ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "მილანმა" "ნაპოლი" ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა და საუკეთესო ოთხ გუნდში ადგილიც მოიპოვა. მიუხედავად მარცხისა, "პარტენოპეის" შემადგნელობიდან ყველაზე მეტად გამოსარჩევი ხვიჩა კვარაცხელიას თამაში გახლდათ, განსაკუთრებით, განმეორებით მატჩში. ამ ყველაფერზე დეტალურად ვისაუბრებთ.
ზოგადად, "როსონერი", "ნაპოლისგან" განსხვავებით, სეზონის ბოლოს თამაშის მომატებით გამოირჩევა, ბოლო 3 დაპირისპირებიდან მილანურმა გუნდმა 2 შეხვედრა მოიგო, 1-ში კი ფრეს დასჯერდა. შეიძლება დავა, რამდენად სჯობნიდა ლუჩანო სპალეტის თერთმეტეული მეტოქეს, თუმცა სპორტში მთავარი საბოლოო შედეგია.
გაფუჭებული პენალტის შემდეგ ხვიჩას თავს კრიტიკა დაატყდა, წერდნენ, რომ კალაბრიას წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და ბოლო იმედის თერთმეტმეტრიანიც გააფუჭა.
რაღაც მხრივ, ეს ყველაფერი გასაკვირია, ეს ხომ სპორტია, სადაც ემოციას ბევრი რაღაცის გადაწყვეტა შეუძლია. აგერ, ყველას ახსოვს, 1994 წელს ლეგენდარულმა რობერტო ბაჯომ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და "აძური" ბრაზილიასთან მუნდიალის ფინალში დამარცხდა. თითქმის 20 წლის წინანდელი ფაქტი რომ არ მოვიყვანოთ, ევრო 2020-ზე კილიან მბაპემ შვეიცარიასთან დისაიდერი პენალტი ვერ გამოიყენა, ამით გარკვეულწილად გუნდი დააღალატა, თუმცა ყველაფრის წყალში ჩაყრა ხომ არ შეიძლება? 2018 წელს ფრანგის ლიდერობით "მამლებმა" მსოფლიო პირველობაზე ოქროს სინჯის მედალი მოიპოვა... და კატარშიც იმავე კილიანის თაოსნობით რა ახლოს იყვნენ! ასეთივე სიტუაციაა "კვარას" თავს, ეს ვნებათაღელვა, ემოციები ჩაივლის და ხვიჩას მადლობას გადაუხდიან, რომ არა ქართველის ტრანსფერი "ნაპოლი" გავიდოდა ამ ეტაპამდე? სწორედ ამას იძახის Il Mattino-ს ჟურნალისტი ანა ტრიესტე - "ხელები შორს კვარაცხელიასგან. კარგი, პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ამ საღამომდე რომ მოვედით და რამდენიმე საათი ვიოცნებეთ, ეს პირველ რიგში მისი დამსახურებაა".
ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დასაწყისია, კვარაცხელია უდავოდ მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და ვისზე მიდის კრიტიკა, თუ არა საუკეთესოებზე? გაიხსენეთ ლეო მესისა და ნაკრების ამბები... და როგორც დასრულდა ეგეც... ქართველი ვირტუოზი კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს!
ხვიჩა კვარაცხელია
GEORGIA
გულს ნუ გაიტეხ ხვიჩა. აქ ვართ საქართველო შენთან შენს გვერდში.
s.T
აქ ხვიჩას ნიჭიერებაზე აღარაა. რამხელა ადამიანი უნდა იყო, რომ სხვა მენტალიტეტის ხალხს, ესეთ მოკლე დროში - ესე შეაყვარო თავი. ბრავო კვარა!!!
გულშემატკივარი
სტივ ჯობს ქვს ნათქვამი: თუ გინდა ყველა გააბედნიერო არ გახდე ლიდერი, გახდი ნაყინის გამყიდველი. კრიტიკა (ამ შემთხევაში კვარას კრიტიკა მაინც უადგილოდ მეჩვენება) ცხოვრების ნაწილია და არც ტრაგედიად არ უნდა მივიღოთ..
რეზო
არაფერი არ აუღია თავზე! ამას მწვრთნელი წყვეტს! ამაშია საქმე! ეგაა, რომ პენალტი არ არის ხვიჩას ძლიერი მხარე. აშკარად დასახვეწი აქვს. უბრალოდ არ არის კარგი პენალტისტი, თორემ ეს ვერგატანა არ ყოფილა პრობლემა. ბაჯოს რაც შეეხება, მაგ პენალტის გამო მასზე იმ თამაშის წაგების დაბრალება უვიცობა და უნამუსობაა. მარტომ ათრია ცუდი იტალია და ფინალში უფეხოდ ითამაშა. ბაჯო არის მარადონას დონის ფეხბურთელი
aburjga
ხვიჩას ანდეს პენალტების შესრულება მას მერე რაც აღმოჩნდა, რომ ის ამ ამბავს სხვაზე უკეთესად ართმევდა თავს!
მადლობა ბიჭებს
მადლობა ორივე გუნდის ფეხბურთელებს ხვიჩას გამხნევებისთვის. განსაკუთრებით ოსიმენის ჟესტმა მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება.
უვიცი
ხვიჩას მხარში ვუდგავარ, მაგრამ ცუდი მაგალითებია მოყვანილი, ხვიჩამ ძალიან ადრე აიღო თავის თავზე დიდი პასუხისმგებლობა, რატომ არვიცი, ვინმემ არ ურჩია? იტალიელებმა ბაჯოს არ აპატიეს პენალტების სერიაში გაფუჭებული პენალტი და პირდაპირ ვიტყვი კარიერა დაუნგრია იმ პენალტმა ბაჯოს, შეიძლება დღეს ბაჯოზე, როგორც მარადონას დონის ფეხბურთელზე, ისე გველაპარაკა რომ არა ის პენალტი. მბაპემ პენალტების დარტყმას როცა მოჰკიდა ხელი, (თამაშში პენალტის დარტყმას ვგულისხმობ, პენალტების სერიაში კალაძესაც დაარტყმევინეს:D) უკვე დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და აპატიებდნენ, ასევე მესიმაც და რონალდუმაც ეტაპობრივად აიღეს ეს საქმე თავის თავზე, ასე პირველივე სეზონში არსაიდან მოსულმა კაცმა, როცა ყველა გამადიდებლით გიყურებს არ უნდა გარისკო. გაასწორეს იტალიურმა გამოცემებმა მიწასთან, კაცმა ამდენი იწვალა და 5ზე მეტი არცერთმა გამოცემამ არ დაუწერა. სირცხვილი მაგათაც, რატო გადაუსვეს ყველაფერს ხაზი, მაგრამ ქართველი, რომ ხარ ჭკვიანიც უნდა იყო, სად რა აკეთო უნდა იცოდე, მაზილა თუ შეგერქვა მერე რთულია იმიჯის აღდგენა
საბურთალო
კოჭლი ჟირუც კი მივიდა, გავგიჟდი და გავსკდი ტირილით. მთელი მილანი მწვრთნელიანად ასევე ნაპოლი ხვიჩას ეფერება. საოცრებაა აბა რა არის. ისიც საოცრებაა ჩემპიონი რომ ხდება. გენაცვალე ჟილკიან გულში ხვიჩა
dato
არ მახსენდება ესეთი სითბო და სიხარული მსოფლიოში ვინმეს მიმართ გამოეხატოს მოწინააღმდეგე გუნდს, საკუთარ მოთამაშეებზე აღარაფერს ვამბობ
მალხაზ ჯობავა
მომეწონა, კარგი სტატიაა. ჯორდანის ნათქვამმა დაგლიჯა.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს