იქნებ საერთაშორისო ტურნირის გამართვას ქართული ფეხბურთის 105 წლისთავის ზეიმიც დაემატოს
როგორც "ლელოს" მკითხველმა იცის, წლეულს ნოემბრის ბოლო დეკადაში თბილისში იგეგმება ამხანაგური, საქველმოქმედო საერთაშორისო ტურნირი ფეხბურთში არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაის და საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრები გუნდების მონაწილეობით.

ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და საქმიანი ურთიერთობების საერთაშორისო ფონდი (თავმჯდომარე ნიკო პატარქალიშვილი). ცხადია, ამ ინფორმაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ჩვენც თვალყურს ვადევნებთ მოვლენათა განვითარებას.

გუშინ, 24 ივლისს ნიკო პატარქალიშვილისგან შევიტყვეთ, რომ არგენტინიდან მიიღო რწმუნების დასტური, რომლის თარგმანს აქვე გთავაზობთ: "ვადასტურებთ, რომ ბ-ნი ნიკოლოზ პატარქალიშვილი არის ჩვენი კომპანიის ერთადერთი უფლებამოსილი პირი, რომელსაც შეუძლია აწარმოოს საქმიანი მოლაპარაკებები საქართველოში 2011 წლის 23 ნოემბრიდან ჩასატარებელი 20 წლამდე ნაკრებ გუნდებს შორის საერთაშორისო ტურნირის ორგანიზებასთან დაკავშირებით არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების მონაწილეობით.

აგრეთვე ვადასტურებთ ბატონ ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს (პელე) დასწრებას ტურნირის გახსნაზე.

ტურნირის თარიღებზე, პელესა და აღნიშნული ნაკრები გუნდების მონაწილეობის შესახებ მოლაპარაკებები უნდა განხორციელდეს ა/წ 26 აგვისტომდე, რის შემდეგაც მხარეები თავისუფლდებიან ყველა ვალდებულებებისგან."

შეგახსენებთ, რომ თბილისში ტურნირის დღეებში 1965 წელს მოსკოვში სსრ კავშირ-ბრაზილიის ნაკრებების მატჩის შემდეგ ქართველი ფეხბურთელების, მიხეილ მესხის, სლავა მეტრეველის, გიორგი სიჭინავას და ანზორ კავაზაშვილის პელესთან გადაღებული ცნობილი სურათის მიხედვით შექმნილი ხუთფიგურიანი კომპოზიციის გახსნა იგეგმება.

გუშინ, 24 ივლისს "ლელოს" რედაქციაში გაიმართა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა. განიხილეს "ქართული ფეხბურთის 105 წლისთავის საზეიმოდ აღნიშვნის პროექტი".

ზემოხსენებული ორი ისტორიული მოვლენის ერთდროულად აღნიშვნის შესახებ საინიციატივო ჯგუფი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართავს.

თენგიზ თომაშვილი

vova
ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა