ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

18-წლამდელთა ჩემპიონატის A და B ლიგის პლეი ოფი იწყება | გათამაშების ფორმატის დეტალები

18-წლამდელთა ჩემპიონატის A და B ლიგის პლეი ოფი იწყება | გათამაშების ფორმატის დეტალები

პირველად ხდება, რომ ერთი ასაკობრივი კატეგორიის A და B ლიგაში პლეი ოფი ერთდროულად იწყება. ეს მოიტანა ახალმა სისტემამ, რომელზეც კალათბურთის ფედერაციამ ასაკობრივი ჩემპიონატები მიმდინარე სეზონის წინ გადაიყვანა. ამით მოხდა ასაკობრივი ჩემპიონატების ერთ ვერტიკალში გაერთიანება, თითოეულ მათგანში ერთდროულად A, B (და გუნდების რაოდენობიდან გამომდინარე) C ლიგების ჩატარება.

აქამდე, წლების მანძილზე ერთი ასაკის ლიგებს შორის ბმა არ არსებობდა. არ არსებობდა არც C ლიგა. საკვალიფიკაციო ტურნირის შედეგად ვინც მოწინავე იყო, საქართველოს ჩემპიონატში (სადღეისოდ A ლიგის ანალოგი) ინაცვლებდა, ხოლო ყველა დანარჩენი ასპარეზობას B ლიგაში აგრძელებდა. ასე მეორდებოდა ყველაფერი ყოველი ახალი სეზონიდან.

ახალმა სისტემამ მოიტანა ის, რომ გუნდებს დაუწესდათ კვოტა A ლიგაში მონაწილეობაზე და ერთ სკოლას უმაღლეს (A) ლიგაში მხოლოდ ერთი გუნდის გამოყვანა შეუძლია. არადა, იყო შემთხვევები, ერთი სკოლა 3 გუნდით იყო წარმოდგენლი, რაც, ცხადია, ეროვნული ჩემპიონატის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. ამის გარდა, A, B და C ლიგები ერთ ვერტიკალზე აეწყო და ყოველი სეზონის შედეგების შემდეგ მათ შორის გუნდები დაკავებული ადგილების შესაბამისად აინაცვლებენ და დაქვეითდებიან. გამოვლინდება თითოეული ლიგის ჩემპიონი (A ლიგის ჩემპიონი ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდებას მიიღებს), პრიზიორი გუნდები და ინდივიდუალური პრიზების მფლობელი მოთამაშეები.

რადგან პლეი ოფი ერთდროულად იწყება, ნიშნავს, რომ რეგულარული ჩემპიონატიც ერთდროულად წარიმართა. სწორედ ასე იყო: 18-წლამდელთა A ლიგის 14-მა და B ლიგის 30-მა გუნდმა ჯგუფური ეტაპი მოილია და საუკეთესოები პლეი ოფში საპრიზო ადგილებისთვის (ასევე A ლიგაში ასანაცვლებლად) ბრძლას აგრძელებენ, ხოლო აუტსაიდერები ლიგაში დასარჩენად იღწვიან.

ახალმა სისტემამ ახალი რეგულაციები მოიტანა, რაც ერთობ სპეციფიკურია და მასში გასარკვევად საკითხს ცოტა მეტად ჩავუღრმავდებით. დავიწყოთ A ლიგით, რომლის მონაწილე 14 გუნდი 2 ჯგუფში (7-7-ად) იყო განაწილებული. რეგულარული ჩემპიონატის (იხილეთ საბოლოო ცხრილი) შედეგად 8 გუნდი (თითო ჯგუფის 4-4 საუკეთესო) პლეი ოფში ბრძოლას აგრძელებს, რათა საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორები გამოავლინონ. ესენი არიან: რუსთავი, ბასკო (ბათუმი), ვინგსი, ZPA (ზაზა ფაჩულიას აკადემია), თბილისი ბასკეტი, ორბი, ქუთაისი და დინამო (იხილეთ პლეი ოფის ბადე)

თითოეულ ჯგუფში მე-5 ადგილებზე გასულმა გუნდებმა (ოვერტაიმი 1 და ბრუკლინი) A ლიგაში ადგილი შეინარუნეს და სეზონი დაასრულეს, ხოლო A და B ჯგუფებში მე-6 და მე-7 ადგილებზე გასულმა გუნდებმა რეგულარული ჩემპიონატის ბოლო (მე-11-დან მე-14-მდე) ადგილების მფლობელები უნდა გამოავლინონ. ეს საჭიროა საიმისოდ, რომ ბოლო 2 (მე-13 და მე-14) გუნდი B ლიგაში უნდა დაქვეითდეს, ხოლო მე-12 ადგილის მფლობელმა A ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად გადათამაშებაში მიიღს მონაწილეობა, სადაც მისი მეტოქე B ლიგის (A ლიგაში გადასვლის უფლების მქონე გუნდებს შორის) რიგითობით მე-3 გუნდი იქნება.

რა ხდება B ლიგაში? რაკი 18-წლამდელებში C ლიგის სამყოფი გუნდები არ იყო, B ლიგის სტანდარტული 24-გუნდიანი ფორმატი 30-ამდე გაიზარდა. წილისყრის შედეგად ეს 30 გუნდი 5 ჯგუფში გადანაწილდა. პლეი ოფში 8 საუკეთესო გუნდი (თითო ჯგუფის გამარჯვებული + 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი) გავიდა, რომლებმაც B ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს და ბრძოლას საპრიზო ადგილების მოპოვებასთან ერთად A ლიგაში გადასასვლელად აგრძელებენ. (იხილეთ საბოლოო სატურნირო ვითარება).

აქ არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი. პლეი ოფში გასული 8 გუნდიდან ხუთი A ლიგაში ვერ გადავა. ეს იმ მთავარი პრინციპიდან გამომდინარეობს, რომლითაც ერთი სკოლის გუნდს A ლიგაში ერთზე მეტი გუნდის ყოლის უფლება არ გააჩნია. საქმე იმაშია, რომ B ლიგის პლეი ოფში გასული ამ 5 გუნდის საკალათბურთო სკოლის წარმომადგენლებმა (რუსთავმა, ქუთაისმა, თბილისი ბასკეტმა, ZPA-მ და ოვერტაიმმა) A ლიგაში ადგილი მომავალი, 2023-2024 წლების სეზონისთვისაც შეინარჩუნეს. ამიტომაც, მათ მეორე გუნდებს, რომლებიც B ლიგის პლეი ოფში გავიდნენ, A ლიგაში გადასასვლელი გზა მოეჭრათ. ისინი B ლიგის პლეი ოფში ბოლომდე ითამაშებენ, რათა ასევე მნიშვნელოვანი – B ლიგის საპრიზო ადგილები დაიკავონ.

18-წლამდელთა B ლიგის პლეი ოფში გასული გუნდებიდან 3 (თსუ, ჰიუნდაი 1, ჰიუნდაი 2) დარჩა ისეთი, რომლებსაც A-ში გადასვლის შანსი აქვს. უფრო ზუსტად, ეს შანსი უკვე რეალობაა თსუ-თვის და ესეც ზემოთ არაერთხელ ნახსენები პრინციპის გამო. სამე იმაშია, რომ დარჩენილი 2 გუნდი ერთი სკოლის – ჰიუნდაის წარმომადგენელია და ორივე A ლიგაში ვერ გადავა. ანუ ამ 3 გუნდიდან თსუ, პლეი ოფში რა პოზიციაც არ უნდა დაიკავოს, A ლიგაში გადავა, ხოლო ჰიუნდაი 1-სა და ჰიუნდაი 2-ს შორის რომელიც უკეთეს ადგილს დაიკავებს, A ლიგის საგზური იმას ერგება.

ზემოთ დეტალურად განხილული ფორმატით A ლიგის 2 უარეს გუნდს B ლიგის 2 გუნდი ჩაენაცვლება. დარჩა უმაღლესი ( A) ლიგის 1 ვაკანტური ადგილი, რომლისთვისაც A ლიგის მე-12 დგილზე გასული გუნდი და B ლიგის წარმომადგენელი – საკალათბურთო კლუბი “ქარი” გადათამაშებაში იბრძოლებენ. რატომ “ქარი”? საქმე იმაშია, რომ A ლიგაში თსუ-თან ერთად ჰიუნდაის ერთ-ერთი გუნდი გადავა და ცნობილი პრინციპის გამო ჰიუნდაის მეორე გუნდი მას ვერ მიჰყვება. ამიტომაც, A ლიგის მე-12 გუნდის წინააღმდეგ გადათამაშებაში რიგითობით მომდევნო გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც B ლიგის პლეი ოფში საერთოდ ვერ მოხვდა. სწორედ ეს გუნდია “ქარი”, რომელიც რიგით მე-9 გუნდია B ლიგის რეგულარული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით. “ქარმა” (7 მოგება, 3 წაგება) ბურთების შეფარდებით აჯობა ანალოგიური შედეგის მქონე “მეგას”.

ასე და ამგვარად, 19 აპრილიდან დაიწყება პლეი ოფი, რომელმაც საქართველოს ჩემპიონი, A და B ლიგის პრიზიორები და ის გუნდები უნდა გამოავლინოს, რომლებიც B-დან A-ში დაწინაურდებიან, ასევე A-დან B-ში დაქვეითდებიან. ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ B-დან A-ში თსუ გადავა, თუნდაც პლეი ოფის ყველა თამაში წააგოს, ხოლო “ქარი” დაელოდება A ლიგის პლეი აუტში 11-14 ადგილების განაწილებას, რათა მე-12-ზე გასულს A ლიგის საგზურისთვის საკვალიფიკაციო სერიაში დაუპირისპირდეს.

GBF

კომისარი რატიშვილი – ქართველი ფიბა ევროპის თასის ფინალზე

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა

ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე

[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა

ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო

ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა

თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა

ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა

დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს

პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო

გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება

[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს

კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა

[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო

[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში

"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ

"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა