ნიკა ცქიტიშვილი კარიერას სან სებასტიანის "ლაგუნ აროში" გააგრძელებს - ასეთი ინფორმაცია გაავრცელეს ესპანურმა გამოცემებმა...

ნიკა ცქიტიშვილი კარიერას სან სებასტიანის "ლაგუნ აროში" გააგრძელებს - ასეთი ინფორმაცია გაავრცელეს ესპანურმა გამოცემებმა. პირველ რიგში, ჩნდება კითხვები კონტრაქტის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც შევიტყვეთ, ყველაფერი შეთანხმებულია და ხელშეკრულებას მხოლოდ ხელმოწერაღა აკლია. ბასკური გუნდის ხელმძღვანელობა ინფორმაციის საჯაროდ განცხადებას უახლოესი დღეებისთვის აპირებს...

"ლაგუნ აროს" მთავარი მწვრთნელის პაბლო ლასოს თქმით, პოლონელი მძიმე ფორვარდის მიხალ ინგერსკის გუნდში დარჩენა-არდარჩენის საკითხი გაურკვეველია. სწორედ ამიტომ, კლუბის უფროსობამ ნიკა ცქიტიშვილის დამატება განიზრახა. მწვრთნელს ქართველი ფორვარდისა ეიმედება და მასთან ერთად პლეი ოფში გასვლას აპირებს. შეგახსენებთ, რომ "ლაგუნ არო" გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში მე-14 ადგილზე გავიდა (13 გამარჯვება, 21 მარცხი).

ცქიტიშვილი სანსებასტიანელთა წინა ხაზში დევიდ დაბლასს, ალბერტ მირალესსა და მოჰამედ კონეს შეუერთდა.

ესპანელი ჟურნალისტები "ფუენლაბრადას" ყოფილი მწვრთნელის, ლუის გუილის სიტყვებსაც იხსენებენ: "სკიტა უნივერსალური მოთამაშეა, მოხსნებისთვისაც იბრძვის და პერიმეტრიდანაც სახიფათოა."

ნიკამ ბოლო ორი სეზონი ესპანურ "ფუენლაბრადაში" გაატარა, თუმცა შუალედში (2009 წლის ოქტომბერში) ბერძნული "პანიონიოსის" მაისურა მოირგო. პირობების შეუსრულებლობის გამო ცქიტომ ნოემბერში საბერძნეთი დატოვა და მადრიდში გაეშურა. "ფუენლაბრადამდე" იგი ესპანეთის სამხრეთში თამაშობდა: 2006 წელს, NBA-დან დაბრუნების შემდეგ სევილიის "კახასოლში" ჩაირიცხა.

ბოლოს "ლაგუნ აროს" ისტორიასაც გადავხედოთ. გუნდი 1994 წელს შეიქმნა და ესპანეთის უმაღლესი ლიგის საგზური 2006 წელს მოიპოვა, თუმცა სადებიუტო სეზონში მე-18 ადგილი დაიკავა და ისევ "ლებ-ოქროში" დაქვეითდა. სანსებასტიანელები ზედა ლიგას 2008 წელს დაუბრუნდნენ, პირველ სეზონში მე-12 ადგილი დაიკავეს, ხოლო შარშან - მე-14. გუნდის მწვრთნელი 2010-11 წლების სეზონში პლეი ოფში თამაშს აპირებს...

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს