magdens tu xvdebi pirvel rigshi spaleti unda gaakritiko pass rom ar adzleven. Ager leaos mteli gundi sivrceebs untavisuflebs mcveltan marto rom darches, xvicha ertiertze rom gadis mashinac ar adzleven pass. Kasano tu expertobaze gaqvs pretenzia tvalebi gaaxile, tu ubralod ybedob eg sxva saqmea.
Skeleton
როგორც ვაკვირდები უმრავლესობისთვის თამაშის ხარისხს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ხალხი ეგრევე გამარჯვებულის მხარეს დგება და მერე ერთმანთს ყვებიან დამარცხებულის კრიტიკაში. ხვიჩას თამაშს რა აქვს გასაკრიტიკებელი, ვისაც ფეხბურთი ესმის, მისი თამაშის ხარისხზე როგორ უნდა თქვას, რომ რაღაცას ვერ აკეთებს. ის გოლი პირველივე წუთზე რომ გაეტანა ეგრევე ხომ ცაში აიყვანდით, ლეაომ უფრო ხელსაყერელი პოზიციიდან ააცილა და მერე კუთხურის ალამიც მიალეწა ზედ მარა იმაზე არაფერი უთქვამთ, რადგან მისმა გუნდმა გოლის გატანა მოახერხა. აქ მარტო კვარას შეცდომები ირჩევა ყველაზე კრიტიკულად. იმაზე რატომ არაფერს იძახით, რამდენი ჩაწოდებილი 100% იანი საგოლე პასი გაუფუჭეს. კალაბრიას რომ ფეხებს შორის გაუძვრინა ბურთი, მაგაზე მთელი პრესა საუბრობს და გატრენდდა ეს ვიდეო ყველგან, მსოფლიო პრესა წერს, რომ კვარას მარტო უწევდა თამაში და საუკეთესო იყო. შეფასებაც მაღალი დაიმსახურა. რომც გამოვარდეს ნაპოლი მეოთხედფინალიდან, კვარასთვის ეს მაინც საოცარი შედეგი იქნება. შარშან ამას ვინმე წარმოიდგენდა ქართველებიდან? დარწმუნებული ვარ ოქროს ბურთიც რომ მოიგოს, მაინც მოუძებნიან გააკრიტიკებელ მიზეზს. ამიტომ აღარ მინდა ქართული კომენტარების წაკითხვა ხშირად, არაპროფესიონალიზმის, უვიცობის, ჩასაფრებულობის და ბრბოს ინსტიქტებოს ზეიმია! აქ ამასწინად ვიღაც მიწერდა, გეჩვენება კვარას მიმართ ნეგატივიო. მეჩვენება კი :)))
Roni
აუუუუ ესეც არ მყავდეს ბატისტუტა ან ბრაზილიელი რონალდო რააა. ვისაც სადღაც გაუგორებია ბურთი ყველა ეხლა აბლუყუნდა! ჯიბეში ჩაგისვავს კვარა!
G.A.L.
ნაპოლის პრობლემა დიასთან ერთად რუიმ შეუქმნა. პირველ წუთებზე კვარამ ვერ გამოიყენა ძალიან კარგი მომენტი. მცველები ახლო იყვნენ, დაბალი დაარტყა, დაუბლოკეს, გამოცდილება არ ეყო და ა.შ. ყველაფერი მართალია, გეთანხმებით, მაგრამ მოგერიებულ ბურთს ვინ დაამატა, თანაც გაცილებით ხელსაყრელ სიტუაციაში? ხელს არავინ არ უშლიდა, მხოლოდ კარში უნდა მოერტყა ბურთი. მცველები, მეკარე ჯერ არ იყვნენ წინა ეპიზოდიდან გამოსული:- მაროი რუი! რატომღაც ყველას კვარაზე აქვს აქცენტი?! რუის ხომ გამოცდილება და სათამაშო პრაქტიკა არ აკლია. მისი დარტყმული მეორე იარუსს უწევდა უეჭველი! ნაპოლის მიერ გატანილ გოლში დიასი ვინ გაატარა და ზონა მიატოვა? მარიო რუიმ! ტექნიკური ფოლი იყო უეჭველი ასაღები რუისგან, თუნდაც ყვითელის ფასად. ან ლობოტკას ზონაში რა ჯანდაბა უნდოდა? ლობოტკაც უდაოდ დამნაშავეა! დიასიც "იგროკია". მასეთ სივრცეს და უპირატესობას რომ აჩუქებ, გამოიყენებს აბა რას იზავს! მერეტმაც წაუძინა!!! რუის მოჭარბებული ამბიციები აწუხებს. ვინმემ თუ არ მიუჩუნა თავისი ადგილი კიდევ ბევრ სისულელეს გააკეთებს!!!
სოსო
შეტევაში რომ უფრო გადამწყვეტი იყოს,გუნდის და მწვრთნელისაგან უნდა ჰქონდეს კარტ ბლანში.დღეს ასე არ არის და ხვიჩა უფრო გუნდურად ცდილობს,თამაშს.დაცვასაც საკმაოდ აქტიურად,თუმცა დიდი ენთუზიზამისი გარეშე ეხმარება და დღევანდელი მისი ფიზიკური მომზადებით,მთელი თამაში წინ და უკან თავაწყვეტილი სირბილის და ამავე დროს ხარისხიანი დრიბლინგების გაკეთების შესაძლებლობა არა აქვს.ამ მატჩშიც საკმაოდ წარმატებული იყო დრიბლინგებსა და ორთაბრძოლებში,მაგრამ ბოლომდე დრიბლინგით შეტევის მიყვანა და ზუსტი დარტყმით დასრულება,უჭირდა.ზურიკოზე მაგის მეტი რა გვინახია.წავა,გაირბენს მთელ მოედანს,მოატყუებს რამდენიმე კაცს და ბოლო დარტყმას,ან პასს,აფუჭებს.ძალა აღარ ჰყოფნის და იმიტომ.შენგელიაც და გუცაევიც,იმიტომ იყვნენ ასე მწვავეები,რომ მხოლოდ ცენტრამდე ჩამოდიოდნენ და შეტევისთვის საკმარისი ძალები რჩებოდათ.ამ ერთი წლის გამნავლობაში,ხვიჩა საგრძნობლად გაძლიერდა ფიზიკურადაც და გამძლეობითაც,თუმცა არა იმდენად,რომ 90 წუთი,აღმა დაღმა ხნას,მოედანი.მაგის დროც მალე ,მოვა,მაგრამ დღეს ასე არაა.
Giorgi
მე კიდე კასანოს ვეტყოდი რომ მოაშორონ რუი ფლანგზე კვარას მაგას ჯობია ისევ ოლივეირა ედგეს რომ მიეცეს უფრო სივრცე, ჩემო აზრით რუი ხელს უშლის
Lasha
ჯერ არაფერია დასრულებული და ამდენი მშრალი მატჩის და გაბრაზებულ მერე მილანის კარს გოლი არ ასცდება, როგორც პატარძალს...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ჰგონია რომ ფენომენია, მაგრამ ფეხბურთი საერთოდ არ ესმის" - კასანომ ლეაო კვლავ გააკრიტიკა
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
"რომ არა პსჟ, ლიგა 1 ტუნისის ჩემპიონატის დონის იქნებოდა" - ანტონიო კასანო
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
"იამალი თუ გიულერი?" - კასანომ არჩევანი გააკეთა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?