აღდგომის დღესასწაულის ზეიმის შემდეგ, დღეიდან (18 აპრილი) სამუშაო კვირა დაიწყო და საღამოს დიდებული მატჩიც გვაქვს - თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში, "ნაპოლი" "მილანს" უმასპინძლებს.

რა ვნახეთ შაბათს, "ვერონასთან" (0:0)? კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნეაპოლურ კლუბში არსებობს პოზიციები, სადაც უბრალოდ, ალტერნატივა არ არსებობს და ლუჩანო სპალეტის დიდი დილემა ისაა, გუნდი არ "გადაწვას", ამავდროულად კი, ქულების დაკარგვა თავიდან აიცილოს. მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე რომ არ ვისაუბროთ, სტანისლავ ლობოტკას შემოსვლამდე და მის შემდეგ ორი სხვადასხვა გუნდი ვნახეთ.

კარგია, რომ ერთგვარი კრიზისის პარალელურად, იტალიის ჩემპიონატის ლიდერებს საკმაოდ დამაჯერებელი (14-ქულიანი) უპირატესობა აქვთ, მაგრამ სპალეტის კომპლექსი, რომ სეზონის მეორე ნაწილს გაცილებით უკეთ ატარებს, კვლავ რჩება. "ნაპოლის" თავკაცის გაკრიტიკება არაერთი მიმართულებით შეგვიძლია. მეორე მხრივ კი, იმასაც ვიაზრებთ, მის ხელთ არსებული მთლიანი რესურსით, ამ ფეხბურთელების ნაწილის განვლილი სეზონის ანალიზითა და თუნდაც ახლანდელი სანაკრებო მატჩებით, ლუჩანომ ძალიან მძლავრი გუნდი შექმნა.

რა თქმა უნდა, ეს დიდი განსხვავება ხვიჩა კვარაცხელიას თამაშმა შექმნა. შესაძლოა, ბოლო დროს ის ისეთივე ეფექტური და ფორმაში მყოფი არ გვეჩვენება, თუმცა თამასის აწევის ამბავზე ადრევე ვწერდით, ჩვენ სულ ბევრს და წარმოუდგენელსაც კი ვითხოვთ. გარდა ამისა, სხვა ფაქტორებიც არსებობს. მარტივად, "ვერონასთან" სეზონის პირველი ტურის მატჩს რომ შევადაროთ, იქ "კვარას" საკმაოდ შორიდან ეთამაშებიან, სიხისტეც იშვიათი იყო. რა ვნახეთ ახლანდელ 25 წუთზე მეტში, როცა ჩვენებური მინდორზე იყო? მისი ლამის ყველა შეხება ბურთთან მეტოქეების შეგნებული ჯარიმის აღებით სრულდებოდა. იყო ეპიზოდი, ხვიჩას წინააღმდეგ დარღვევა რომ არ შეიმჩნიეს. როცა გუნდური მექანიზმი სათანადოდ არ მუშაობს, შეხვედრაში სრული ეფექტურობით ჩართვა რთულია.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ბოლო დროს გააქტიურდა, ისაა, რამდენადაა დამოკიდებული ნეაპოლური წარმატება ვიქტორ ოსიმენზე და როგორ თამაშობს გუნდი მის გარეშე. პირველ რიგში, ფეხბურთი გუნდური თამაშია და ლიდერების არსებობის მიუხედავად, ყველაფერი ერთიანობაში უნდა განვიხილოთ. ის, რომ ვიქტორი გასულ წლებზე გაცილებით შედეგიანია, ამაში ხვიჩა კვარაცხელიას როლი დიდია და ეს მხოლოდ საგოლე პასებში არ გამოიხატება - "კვარადონაზე" გაზრდილი ყურადღება, ქართველის მხრიდან ნიგერიელისთვის გახსნილი ზონები ოსიმენს დიდ გასაქანს აძლევს. იმავეს პირიქითაც ვიტყვით. ვიქტორი ძალიან კარგი ფეხბურთელია, გოლის გატანის ალღოც აქვს, ტექნიკაც, ოსტატობაც და თანაგუნდელების "ნახევრად პასების" მაგრად დამუშავებაც შეუძლია. ხვიჩას მოედანზე შესვლამდე რაც ყველაზე მეტად შეინიშნებოდა, ფანტაზიის ნაკლებობა იყო. აი, რატომ შეაყვარა მან თავი ყველას...

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, "მილანმა" ცოტა ხნის წინ (ჩემპიონატში 4:0) აჩვენა, რომ "სტადიო მარადონა" აუღებელი ციხესიმაგრე სულაც არაა, თუმცა ახლა განსხვავებული ვითარებაა. ლიგის პირველი დაპირისპირების სტარტზე "ნაპოლის" გატანა შეეძლო, მათ შორის, კვარაცხელიას. საბოლოოდ, ბევრი არაფერი გამოვიდა, რასაც ანგისას გაძევებაც დაერთო და ახლა მილანელებს მცირე უპირატესობა (1:0) აქვთ.

უკანასკნელ 4 მატჩში გატანილი მხოლოდ 2 გოლი ისაა, რაც სპალეტის გუნდის წლევანდელ შედეგებს მკვეთრად ეწინააღმდეგება. ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ საშინაო მატჩებში ნეაპოლელებს, მინიმუმ, სამი გოლი გაჰქონდათ და საინტერესოა, "მილანთან" ეს ამბავი როგორ გაგრძელდება. ოსიმენის დაბრუნებამ იქნებ ყველაფერი თავის ადგილას დააბრუნოს.

მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის სხვაობა 22 ქულაა, მილანელები უეფას ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე სულ სხვა ისტორიით არიან და ახლა თანაქალაქელ "ინტერთან" შესაძლო ნახევარფინალზე ისინი ბევრს ფიქრობენ. სკუდეტო 33 წლის შემდეგ და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი კი "ნაპოლის" სულ სხვა დონეზე აიყვანს!..

ლუჩანო სპალეტის ორი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწევს. კიმ მინ ჯე ჟუან ჟესუსმა უნდა შეცვალოს, ზამბო ანგისას პირდაპირი ალტერნატივა ტანგი ნდომბელეა, თუმცა ლობოტკა-ზელინსკის წყვილთან ერთად ელიფ ელმასის თამაშიცაა შესაძლებელი. ნეაპოლელებს მოწინააღმდეგის დამწუხრება და ერთბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა შეუძლიათ. მთავარია, კონტრშეტევებზე როგორი რეაგირება ექნებათ. რაფაელ ლეაო ამ დროს ძალიან სახიფათოა. ის "რეალელი" ვინისიუსის შემდეგ ლიგაზე ყველაზე მეტ დრიბლინგს აკეთებს.

შეხვედრას პოლონელი მარსინიაკი განსჯის, რომელიც ძალიან მაღალი დონის არბიტრია. დღეს გასამართია მეორე მატჩიც, შეგახსენებთ - "ჩელსი" "რეალის" წინააღმდეგ (პირველი დაპირისპირება მადრიდელებმა 2:0 მოიგეს).

VAR
ვააჰ ვიქტორი? არა ვიქტორი არა,მამამისს პატრიკი ჰქვია და აწი პატრიკეევიჩი დავუძახოთ :) :)
aburjga
მე მხოლოდ ნაპოლი 5:2 მილანი ანგარიშზე ვარ ყაბულს!
სოსო
საკის.მილანმა კი არ აჯობა,მსაჯმა აჯობა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც,მილანის მეკარე დაასახელეს.რა, თავდასხმის ცენტრში თამაშობდა მილანის მეკარე?ეგ რომ არ გაგიჟებულიყო და მსაჯს ნამუსზე ხელი არ აეღო,მაშინ როგორ იქნებოდა?20 წუთი 10 კაცით ითამაშა ნაპოლიმ და მაინც 18-ჯერ დაურტყეს კარში,მილანის 12-ის საწინააღმდეგოდ.11 -ჯერ დააჯარიმა ნაპოლი და 6 გაფრთხილება მისცა,ერთი წითელით.მილანს კი,15 ჯარიმაში,მხოლოდ 2 გაფრთხილებნა არგუნეს და კიდევ რამდენი ჯარიმა გაუტარა მილანს,ეგეც ხომ ვნახეთ.10-3 იყო კუთხურების შეფარდება და საერთოდაც,ყველა კომპონენტში სჯობდა ნაპოლი,სტატისტიკურად.სტატისტიკა არასოდეს ტყუის,მსაჯებისაგან განსხვავებით.
Dyogene
ეს კომენტარი დღეს დაიწერა ერთერთ დიდ ქართულ სპორტ ფეიჯზე და დავაკოპირე. წმინდაო მარადონა, რომელი ხარ სამოთხესა და მოედნებს შინა. შენ ხარ ერთადერთი საფეხბურთო სხვაობა რომელსაც შეუძლია ინგლისელების დამარცხება, გერმანელების დამხობა, ბრაზილიელთა დაჩოქება და გარი ლინეკერის შენი რელიგიის იოანე ნათლისმცემლად ქცევა. გთხოვ დაგვეხმარე და ამ სიასდიდებულ სიას მილანიც შემატე, დაადე შენი ღმერთის ხელი მარცხენა ოსიმენს მარჯვენა კი კვარას და ოსი მარიო კემპესად კვარა კი ხორხე ვალდანოდ აქციე.
Ttt
Aq komentarebs weren mokvdebi sicilit, turme wina matchi milans ujobnia. Es milanis fanatikosebi ra samarcxvinoebi xart. Dghes gatenis napoli 5-1 iuves variantshi iqneba milani.
უეჭველი
ხვიჩას ჰეტრიკს ასრულებს უეჭველი!
ავჭალიდან
ავჭალელის პასუხი ყველას. დღეს ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლი და სრულიად საქართველო იზეიმებს გამარჯვებას!
მაკა
4-1 მოიგებს ნაპოლი.
მოქალაქე
ხვიჩა კარგ გზაზე დგას და უმატებს სიჩქარეს მწვერვალიდან. ხვიჩას ნაირი რამდენი უპატრონო ბავშვი იჩაგრება და ზის სახლში ამ თემებზე ჯობია საუბარი და ქართული სპორტის თაობაზე როგორ ამოვიყვანოთ ჭაობიდან. სპალეტი რას იტყვის,ფანები რას ამბობენ და იტალიაში ვინ რას იტყვის ერთი ასოსაც არ აკლებთ და ქართული სპორტი ჭაობში რომ არის იმაზე საერთოდ არ ვსაუბრობთ.რაში მაინტერესებს იტალიური ცხოვრება და დამოკიდებულება სპორტზე...დავინახეთ ხვიჩა და გაგვახერს.საუბარი და სტატიები ჯობია ქართულ სპორტზე დავწეროთ.არ ვიცი როგორ მოგაწვდინოთ იტალიელი მწვრთნელი და მე როგორ ვსაუბრობთ და როგორი დაინტერესებული არიან პერსპექტიული ბავშვებით.როგორ მოგაწვდინოთ მიხვდება ყველა.
გულშემატკივარი
წარმატებები ხვიჩას!!! უფალი ფარავდეს❤️
edinburg
უკან რუბინში…
მეგრელი
კრიზისი მიზისი არ ვიცი, დღეს უნდა მოვიგოთ, ოსიმენი ხვიჩას სივრცეებს გაუხსნის და პირიქით, დღეს ხვიჩას კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია და უნდა დაუმტკიცოს მთელს მსოფლიოს რომ ეგია იგი
საკი
როდის ამოუტენია ნაპოლის მილანი? ეხლა რო ამოტენოს? ხალხნო ნუ დაფრინავთ ოცნებებში ნაპოლი არ არის ის გუნდი რო ლიგის ნახევარფინალი ითამაშოს. ფეხბურთი თუ უყურებია ვინმეს მილანმა აჯობა ყველაფერში ბოლო ორ თამაშში ნაპოლს და დღეს რა იქნება არ ვიცი.
გოგა
კრიზიშია აშკარად ნაპოლი და ეს მოკლე სათადარიგო სკამის ბრალია, ზოგი ფორმიდანაცა ამოვარდნილი, მილანი ღრმა დაცვას არ ითამაშებს ჩემი აზრით, ასეთ შემთხვევაში თუ ნაპოლს თამაში წაუვიდა ამოტენის მილანს, იმედია გავა ნაპოლი ნახევარფინალში, სწრაფი გოლია საჭირო.
tngh
გამორიცხული რომელიმე გუნდმა მთელი სეზონი ერთ დონეზე ითამაშოს... "ნაპოლიც" ესეა. თუმცა ხვალ უშანსოდ არ არის.
ავჭალელს
ბოლო 4 თამაშში 4 გოლი კრიზისი არ გგონიათ? და გუნდის ბოლოდროინდელი თამაში. გატანა და ამოქაჩვა რომ შეუძლიათ ეგ ყველამ ვიცით მაგრამ კარგად წერია აქ, კონტრშეტევებს უნდა უფრთხილდნენ
LL
ხვიჩამ უნდა მოუმატოს აუცილებლად, უკან პასებით არაფერი გამოვა
ავჭალიდან
რაის კრიზისიდან გამისავალი მილანთან 1:0 ამოქახვას რა უნდა.
ქუთაისელი
სპალეტიმ წინა ტურში მთელი თამაში ათამაშა დი ლორენცო, რომელმაც დღეს ლეაოს უნდა სდიოს... ახლა მაგი ცოტა ნორმალურია?
ლაშა
იმედია დღეს დასამარდება პიოლის მილანის ოცნებები! არამგონია სერია ა-ს მსგავსი შეხვედრა ვიხილოთ...
[VIDEO] აკრძალვის მიუხედავად - საფონოვის ცოლმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე რუსეთის დროშა მაინც შექმნა
[VIDEO] მბაპე მეძავის შვილია - სკანდირებდნენ პსჟ-ს გულშემატკივრები. კომენტარი ანრიმ გააკეთა
“კომო” ჩემპიონთან ლიგაზე საშინაო მატჩებს სხვა სტადიონზე გამართავს
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
[VIDEO] არშავინმა "კვარა" მეორეაო და თბილისში წაუცეკვა
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
ელმასს "ნაპოლის" დატოვება ისევ მოუწევს
გულისხმობა თუ არა კვარაცხელიას - The Telegraph-მა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც პერესი 150 მილიონს იხდის
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
რა შარში გაყო თავი - "ნაპოლის" ალეგრი ჩაიბარებს
TEAMtalk The Telegraph-ის საპირისპიროდ - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო!
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
"მას ეს არ ეშლება"- პირლომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს