საქართველოში ბევრი ნიჭიერი მწვრთნელი და ფეხბურთელი გასაოგნებელი გულგრილობით იკარგება
საქართველო უცნაური ქვეყანაა, გამუდმებით ნიჭიერი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების დეფიციტს მივტირით, მაგრამ გასაოგნებელი გულგრილობით იკარგება ბევრი ნიჭიერი მწვრთნელი და ფეხბურთელი.

ფაქტია, რომ კადრებს ვერ ვუფრთხილდებით. ყველაზე ნათელ მაგალითად გელა სანაიას ამბავი გამოდგება - მან კიევის მწვრთნელთა უმაღლეს სკოლაში შვიდი კურსიდან უმეტესი ნაწილი გაიარა და გამოცდები წარმატებით ჩააბარა, დეკემბერში მწვრთნელობის A კატეგორიის სერტიფიკატსაც აიღებს, მაგრამ კაცი შეწუხებულია, ტყუილად ხომ არ ვწვალობო?

სანაიამ მცირე ხანს იმუშავა თბილისის "ლოკომოტივსა" და "სამტრედიაში" და ამის მიუხედავად, ყველა აღნიშნავდა, რომ ძალიან ნიჭიერი სპეციალისტი გვეზრდება, ფეხბურთი არ უთამაშია, მაგრამ ვისაც უთამაშია, ბევრ მათგანზე უკეთ იცის ეს თამაშიო. მის გუნდებს მართლაც ეტყობოდა მწვრთნელის ხელი, თუმცა რად გინდა - ცხრა თვეა, კაცი უმუშევარია და მისი ბედით არავინ დაინტერესებულა.

მართალია, ქუთაისის "ტორპედოში" მიიწვიეს და სხვა გუნდებიც დაელაპარაკნენ, მაგრამ შეთანხმებამდე საქმე არ მისულა.

უმუშევრად დარჩა "დაუგავას" მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტია, რომელიც გასულ სეზონში ლატვიის საუკეთესო ახალგაზრდა მწვრთნელად დაასახელეს.

საქართველოს ნაკრების ყოფილი "ყველგანმავალი" კახა გოგიჩაიშვილი 35-ე სკოლის უფულო გუნდს პირველ ლიგაში საკმაოდ კარგ ფეხბურთს ათამაშებდა. მართალია, შედეგებით თავს ვერ მოიწონებდა, მაგრამ სკოლის დანიშნულებასა და აღმზრდელის მოვალეობას კარგად გაუძღვა და ამ გუნდიდან 9 მოთამაშე საქართველოს უმაღლესი ლიგისა და უცხოეთის გუნდებში მიმოიფანტა. ეს ამბავი ჟურნალისტებმა ვიცით და დავიჯეროთ, საფეხბურთო წრეებისთვის უცნობია? ის კი მხოლოდ ბავშვებში მუშაობს.

თემურ მახარაძე, რომლის ხელშიც არც ერთ გუნდს რეგრესი არ განუცდია, ერთი წელია, სახლში ზის და ფიქრობს - რა კრიტერიუმებით აფასებენ საქართველოში მწვრთნელს? არადა, ასეთი დამსახურებული თავკაცი ყველამ დაივიწყა.

თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილი კაპიტანი ნიკა გუშარაშვილი ამჟამად უგუნდოდაა. ახლახან ის უმაღლესი ლიგის გუნდში მიიწვიეს, მაგრამ ... გასინჯვაზე, რაც შეურაცხყოფად მიიღო და უარი თქვა. 26 წლის გამოცდილ მოთამაშეს რა გასინჯვა უნდა, როდესაც ყველამ იცის მისი შესაძლებლობები.

სამი წლის წინ თბილისის "დინამოში" ნიჭიერი მცველი მინდორაშვილი გამოჩნდა. სამწუხაროდ, ტრავმის შემდეგ აღარ უთამაშია, ცხადია, ფორმაში ვერ შევიდა და დღეს 20 წლის ბიჭი ყველას დაავიწყდა.

ვალერი ბოლქვაძე, რომელიც დასრულებულ სეზონში ცხინვალის "სპარტაკში" გამოდიოდა, დაშავდა და ახლა გუნდს ეძებს. ვარჯიშისა და ფორმის აღდგენის საშუალება "ზოოვეტში" მისცეს და ამ უიღბლოთა კატეგორიაში მას ყველაზე მეტად გაუმართლა - ბოლო ინფორმაციით, მას "გაგრა" იწვევს.

ცხადია, ბევრად მეტი მოთამაშე დაგვავიწყდა ან ვერ გავიხსენეთ. ვინ იცის, კიდევ რამდენი ნიჭიერია თვალსაწიერიდან დაკარგული და ვერ ვიყენებთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio
ჰერტასტან ამერმა 2-2 ითამაშა გასვლაზე 1-0ი წავაგეთ
Gurami
L L სხვათა შორის იმავე გიორგი კიკნაძემ წეღან რომ გალანძღე ბრწყინვალე ამერი დააყენა და რომ არა უფულობა ვინ იცის რამდენს მიაღწევდა,რომელ გუნდს მოუგია ჰერტას დონის გუნდისთვის 2-1? ან ლეხისთვის 2-0? პენლები წააგეს
L L
ნესტორ მუმლაძეს საერთოდ რა უნდა ფეხბურთში ვერ მეტყვით? ფეხბურთი რა სპორტია მაგ ადამიანმა არ იცის. გიორგი კიკნაძეს რატომ დანიშნეს კიდევ საკითხავია,ადამიანმა პირველი ლიგიდან გააგდო ლოკომოტივი და ქუთაისის ტორპედოს მთავარ მწვრთნელად დანიშნეს,სირცხვია სირცხვილი !!! ეს კველაფერი უვიცობის ბრალია და მეგეობრობის.საქმე უნდა აკეთოს პროფესიონლიზმა და არა მეგობრობამ.
zako
მართალია,გურამ მინდორაშვილი უდაოდ ნიჭიერი ბიჭია რატომ დაკარგეს ვერ მეტყვით,იმიტომ რო კაჭარავა და ტყავაძეს ინტერესში არ იჯდა ეგა და ეგ.შემდეგ გაუშვეს იმიტომ რო პატარები გვინდაო,ასაკს რა მნიშნველობა აქვს მთავარია ფეხბურთელი იკო. სადაა გელა გომელაური უდაოდ ნიჭიერი მწვრთნელი,გაახილონ თვალები და მისი ტიტულები ნახონ, 6 თვეში 2 თასი, სუპერ-თასი და კიდევ ქვეყნის-თასი ეგრე არ შეიძლება ხალხნო დავიღუპებით სულ მთლიანად.
თემურ
მაგარი კაცი ხარ მერაბ,მთავარია მოგისმინოს ვინმემ
uzlevi
ვუერთდები Burton-ს! ბალონებს და ბოცებს აძლევენ "შანსს" საქართველოში და ამ ახალგაზრდა მწვრთნელებს აუცილებლად უნდა მიეცეთ შანსები. უმაღლეს ლიგაში თუ არა, 2-ე ან დაბალ ლიგაში იმოღვაწეონ.
Burton
ავტორ, ყოჩაღ!!! რამდენი ხანია მაგას გავიძახი ყველგან. თვალები სად აქვთ ქართულ გუნდებს?? რამდენი ნიჭიერი ადამიანია, რატომ არ იწვევენ?? გაგიჟდები რა...
barca
გიორგი ყიფიანი უმუშევარია არადა ძალიან ნიჭიერი სპეციალისტია
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე