ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი ორი საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი ჩატარდა და ნახევარფინალური წყვილები გაირკვა.

„მანჩესტერ სიტი“ სახლში 3:0 გამარჯვების შემდეგ, სტუმრად დაუზავდა „ბაიერნს“ (1:1) და ზედიზედ მესამედ, ისტორიაში კი მეოთხედ გავიდა 1/2-ფინალში.

პირველ ტაიმში უპამეკანოს გამო „ბაიერნი“ ორჯერ გადარჩა - ჯერ მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო წითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა, შემდეგ კი გიუნდოგანის დარტყმული ბურთი საჯარიმოში ხელზე მოხვდა და ჰოლანმა პენალტი ვერ გამოიყენა. მან კარიერაში 36 თერთმეტმეტრიანიდან მხოლოდ 3 გააფუჭა. თუმცა 57-ე წუთზე ნორვეგიელი ზომერთან პირისპირ გაიჭრა და „ქალაქელები“ დააწინაურა. 83-ე წუთზე პენალტი უკვე ედერსონის კარში დაინიშნა და კიმიჰმა ანგარიში გაათანაბრა.

Video

19.04.23. ბაიერნი 1-1 მანჩესტერ სიტი

„ინტერმა“ საკუთარ მოედანზე „ბენფიკასთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა, თუმცა ორი შეხვედრის ჯამში 5:3 გაიმარჯვა და ლისაბონური გუნდის ბარიერი გადალახა. "ნერაძური" 13 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ნახევარფინალში.

Video

19.04.23. ინტერი 3-3 ბენფიკა

ნახევარფინალში „ინტერი“ „მილანს“, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ „რეალს“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩები 9-10 მაისს გაიმართება, საპასუხოები კი - 16-17 მაისს.

. გვარდიოლა მწვრთნელის რანგში სარეკორდოდ, მეათედ გავიდა ნახევარფინალში.

. ჰოლანმა ზედიზედ 7 მატჩში გაიტანა (15 გოლი). ის 12 გოლით ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირია.

. დე ბრუინმა ამ სეზონში 23 საგოლე გადაცემა გააკეთა და თავისი რეკორდი განაახლა.

. "სიტი" ბოლო 15 შეხვედრაში დაუმარცხებელია - 12 მოგება და 3 ფრე.

მიუნხენი. „ალიანც არენა“. 75 000 მაყურებელი

ბაიერნი - მანჩესტერ სიტი 1:1

გოლები: 0:1 ჰოლანი (57), 1:1 კიმიჰი (83, პენ)

გამოუყენებელი პენალტი: ჰოლანი (37)

მილანი. „სან სირო“. 75 380 მაყურებელი

ინტერი - ბენფიკა 3:3

გოლები: 1:0 ბარელა, 1:1 ეურსნესი (38), 2:1 მარტინესი (65), 3:1 კორეა (78), 3:2 ანტონიუ სილვა (86), 3:3 მუსა (90+5)

გიორგი
გეთანხმებით, რომ ამ მატჩში ოსიმენზე და მეკარეზე ძლიერი ნამდვილად არ ყოფილა კვარაცხელია, მაგრამ თქვენი შეფასება, ჩემი აზრით, მაინც ზედმეტად კრიტიკულია -"კვარამ კი ამ გაფუჭებული პენალტით გუნდი ფაქტიურა ჩაძირა,დაუკარგა ბოლო გაბრძოლების შანსი და ფაქტობრივად ჩატოვა მე-4 ფინალში" და ა.შ. ბიჭი ისედაც დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფება. ბოლო-ბოლო ასეთი კრიტიკა იტალიელებისგან არ გაჟღერებულა, პირიქით, მისაბაძი იყო გუნდის მწვრთნელისა და კაპიტნის ხვიჩასადმი ნათქვამი გამამხნევებელი სიტყვები და კომენტარები.
ვანჩოპე
კვარას ჰეიტერებს შევხსენრბ რომ რაკყვთან მგონი პენალტი ვერ გაიტანა. მაგრამ ამის მერე ის კიდევ უფრო ძლიერი გახდა. ახლაც იგივე მოხდება ხვიჩა უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება
ასეაა!!!!
მართლაც და გასაკვირია,როდესაც ჰალანდისა და ჟირუს გაფუჭებულ პელნებსა და კვარას გამაზულზე ტოლობის დასმას ცდილობთ-ჯერ ერთი, მათი გაფუჭებული არც ერთი იყო გადამწყვეტი.მეორე, შემდეგში მათ ორივემ შეძლეს თამაშიდან გადამწყვეტი გოლის გატანა.მესამე და მთავარი მათი გუნდები შემდეგ წრეში გავიდნენ. კვარამ კი ამ გაფუჭებული პენალტით გუნდი ფაქტიურა ჩაძირა,დაუკარგა ბოლო გაბრძოლების შანსი და ფაქტობრივად ჩატოვა მე-4 ფინალში. შეფასებას რაც შეეხება: N რაოდენობის სპორტული პორტალებია ყველას თავის შეფასების კრიტერიუმები აქვს, მარტო სოფასკორი შეფასებებს რომ ატრიალებთ სხვებიც ნახეთ, სადაც 4. 4,5. 5.0 რომ აქვს.ან როგორ იყო ოსიმენაზე უკვეთესი- თავდამსხმელია და გოლი შეაგდო ან კიდევ მეკარეზე. ნაპოლის კარში გატანილი გოლიც გაიხსენეთ-კვარას მიერ გაკეთებული პასი ჩაჭრა იმ პორტუგალიელმა და ......თუ ხვიჩას მიერ გაფუჭებული პენალტისა და უსუსური ერთფეროვანი თამაშის გაპრავება გვინდა აქ საქართველოში, გამოუცდელობას და ასაკს მაინც მივაწვეთ....მაგრამ ესეც არ გამოვა ჰალანდიც 22 წლისაა,როდრიგოც და ვინისიუსიც......ბოლოს.. სუპერვასკვლაობასა და ოქროს ბურთზე პრეტენზია რომ გაქვს, დღემანდელ მილანს კი უნდა შეუგდო ერთი გოლი მაინც 6 ტაიმის განმავლობაში.
თემური
ჟირუმ ნაპოლისთან გოლი გაიტანა, მაგრამ პენალტი გააფუჭა, Sofascore-ზე შეფასება: 6.5! პაალანდმა ბაიერთან გოლი გაიტანა, პენალტი გააფუჭა, Sofascore-ზე შეფასება: 6.4! (ისე მაგათმა არ გვიწყინოს და რა კარგ დროს გაუფუჭებიათ პენალტი ორივეს!) ეხლა არ იყოს ლაპარაკი მათი ორივე გუნდი შემდეგ წრეზე გავიდაო... ლეაოს ნაპოლისთან საგოლე გადაცემა ჰქონდა, Sofascore-ზე შეფასება: 7.5! კვარამ მილანთან პენალტი გააფუჭა, Sofascore-ზე შეფასება: 7.6!!! ხო, გოლი ვერ გაიტანა, ხდება რა, მაგრამ ამ თამაშში მის მიერ შექმნილ საგოლე გადაცემებს და მის მომენტებს ვინც ნახავს ყველა იტყვის (თუ ბოღმიანი ან ქართველთ მოძულე არაა!) კვარა მართლა მაგარიაო... ხვიჩას პენალტი რომ გაეტანა შემდეგ მილანს ვითომ მოუგებდა რო?და შემდეგ რა, ლიგას მოიგებდა? მე ვფიქრობ ამ თამაშის შემდეგ მის მიმართ უფრო მეტი პატივისცემა იქნება (როგორ კაცურად გაამხნევეს, როგორც ნაპოლის ასევე მილანის ფეხბურთელებმა! - მადლობა მათ). ხვიჩასთვის, მისი მომავლისთვის იქნებ ასეც სჯობდა, პენალტი რომ ვერ გაიტანა! ხვიჩა, წარმატებები!
ირაკლი ქუთაისელი
რაც მარადონას აცილებული აქვს. ერთხელ ნაპოლი გამოვარდა ევრონურნირიდან. ბოლო პენალტი ააცილა საფრანგეთში თუ არ ვცდები ტულუზასთან
თომა
გუშინ ჟირუმ, დღეს კიდე ჰალანდმა გააფუჭა პენალტი. (მართალია მათი გუნდები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ კვარასგან განსხვავებით) ასე რომ პენალტის ვერ გატანის გამო, არ შეიძლება ფეხბურთელის შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანო.
მურთო
ჰაა აბა დაწერეთ ეხლა: ,, სიტი რეალს გადაუვლის და ფინალში გავა''. მერე იქაც გადაუვლის მეტოქეს და ლიგას დადებს
მამუკა
არ უწერია პეპს ლიგის მოგება
nika
არ ყოფილა ჰოლანი მანსიტის დონის, პენალტი გაუფუჭებია.
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს Central 90 ზურიკოს "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
დაბრუნება სამშობლოში უკვე ზამთარში? - ჩალჰანოღლუს სტამბოლში უხმობენ
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
ქოჩორაშვილის მომავალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა - მის წასვლამდე "სპორტინგს" დამატებით 1 მილიონის გადახდა მოუწია
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"ოლისემ სიმშვიდე დაკარგა და ბურთი სახეში მესროლა" - "ვიკინგის" ფეხბურთელი
არბელოამ შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ქოჩორაშვილი "ხეტაფეს" ნაცვლად შესაძლოა, ლა ლიგის ერთ-ერთ სახელოვან გუნდში აღმოჩნდეს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ