ნაგოიას ბაშო მაინც კარგად დასრულდა ჩვენთვის, რაც ქართული პროფესიული სუმოს პიონერის, ლევან ცაგურიას (კოკაი) დამსახურებაა
ნაგოიას ბაშო მაინც კარგად დასრულდა ჩვენთვის, რაც ქართული პროფესიული სუმოს პიონერის, ლევან ცაგურიას (კოკაი) დამსახურებაა. რანგით მე-2 დივიზიონში მოასპარეზე "შავმა ზღვამ" სუპერტურნირი 9-6 შედეგით დაასრულა და ელიტაში დაბრუნება გაინაღდა.

კოკაი 7 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა ელიტის რიკიშის სტატუსს (რაც ერთეულთა ხვედრია), მაგრამ წლეულს ძურიოში გავარდა, ეს მის კარიერაში ერთადერთი დაქვეითება იყო. საბედნიეროდ, "შავ ზღვას" უკან დასაბრუნებლად 2 ბაშო ეყო.

ასე რომ, სექტემბრის ბაშოზე უმაღლეს დივიზიონში ისევ 3 სუმოისტი გვეყოლება - 3 რიგითი მაეგაშირა, რადგან ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) კომუსუბის ტიტული დაკარგა, ბაშო 6-9 ბალანსით დაასრულა. გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) კიდევ უფრო ცუდი შედეგი აჩვენა - 5-10, მაგრამ მან ძალიან კარგი საქმე გააკეთა ასპარეზობის ბოლო დღეს, როცა კიმურაიამა დაამარცხა და უმაღლესში კიდევ ერთი საგზური გამოათავისუფლა, რის გამოც კოკაის დაწინაურება ეჭქვეშ აღარაა.

ნაგოიას ბაშო კი ორი რამით გამოირჩა - დასრულდა დიდი ჩემპიონის თარეში, ჰაკუჰომ ბაშო 12-3 ბალანსით დაასრულა და 2 მოგებით ჩამორჩა მონღოლ ოძეკი ჰარუმაფუჯის. ჰარუმაფუჯიმ კარიერაში მეორედ აღმართა იმპერატორის თასი, პირველად მას ჯერ კიდევ ამა ეწოდებოდა. მეორე, რითაც ეს ბაშო გამორჩეულია - წინა თაობის უკანასკნელი მოჰიკანის, კაიოს სპორტიდან წასვლაა.

XIV ტური: ჰარუმაფუჯი-ჰაკუჰო (იორიკირი), კოტოოშუ-ბარუტო (სუკუინაგე), კისენოსატო-ოკინოუმი (უვატენაგე), კაკურიუ-ტაკეკაძე (ოშიდაში), ვაკანოსატო-კოტოშოგიკუ (სუკუინაგე), ტოჩინოშინი-ამინიშიკი (იორიკირი), გოეიდო-ტამავაში (სოტოგაკე), იოშიკაძე-ვაკაკოიუ (აბისეტაოში), ტოიონოშიმა-კაისეი (იორიკირი), კიოკუტენჰო-გაგამარუ (იორიტაოში), არანი-ტაკაიასუ (ოშიდაში), ტოკიტენკუ-კიმურაიამა (კეკაეში), მიაბიამა-ტოიოჰიბიკი (ცუკიოტოში), ტოჩიოძანი-ტაკამისაკარი (იორიკირი), საგაცუკასა-ასასეკირიუ (კირიკაეში), ჰომაშო-ფუჯიაზუმა (უვატენაგე), შოტენრო-ტაკარაფუჯი (ოშიდაში), კიტატაიკი-დაიდო (ოშიტაოში), ტოჩინოვაკა-ტამანოშიმა (იორიკირი), ტოჩინონადა-მაცუტანი (იორიკირი). ძურიო: კოკაი-სოტაირიუ (ჰატაკიკომი).

ბოლო დღე: ბარუტო-ჰაკუჰო (უვატენაგე), კისენოსატო-ჰარუმაფუჯი (ცუკიოტოში), ოკინოუმი-კოტოოშუ (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ჰომაშო (იორიკირი), კაკურიუ-არანი (იორიკირი), გოეიდო-ამინიშიკი (უვატენაგე), ტოჩინოშინი-კაისეი (იორიკირი), იოშიკაძე-ტოიოჰიბიკი (ჰიკიოტოში), ასასეკირიუ-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტოიონოშიმა-მიაბიამა (ოშიდაში), ვაკაკოიუ-ტაკარაფუჯი (ჰატაკიკომი), ტაკეკაძე-ტოჩინოვაკა (ოშიდაში), ვაკანოსატო-საგაცუკასა (იორიკირი), ტამავაში-შოტენრო (ოშიდაში), ტოკიტენკუ-ტოჩინონადა (იორიკირი), გაგამარუ-კიმურაიამა (ოშიდაში), ტოჩიოძანი-კიტატაიკი (ოშიდაში), ტაკაიასუ-ტაკამისაკარი (ჰატაკიკომი), დაიდო-ტამაასუკა (ოშიდაში), ფუჯიაზუმა-მასუნოიამა (იორიტაოში). ძურიო: კოკაი-ტაკანოიამა (იორიკირი).

საბოლოო მდგომარეობა

კაჩი კოში

14-1: ჰარუმაფუჯი (ოძეკი).

12-3: ჰაკუჰო (იოკოძუნა).

11-4: ბარუტო (ოძეკი), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), ჰომაშო (მაეგაშირა 9).

10-5: კისენოსატო (სეკივაკე), კაკურიუ (სეკივაკე), არანი (მ 6), ტოჩიოძანი (მ 8), ფუჯიაზუმა (მ 15).

9-6: კოტოოშუ (ოძეკი), ტოიონოშიმა (მ 2), ვაკანოსატო (მ 5), ტაკაიასუ (მ 11).

8-7: ოკინოუმი (მ 4), ტაკეკაძე (მ 4), ტოკიტენკუ (მ 7), მიაბიამა (მ 8), ტოჩინოვაკა (მ 11), ტოიოჰიბიკი (მ 12), საგაცუკასა (მ 13).

მაკე კოში

7-8: იოშიკაძე (მ 1), კიტატაიკი (მ 10), შოტენრო (მ 13), კიმურაიამა (მ 15).

6-9: ტოჩინოშინი (კომუსუბი), კაისეი (მ 5), ასასეკირიუ (მ 9), დაიდო (მ 12), ტოჩინონადა (მ 14).

5-10: გოეიდო (კომუსუბი), ვაკაკოიუ (მ 3), ტამავაში (მ 6), გაგამარუ (მ 7).

4-11: ტაკარაფუჯი (მ 10).

3-12: კაიო (ოძეკი), ტაკამისაკარი (მ 14).

2-13: კიოკუტენჰო (მ 2), ამინიშიკი (მ 3).

0-15: ტოსაიუტაკა (მ 1).

პრიზები

იმპერატორის თასი: ჰარუმაფუჯი (მე-2)

ბრწყინვალე ასპარეზობა: კოტოშოგიკუ (მე-2)

მებრძოლი სული: ჰომაშო (მე-5)

ტექნიკური რიკიში: არავის

ძურიოს ჩემპიონი: მიოგირიუ (1-ელი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Rain
ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპორტსმენია ეს კაცი, ძალიან გამიხარდა უმაღლეს დივიზიონში მისი დაბრუნება, წარმატებები ლევან!!!
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა