<p>დღს, 16 აპრილს, ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის ა ჯგუფში საქართველოს ნაკრები ისლანდიას დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა.</p><p>საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლები არტიომ კურბატოვმა, ივან მაროვმა, დანილა სლესარევმა და ნიკიტა ბუკიამ გაიტანეს.</p><p>საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მომდევნო შეხვედრას ხვალ, 17 აპრილს, ისრაელის წინააღდეგ გამართავს.<br></p>
Mr.kostaia
პატივცემულო ნიკალა! ძალიან სასიხარულოა ასეთი ინფორმაციის მოწოდება, მაგრამ ძალიან მწირი. არ გესწავლებათ პატივცემულო, მაგრამ იქნებ ჩვენი ნაკრების მთლიანი შემადგენლობაც დაგეწერათ, რა პერსპექტივები გვეხატება წინ, მოკლედ ცოტაოდენი განვრცობა ინფორმაციის არ გვაწყენდა. მადლობა ვარ ჰოკეის დიდი გულშემატკივარი ძველი თაობის.არ დავმალავ და ბავშვი გახარებული ვიყავი საბჭოთა ნაკრებმა კანადა რომ დაამარცხა 1972-ში. ხარლამოვზე ვაფრენდი, თითქმის ყველა მახსოვს გვარებით (არ გამომიხტეთ და რუსოფობია არ დამწამოთ,თორემ გადავალ ჭკუიდან:))) ბავშვობაში ხის კლიუშკებიც(ყვინჯი ჰქვია თუ არ ვცდები)გავაკეთეთ და თოვლზეც მოგვისხამს წყალი და გაგვიყინავს.ციგურები სად გვქონდა ბათინკებით დავსრიალობდით. გვქონდა მუხლები ჩალურჯებული და იდაყვები დასიებული. მოკლედ მძიმე მაგრამ მხიარული ბავშვობა მქონდა :) ამას რატომ ვამბობ, არსებობენ საქრთველოში ადამიანები, ვისაც ეს სპორტი მოსწონს(კომენტარებიც ამის დასტურია) და ძალიანაც გაუხარდებათ ჩვენი ნაკრების წინსვლა, თუნდაც იქ ამჟამად წარმოშობით რუსები თამაშობენ არაერთი წელია,მადლობა მათ ამისთვის... ვუერთდები ბევრი ქომაგი აზრს,რომ საჭიროა თანამედროვე სტანდარტების მქონე ერთი საციგურაო დარბაზი მაინც. წარმატებები ისრაელთან დღევანდელ მატჩში
აქაური
ყინულის დარბაზი რო არ გაქ და ისლანდიას მოუგებ...დიშვილს ვფიცავარ მაგარია
G.LA-ს
შენ მოდი ჯერ ქართული ისწავლე ნორმალურად და მერე წერე კომენტარები.
გია პაპა
ოვეჩკინი და პანარინი დაიმატეთ და გავალთ მთავარ ჯგუფში მსოფლიოზე.
გიორგი
ისლანდიის დამარცხება არაა პატარა საქმე. ისრაელს და დანარჩენებს აბა კი გავანადგურებთ. ჰოკეის მესი დავიმატეთ თუ რა ხდება?
გიორგი
აუშენეთ ამ ბიჭებს ყინულის მოედანი, რომ აღარ დაიტანჯონ სხვა ქვეყანაში წასვლა და ვარჯიში! ამდენ მიღწევებს აკეთებენ და ჩვენგან მხოლოდ ნორმალურ ყინულის სასახლეს ითხოვენ.
გიორგი
გაგიმარჯოთ, მაგრამ სახალისო თემაა:) საუდის არაბეთს დავანგრევთ!
gia jashi
რამდენი დაპირებები, რა გახდა ერთი ყინულის სასახლი აშენება!
სოსო
წყალბურთშიც ბევრი ლეგიონერი გვყავს,მაგრამ წყალბურთში დიდი ტრადიციები გვაქვს და ეს ყველაფერი მისი აღორძინებისათვის გცჭირდება,ჰოკეი კი,მართლაც არ არის ჩვენი სახეობა და ერთი სტანდარტული დარბაზიც კი რომ არ გავქვს,რა გვენაკრებება?ენთუზიასტებმა კი ბატონო,ითამაშონ ქვეყნის ჩემპიონატი,მცირე საციგურაოზე და ორი სტანდარტული დარბაზი და ჰოკეისტთა საკმაო რაოდენობა თუ გვეყოლება,მაშინ შევქმნათ ნაკრები.ახლახან თბილისში ააშენეს საციგურაო დარბაზი,მაგრამ არც ეგ ყოფილა სტანდარტული ზომის დარბაზი და მხოლოდ სავარჯიშიდ თუ გამოდგება.აქედან უნდა დავიწყოთ,ზამთრის სპორტის განვითარება.სავარჯიშო ბაზის შექმნით!მერე კი,ყველაფერი გაადვილდება.
კობა
წარმატებები და კვლავ წარმატებები ჩვენს ჰოკეისტთა ნაკრებს!!!...იქნებ თქვენი დახმარებით საქართველო ჰოკეის ქვეყნად ჩამოყალიბდეს!!...
Nukri
მხოლოდ რუსები თამაშობენ თუ როგორაა
G.LA
უკაცრავად მაგრამ როცა საქართველოს ნაკრებს ხოკეიში ვკითხულობ, სულ აქლემი და პადუსკები მაგონდება რატომღაც. რა საჭიროა ხოკეში ნაკრები გვქონდეს? მგონი ერთგან გვაქვს ყინულის მოედანი და საერთოდ ეს ხომ ჩვენი სპორტი არ არის? აგერ ჩვენ სამეზობლოში სომხებმა სულ ახლახანს დაიწყეს კალთბურთის ნაკრების შექმნა, ასეა მგონი აზერბაიჯანიც რომელიც ჩვენზე გაცილებით მეტი ფინანსერების შემძლეა. ასევე არცერთგან არ თამაშობენ რაგბს და მგონი არც ხელბურთის ნაკრებები აქვთ. ეს მოყვანილი რუსები რამდენ ხანს გვეყოფიან და კიდევ რამდებ ხანს ვაპირებთ ასე გაგრძელებას თავის მისატყუებლად? ბრაზილი და არგენტინაც არ თამაშობენ ხოკეის სხვათაშორის ჩვენზე გაცილებით დიდი ქვეყნებია. იქნებ მისახედს მივხედოთ და ასე ქარს არ გავატანოთ დაფინანსება?
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
[VIDEO] ლანჩხუთის "გურიამ" საქართველოს თასის 1/16 ფინალში თბილისის "დინამო" დაამარცხა და შემდგომ ეტაპზე გავიდა!
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"ტოტენჰემის" კაპიტანმა "არსენალში" გადასვლის სურვილი გამოთქვა
აბუაშვილმა "მეცს" "გენგამთან" გამარჯვება მოუპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო ბთ 2-2 გაგრა. გამოსყიდული "დანაშაული"
[VIDEOS] ზივზივაძემ ჩემპიონატი გოლით, "ჰაიდენჰაიმმა" კი გამარჯვებით დაიწყო
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
Marca: მესიმ მუნდიალის მიმდინარეობისას ყველაზე მეტი მუქარა მიიღო
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა